გუშინ მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან-პრის გათამაშებაზე ჯერმუკში სხვა ტურებისგან განსხვავებული დღე იყო, აგრესიულობით გამორჩეული. ცხადია, 64-უჯრიან დაფებზე ორთაბრძოლებს ვგულისხმობთ. დასტურად ისიც გამოდგება, რომ ექვსივე შეხვედრა შედეგიანად დასრულდა - თეთრებმა ყველა პარტია მოიგეს.

გუშინ მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან-პრის გათამაშებაზე ჯერმუკში სხვა ტურებისგან განსხვავებული დღე იყო, აგრესიულობით გამორჩეული. ცხადია, 64-უჯრიან დაფებზე ორთაბრძოლებს ვგულისხმობთ. დასტურად ისიც გამოდგება, რომ ექვსივე შეხვედრა შედეგიანად დასრულდა - თეთრებმა ყველა პარტია მოიგეს. ასეთი რამ კი იშვიათად ხდება, თანაც ისეთ ტურნირებში, რომლებშიც პლანეტის უძლიერესი დიდოსტატები მონაწილეობენ.

გულშემატკივართა ყურადღება განსაკუთრებით იმ დაფისკენ იყო მიპყრობილი, რომელზეც გრან-პრის მეოთხე გათამაშების უმთავრესი ფავორიტები - ნანა ძაგნიძე და რუსი ტატიანა კოსინცევა ხვდებოდნენ ერთმანეთს. შეგახსენებთ, რომ წინა სამი ტურნირიდან ძაგნიძემ ორში ითამაშა (ნანძინი, ნალჩიკი) და 230 ქულას მოუყარა თავი. კოსინცევამ კი მხოლოდ ნალჩიკში მოსინჯა ძალები და პირველი ადგილის დაკავებით 160 ქულა დაიმსახურა.

ჯერმუკში მათი გზები მე-6 ტურში გადიაკვეთა. თეთრებით ჩვენებური თამაშობდა. ერთგვარ პოზიციურ უპირატესობას ნანამ დებიუტშივე მიაღწია, რაც მიტელშპილში კიდევ უფრო განამტკიცა პაიკის მოგებით. 41-ე სვლისთვის კოსინცევას პარტია, ფაქტობრივად, წაგებული ჰქონდა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, წყალწაღებული ხავსს ეკიდებაო. ძაგნიძემ მეტოქეს დაუფიქრებლად შესწირა ლაზიერი და რამდენიმე სვლაში ზედმეტი ფიგურით დარჩა. რუსი მოჭადრაკე იძულებული გახდა, მარცხს შეგუებოდა.

სამწუხაროდ, ისევ დაუცდა ფეხი მაია ჩიბურდანიძეს, არადა, ქართველ დიდოსტატს სომეხ ლილით მკრტიჩიანთან შავებით თამაშისას 30-ე სვლისთვის მოსაგები პოზიცია ჰქონდა. მომდევნო ექვს სვლაში უხეშად შეცდა და მოწინააღმდეგეს გამარჯვება მიულოცა.

დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: შენ იანი (ჩინეთი)-მარტა ფიერო (ეკვადორი) 1:0, სიუ იუჰუა (ჩინეთი)-ბაირა კოვანოვა (რუსეთი) 1:0, ჰოუ იფანი (ჩინეთი)-პია კრამლინგი (შვედეთი) 1:0, ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)-ელინა დანიელიანი (სომხეთი) 1:0.

ექვსი ტურის შემდეგ: ძაგნიძე - 5,5, მკრტიჩიანი - 4,5, კოსინცევა - 4, ჰოუ იფანი, შენ იანი - 3,5-3,5, დანიელიანი, სტეფანოვა, სიუ იუჰუა - 3-3, ჩიბურდანიძე - 2,5, კრამლინგი - 2, კოვანოვა - 1,5, ფიერო - 0 ქულა.

მოასპარეზენი დღეს დაისვენებენ. ხვალ მე-7 ტურში ითამაშებენ: დანიელიანი-მკრტიჩიანი, კრამლინგი-სტეფანოვა, კოვანოვა-ჰოუ იფანი, ფიერო-სიუ იუჰუა, კოსინცევა-შენ იანი, ჩიბურდანიძე-ძაგნიძე.

ვაჟა დანელია

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე