რუსულმა კლუბმა "კრასნოდარმა" თურქულ ბელეკში მორიგი სპარინგ-მატჩი "ტავრიასთან" გამართა და მეტოქე 3:2 დაამარცხა

რუსულმა კლუბმა "კრასნოდარმა" თურქულ ბელეკში მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა. ნუკრი რევიშვილის, ალექსანდრე ამისულაშვილისა და ოთარ მარცვალაძის გუნდი "ტავრიას" დაუპირისპირდა.

სამივე ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90 წუთი გაატარეს.

მატჩი კრასნოდარელების უპირატესობით დაიწყო, რასაც 28-ე წუთზე ოთარ მარცვალაძის გოლი მოჰყვა. პირისპირ გასულმა ფორვარდმა მეტოქე გუნდის კარის დარაჯს შანსი არ დაუტოვა და თავისი გუნდი დააწინაურა.

ოთარი საკმაოდ აქტიურად თამაშობდა და გოლის გატანის რამდენიმე მომენტიც ჰქონდა. 31-ე წუთზე მარცვალაძემ მოედნის ცენტრიდან შეეცადა უპირატესობა ორ ბურთამდე გაეზარდა, თუმცა "ტავრია" ამჯერად ზედა ძელმა იხსნა.

საბოლოოს მატჩი "კრასნოდარის" გამარჯვებით 3:2 დასრულდა. რუსულმა გუნდმა ბელეკში ბოლო სპარინგ-მატჩი გამართა და შეკრება გამარჯვებით დაასრულა.

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა