თბილისის "დინამოს" თავკაცს პარალელურად საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების გაწვრთნა არ სურს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - გიორგი დევდარიანმა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში საგანგებო, ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად, სიტყვასიტყვით გთავაზობთ:

"ხანგრძლივი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ, მივედი დასკვნამდე, რომ ორივე საქმის ერთად კეთება - თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ხელმძღვანელობა ჩემს ძალებს აღემატება.

ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა საკუთარი ნებით დავტოვო. "ორი კურდღლის მადევარი, ვერც ერთს ვერ დაიჭერს"... ამიტომ, არ მინდა შევირცხვინო თავი, შევარცხვინო ჩემი ფეხბურთელები და ქართველი გულშემატკივრები.

მაისში, ელიტრაუნდზე მე ჩემი სახსრებით გავყვები გუნდს ხორვატიაში და მათ გვერდით ვიქნები, თუ ეს რამეში დაეხმარებათ. მთელი ეს წლები, ვეცადე, ჩემი სამუშაო პირნათლად შემესრულებინა. გუნდი აწყობილი და ჩამოყალიბებულია და მგონია, რომ ჩემს გარეშეც დიდ წარმატებას მიაღწევენ ელიტრაუნდში. დიდი მადლობა" - განაცხადა გიორგი დევდარიანმა.

gff.ge

levani
დიდი ხანია მომწონს ამ ადამიანის მიდგომა საქმისადმი. აშკარად ეტყობა, რომ თავის საქმეზე დიდადაა შეყვარებული და ნამდვილი პროფესიონალია. იმედი მაქვს ქართველი ახალგაზრდები ღირსეულად წარმოაჩენენ თავს ელიტრაუნდზე. გული დამწყდა, რომ ახალგაზრდულის მწვრთნელი აღარაა, მაგრამ აშკარად სწორი გადაწყვეტილებაა. სჯობს ერთი საქმე აკეთო ხარისხიანად, ვიდრე ორი ძალისძალაობით. წარმატებები გიორგის და დინამოს!
nuca
წარმატებებს გისურვებ ბატონო გიორგი! 1 არხის კომენტატორმა ისეთი ოვაციით აღნიშნა რუსების გოლი რეალის კარში, გული დამწყდა, ისე გვენატრება გამორჩეული გოლები რუსებსაც კი ვქომაგობთ. გიორგი ისეთი გუნდი შეგექმნას ლივერპულის რომ დაგამარცხებინებს, ბედნიერი ხარ ამის შანსი რომ მოგცა ღმერთმა, არამგონია ეს შეუძლებელი იყოს!
ramo
ეს კი კაი კაცია, მაგრამ სხვების ვერაფერი გავიგე. ჩემი აზრით ჯერ ერთი საქმე უნდა დაემთავრებინა და შემდეგ უნდა მიეცათ ახალი დავალება. კაცმა ამდენი იწვალა და ბოლოს მოუმზადებელი დინამო ჩააბარეს.
მამუკა
ღირსეული კაცის ღირსეული სიტყვებია. ამ კარგი ბიჭებიდან მისი წასვლის გამო ძალიან მწყდება გული, მაგრამ წესიერი კაცია და უნდა გავუგოთ. დარწმუნებული ვარ, რომ "დინამო" მისი თავკაცობით ძალიან ბევრს მოიგებს. ეჭვი არ მეპარება, რომ რამოდენიმე წელიწადში დადგება დრო, როცა გიორგი ეროვნულის მთავარი მწვრთნელი გახდება და ქართული ფეხბურთი მსოფლიო ფეხბურთში საკუთარ თავს იპოვის. დიდი მადლობა, გიორგი. . . .
Tornike
გეთანხმები, ვასიკო! მთავარია ღირსეული შემცვლელი გამოჩნდეს დროულად 19-წლამდელებისათვის
dadu
მომწონს ეს კაცი როგორც მწვრთნელი და როგორც პიროვნება. გაწონასწორებული, ჩამოყალიბებული,თავისი საქმის პროფესიონალი და რაც მთავარია თავმდაბალია. ჩემი აზრით თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწვრთნელია და მჯერა მისი. სულმოუთქმელად ველი როდის დაუბრუნებს დინამოს ძველ დიდებას.
vasiko basiladze
აი მართლაც პროფესიონალი და ჩამოყალიბებულიპიროვნება,მალადეც აი ესეთები ჭირდება დღეს ქართულ ფეხბურთს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა