ნიკა გელაშვილი ზედიზედ მეორე მატჩია, "ბოხუმის" ძირითად შემადგენლობაში ხვდება და შეუცვლელად თამაშობს
სათაურში გამოტანილი ამბის გარდა, ქართველ ლეგიონერთა მონაწილეობით გასულ უქმეებზე ღირშესანიშნავი არაფერი მომხდარა. გადამწყვეტი ვერც ლადო დვალიშვილის გოლი გამოდგა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, რომელსაც ეროვნულ გუნდში ხანგრძლივი საგოლე პაუზა აქვს, ახალი კლუბის შემადგენლობაში საგოლე ანგარიში გახსნა.

დვალიშვილმა "ლოძის" კარი მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე დალაშქრა, თუმცა ამ დროისთვის ვარშავის "პოლონიას" ორი გოლი ჰქონდა მიღებული და დვალიშვილის გოლი მხოლოდ პრესტიჟისა გამოდგა.

ლევან კობიაშვილმა ოტო რეჰაგელის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა. სახელოვანმა გერმანელმა სპეციალისტმა ვეტერანი ქართველი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გაამწესა. "ჰერტა" უიმედოდ დამარცხდა, კობი "შპორტალმა" 4-იანით შეაფასა, თუმცა მის არაერთ თანაგუნდელს უარესი ნიშანი ერგო.

"ბოხუმმა" კატასტროფული მარცხი იწვნია და თავი ვერც ნიკა გელაშვილმა გამოიჩინა. ერთადერთი ფაქტორი, რომელიც დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ, ის არის, რომ ქართველი თავდამსხმელი ზედიზედ მეორე მატჩია, ძირითად შემადგენლობაში ხვდება და შეუცვლელად თამაშობს.

კახა კალაძის "ჯენოა" ზედიზედ მეოთხე მარცხს 96-ე (!) წუთზე გატანილი გოლით გადაურჩა, ზედიზედ მესამედ წააგო "ვიტესმა", "ქაისერისფორს" კი ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა