"ზღვისპირელებს" 28 ქულა ლევან ფაცაციამ შესძინა, ხოლო "ოლიმპს" 28 ქულით ივან ტოდოროვიჩმა ულიდერა
სუპერლიგის მეორე წრის მეოთხე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს "სოხუმისა" და "ოლიმპის" გუნდები დაუპირიპირდნენ, სადაც "ოლიმპმა" 84:65 სძლია მეტოქეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი ოლიმპელთა სასარგებლოდ წარიმართა და მათივე უპირატესობით, 44:30 დასრულდა.

მესამე პერიოდში "ოლიმპი" კიდევ უფრი აქტიურად ათამაშდა და მეოთხედის შუაწელში 20-ქულიან სხვაობას უწია 52:32, ხოლო პერიოდის მიწურულს უპირეტსეობა კიდევ უფრო გაზარდა - 71:45. სოხემელებმა ვერც მეოთხე მეოთხედში გაუწიეს მეტოქეს წინააღმდეგობა და მორიგი მარცხი განიცადეს.

"ზღვისპირელებს" 28 ქულა ლევან ფაცაციამ შესძინა, ხოლო "ოლიმპს" 28 ქულით ივან ტოდოროვიჩმა ულიდერა, რომელმაც 9 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნაღა დააკლდა. ორმაგი დუბლი შეასრულა ივო ჰოგერმა, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა და 17 მოხსნაა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "სოხუმისა" და "ოლიმპის" მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენატრები გააკეთეს.

გია კაზანჯიანი(ოლიმპის მწვრთნელი): პირველ რიგში მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო "ოლიმპის" გულშემატკივრებს, რომლებიც დღეს მრავლად იყვნენ დარბაზში. რაც შეეხება მატჩს, ყველაფერი კარგად ჩანს სტატისტიკაში. მთავარ კომპონენტში, რასაც ჰქვია მოხსნა, დაკარგვა და შედეგიანი გადაცემა მეტოქეს ვაჯობეთ და აქედან გამომდინარე ანგარიშში 20-ქულიანი სხვაობაც ამას მეტყველებს. როცა 25 ბურთით იგებ ფარს, ვფიქრობ ნათელია ყველაფერი. ჩვენი მიზანი მიმდინარე ჩემპიონატში ფინალში თამაშია. დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს.

რიმვიდას სამულენასი(სოხუმის მწვრთნელი): "ოლიმპი" გამოირჩევა ტანმაღალი კალათბურთელებით და ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ მოხნებში ასეთი დიდი სხვაობა დაფიქსირდა. ჩვენი გუნდისთვის და ჩვენი მოთამაშეებისთვის რთულია ისეთ ძლიერ გუნდთან თამაში როგორიც "ოლიმპია". ჩვენს გვყავს ტანმაღალი მოთამაშე სერგო ათუაშვილი, თუმცა ის ისე ძლიერად ვერ თამაშობს, როგორც მისგან მოველით. მართალია ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ გამოსდის.

ლევან ფაცაცია: ნათელია წაგების მთავარი მიზეზი. ფარი დავთმეთ დიდი ანგარიშით და ბევრი შეცდომები დავუშვით დაცვაში, რაც აუცილებლადაა გამოსასწორებელი. წინაააღმდეგ შემთხვევაში არამარტო "ოლიმპთან", სხვა ბევრად დაბალ გუნდებთან გაგვიჭირდება თამაში. ალბათ მოტივაცია გვაკლია. გვიყვარს კალათბურთი, თუმცა ეს ჩვენი ჰობი არ არის, ეს ჩვენი სამსახურია.

გუნდში არსებული ხარვეზები უნდა გამოსწორდეს. რომ შემდეგ ყველა კმაყოფილი იყოს. გუნდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფინანსური მხარე. ალბათ მოტივაციის ნაკლებობაა მიზეზი იმისა, რომ ვერ მოვახერხეთ ვარჯიშიდან თამაშზე მობილიზება. ვარჯიშზე თუ არ დაიხარჯე 100 პროცენტით, ბუნებრივია, ის უკვე თამაშზეც აისახება. სუპერლიგის ფავორიტი გუნდები შემადგენლობით აშკარად გვჯობნიან. მე, რა თქმა უნდა, არავის ვაყენებ შეურცხყოფას, თუმცა დაკომპლექტებით სუპელიგის ფავორიტ გუნდს ბევრად ჩამოვუვარდებით. უკეთესი ხარისხის მოთამაშეები ჰყავთ სხვა გუნდებს და ვფიქრობ გაძლიერებაა საჭირო.

ივან ტოდოროვიჩი: ჯარიმებისა და სამქულიანების ძალიან დაბალი პროცენტი გვქონდა. რაც მთავარია გავიმარჯვეთ და იმედია სამომავლოდ გავაუმჯობესებთ ამ მაჩვენებლებს.

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა