"მილანი"-იუვენტუსი" - დიდი მატჩის გამოძახილი

"მილანი"-"იუვენტუსის" დაპირისპირების საკვანძო ეპიზოდი სალი მუნტარის მიერ გატანილი გოლი გახლდათ, რომელიც მატჩის არბიტრებმა არ ჩათვალეს...

გეცოდინებათ, მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ ბურთმა კარის ხაზი ნახევარი მეტრით მაინც გადაკვეთა, რაც ვერც მთავარმა მსაჯმა და ვერც ლაინსმენმა რატომღაც ვერ დაინახეს. ბუნებრივია, რომ ამბმავმა იტალიურ საფეხბურთო საზოგადოებაში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია.

მატჩის მთავარ არბიტრს, პაოლო ტალიავენტოს და მის ასისტენტს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდათ თავს და სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო... აი რას ამბობს აღნიშნულთან დაკავშირებით "მილანის" ცენტრალური მცველი ტიაგო სილვა:

"როდესაც მუნტარიმ თავით დაარტყა, მოედნის ცენტრში ვიდექი და იქიდან დავინახე, რომ ბურთმა აშკარად გადაკვეთა კარის ხაზი. ჩემთვის დღემდე გაუგებარია თუ რატომ ვერ დაინახეს ეს არბიტრებმა.

ეპიზოდი არაერთხელ ვნახე და განსაკუთრებული ინტერესით სწორედ მსაჯთა მოქმედებას ვაკვირდებოდი, ტალიავენტოც საკმაოდ ახლოს იდგა მოქმედების ადგილთან, ლაინსმენს კი იდეალური პოზიცია ეჭირა - ვერ ვხვდები რა მოხდა, ასე როგორ დაბრმავდნენ".

იტალიაში ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც თვით ჯანლუიჯი ბუფონი გააკრიტიკეს - აქაოდა, უნდა ეღიარებინა გოლის ამბავი და ამით, ფეარ პლეის პრინციპები დაეცვაო - აი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით "იუვენტუსის" კიპერი: "სიმართლე გითხრათ, ჩემთვის პრიორიტეტული გუნდის ინტერესებია და დანარჩენი უკვე მეორე პლანზე დგას.

დიახ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიმართლეზე წინ სწორედ ჩემი გუნდი დავაყენე, რადგან ეს სპორტია და აქ ყველანი მოთამაშეები ვართ. ამასთან, როდესაც ბრძოლაში ხარ ჩართული და დუღილის ტემპერატურა მაქსიმუმს აღწევს, იქ ანალიზის დრო უბრალოდ არ გრჩება. ისევ რომ დამაბრუნოთ იმ ეპიზოდში, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი".

"მილანი"-"იუვენტუსის" პაექრობაში მსაჯებთან ერთად, ფილიპ მექსემაც გაგვაკვირვა - ერთ-ერთ ეპიზოდში, ფრანგი უკანახაზელი მარკო ბორიელოს მიეპარა და ტურინელთა ფორვარდს მუშტი უთავაზა...

ტალიავენტომ რა თქმა უნდა ეს ვერ დაინახა, სამაგიეროდ, კამერებს არ გამოპარვიათ არაფერი და მექსეს საქციელი სააშკარაოზე გამოიტანეს. "ლეგა კალჩოს" სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფრანგ მცველს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ მექსე საკუთარ გუნდს "პალერმოსთან", "ლეჩესთან" და "პარმასთან" მატჩებში ვერ დაეხმარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა