რუსმა მოკრივემ ალექსანდრ პოვეტკინმა (23-0, KO16) ურთულეს ბრძოლაში ბოსნიური წარმოშობის გერმანელი მარკო ჰუკი დაამარცხა
რუსმა მოკრივემ ალექსანდრ პოვეტკინმა (23-0, KO16) ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა ბოსნიური წარმოშობის გერმანელი მარკო ჰუკი (34-1, KO25) და შეინარჩუნა სუპერმძიმე წონაში WBA-ის ვერსიით "რეგულარული" ჩემპიონის ტიტული. 12 რაუნდის შემდეგ ორმა მსაჯმა უპირატესობა რუსს მიანიჭა, მესამემ ფრე დააფიქსირა.

საყოველთაო შეფასებით, მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ქულებით მოგება აშკარად გერმანელ მოკრივეს ეკუთვნოდა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში. ამ წაგების მიუხედავად, ჰუკს შეუნარჩუნეს WBO-ის ტიტული მძიმე წონაში.

ბრძოლის პირველი ნაწილი ჩემპიონს დარჩა, რომელიც მშვიდად და მეთოდურად მუშაობდა მეტოქის კორპუსზე, მაგრამ მეოთხე რაუნდიდან მოყოლებული, რუსს დაღლა დაეტყო, რაც საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა ყველასთვის. ამას მოჰყვა გერმანელის შესანიშნავი შეტევა და პოვეტკინის დამაჯერებლობა სადღაც გაქრა. თუმცა ამ იერიშს გაგრძელება არ მოჰყოლია და რუსს ამოსუნთქვის საშუალება მიეცა.

ბრძოლის დარჩენილი ნაწილი თითქმის ერთნაირი სცენარით მიდიოდა - რაუნდების დასაწყისში პოვეტკინი აქტიურად გამოიყურებოდა, მაგრამ მალე დაღლილობა იჩენდა თავს. ამას კარგად იყენებდა გერმანელი და თითო რაუნდში მინიმუმ ორი-სამი წარმატებული შეტევა ჰქონდა.

მეშვიდე რაუნდშიც, პოვეტკინის რამდენიმე ზუსტ აპერკოტს ჰუკის ბრწყინვალე კონტრშეტევა და უძლიერესი დარტყმა მოჰყვა, რამაც ჩემპიონი კინაღამ ნოკაუტში ჩააგდო. რუსი მძიმედ სუნთქავდა და ძლივს გადაადგილდებოდა. მას სულზე მოუსწრო გონგმა.

შემდეგ ყველაფერი ძველი სცენარით გაგრძელდა, უფრო მეტიც, მე-11 რაუნდი აშკარად რუსმა მოკრივემ მოიგო, მაგრამ ბოლოსკენ ჰუკმა შეძლო ინიციატივის დაბრუნება.

ყველას ესმოდა, რომ ბრძოლას ქულებით მარკო იგებდა, ამიტომაც პოვეტკინს მე-12 რაუნდში ნოკაუტზე უნდა ეფიქრა, მაგრამ ბოლო რაუნდში ნოკაუტთან უფრო ახლოს ჰუკი იყო, რომელსაც, უბრალოდ, დარტყმის ძალა არ ეყო იმისთვის, რომ დაღლილი ჩემპიონისთვის ბოლო მოეღო.

პუბლიკა გაოგნებული დარჩა, როცა მსაჯებმა გამარჯვება რუს მოკრივეს მიანიჭეს - 114:114, 116:113, 116:112.

გამოცანად რჩება, როგორ აპირებს პოვეტკინი რინგზე ძმები კლიჩკოების გამკლავებას. ცუდი დაცვა და კომბინაციური მუშაობა, საშინელი ამტანობა... ოდესღაც მას აუცილებლად მოუწევს რომელიმე უკრაინელთან შეხვედრა და იქ მისი შანსები ნულის ტოლი იქნება.

რაც შეეხება ჰუკს, მის დარტყმას არასაკმარისი ძალა აქვს სუპერმძიმეწონოსნების დასამარცხებლად, სამაგიეროდ, თუ გერმანელმა ასე იჩხუბა თავის "მშობლიურ" მძიმე წონაში, იქ მას დიდი ხანი ვერავინ შეეცილება ლიდერობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა