გორის "დილას" 25 წლის თავდამსხმელი კოკშეტაუს "ოკჟეტპესში" წლის ბოლომდე ითამაშებს
გორის "დილას" თავდამსხმელი დავით ჩაგელიშვილი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ყაზახეთში წავიდა და ამჟამად კოკშეტაუს "ოკჟეტპესში" ვარჯიშობს.

ყაზახური ინტერნეტგაზეთ "სპორტს.კზ"-ს ცნობით, ქართველი მოთამაშე გასინჯვაზეა. თუმცა, აკა ტონიას დაარსებული სამენეჯერო სააგენტო "ლაოლას" წარმომადგენელმა სოსო დავარაშვილმა გვითხრა, რომ საკითხი გადაწყვეტილია, 25 წლის თავდამსხმელმა უკვე კონტრაქტი გააფორმა და ყაზახურ კლუბში წლის ბოლომდე ითამაშებსო - ჩაგელიშვილი "ლაოლასთან" თანამშრომლობს და ახალ გუნდში სწორედ ამ სააგენტომ გაუშვა.

"ეს კლუბი უმაღლეს ლიგაში წლეულს გადავიდა. ყაზახეთში სეზონი 10 მარტს დაიწყება. "ოკჟეტპესს" თავდასხმაში უჭირდა და ჩვენ პრობლემის მოგვარებაში დასახმარებლად მოგვმართეს, სასწრაფოდ გვჭირდება თავდამსხმელიო და დათო შევთავაზეთ.

ჩაგელიშვილმა ბულგარულ "ბეროესთან" პირველივე საკონტროლო შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა (ყაზახებმა 4:0 გაიმარჯვეს), მწვრთნელს ძალიან მოეწონა და ერთწლიან კონტრაქტზე შევთანხმდით.

ვფიქრობ, საკმაოდ კარგი პირობები შესთავაზეს, მომავალში კი მისი გაუმჯობესებაც რეალურია. მთავარია, ისევე გააგრძელოს, როგორც დაიწყო", - ამბობს დავარაშვილი.

ჩაგელიშვილი საშემოდგომო ეტაპზე გორის "დილას" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო და იმ ხუთ ფეხბურთელს შორის მოხვდა, რომლებიც ძველი შემადგენლობიდან განახლებულ და მადააძღრულ გუნდში დატოვეს. მეორე ეტაპამდე გორის "დილას" პრეზენტაციაზე მედიას ახალწვეულები რომ წარუდგინეს, დათოს პრესტიჟული 10-ნომრიანი მაისურაც გადასცეს. თუმცა, შევიტყვეთ, რომ თამაშის გარანტია ვერ მიიღო და ყაზახეთში რომ არ მიეწვიათ, მაინც სხვა კლუბში გადასვლას აპირებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა