ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თემურ ქეცბაია: მადლობა კახა კალაძეს, ახალი კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილია

თემურ ქეცბაია: მადლობა კახა კალაძეს, ახალი კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა "ბასაში" პრესკონფერენცია გამართა
27 თებერვალს ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წინასაალბანეთო შეკრება დაიწყო. პირველ ვარჯიშამდე იქვე გამართა პრესკონფერენცია ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ.

ქართულ მედიასთან მისი ბოლო შეხვედრის შემდეგ საკმაო ხანი გავიდა და ეროვნული გუნდის თავკაცის პრესკონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია.

- ახლოვდება მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი და იქამდე დარჩენილი თითოეული ამხანაგური მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 29 თებერვალს წლის პირვლ შეხვედრას ჩავატარებთ და ყველას გვინდა, წელიწადი გამარჯვებით დავიწყოთ.

ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს. მატჩისთვის მოსამზადებლად დღენახევარი გვაქვს, მაგრამ შევეცდებით, ამ უმოკლეს დროში მოახლოებული შეხვედრისთვის სათანადოდ მოვემზადოთ. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა და იმედია, ჩვენი შრომა და მონდომება შედეგს გამოიღებს.

- კახა კალაძის ნაკრებიდან წასვლამ დღის წესრიგში ახალი კაპიტნის საკითხი დააყენა. ვინ იქნება ნაკრების კაპიტანი ალბანეთთან მატჩში?

- ზურაბ ხიზანიშვილი.

- კალაძის გადაწყვეტილებაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

- უკეთესი იქნებოდა, კახა საფეხბურთო მოედნიდან გაგვეცილებინა, მაგრამ რადგან მან ასე გადაწყვიტა, ალბათ ასე ერჩივნა. კალაძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. მან ქართულ ფეხბურთსა და საქართველოს ნაკრებს ბევრი გაუკეთა და ამისთვის მადლობა ეკუთვნის.

მისი თანაგუნდელიც ვიყავი და მწვრთნელიც და მთელი ამ ხნის განმავლობაში კახა სამაგალითო იყო როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა. მისი წასვლა სამწუხაროა, მაგრამ ადრე თუ გვიან, ყველა მივდივართ - ზოგი ნაადრევად, ზოგიც დროულად.

- გამოძახებულ ფეხბურთელთაგან ნაკრებს ტრავმის გამო ვინმე ხომ არ დააკლდება?

- მოწვეული გვყავდა ლევან მჭედლიძე, რომელიც, სამწუხაროდ, დაშავდა და ალბანეთთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

- ლევან ყენიას მდგომარეობა როგორია და უნდა ველოდოთYთუ არა მის თამაშს ალბანეთთან?

- მას ვარჯიშზე დავაკვირდებით და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, ღირს თუ არა მისი მოედანზე გაყვანა. ყენიას ტელეფონით ვესაუბრე და მითხრა, რომ თავს ნორმალურად გრძნობს და სრული დატვირთვით ვარჯიშიც შეუძლია.

- რამდენად კმაყოფილი ხართ იმ ამხანაგური მატჩებით, რომლებიც შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე დაინიშნა?

- სამწუხაროდ, ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც ჩვენ გვინდა - ძლიერი სპარინგპარტნიორის პოვნა არც ისე ადვილია. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ თურქეთის დონის გუნდმა გამოთქვა ჩვენთან თამაშის სურვილი. როგორც იცით, თურქებს ავსტრიაში 24 მაისს ვეთამაშებით, შეკრებას კი 15 მაისს დავიწყებთ და ამდენი დღით ერთად ყოფნა თავის შედეგს გამოიღებს. არის იმის შანსი, რომ ავსტრიაში მეორე ამხანაგური მატჩიც ჩავატაროთ.

- რამდენად რთული იქნება ძველი თაობის შეცვლა ახალგაზრდებით?

- ნაკრებში სამუდამოდ ვერავინ ითამაშებს, თაობათა ცვლა გარდაუვალი პროცესია. ასე რომ, ვეტერანების შემცვლელები უნდა ვეძებოთ და იმედია, მათ ვიპოვით კიდეც.

- კმაყოფილი ხართ თუ არა ნაკრებში კონკურენციის ხარისხით?

- უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, კონკურენცია ყველა რგოლში გვაქვს და ვინც მოედანზე გადის, იცის, რომ ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად დიდი ბრძოლა და შრომა მოუწევს. გვინდა, გაფართოებულ სანაკრებო სიაში რაც შეიძლება მეტი ძლიერი ფეხბურთელი გვყავდეს. მონდომებას არავის დავუკარგავთ, შესარჩევი ტურნირისთვის დაახლოებით 25-კაციანი ბირთვი უნდა გვყავდეს. დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება, სწორედ ესაა ჩვენი სარკე.

- მეტოქეზე რას იტყვით?

- ალბანეთს ყოველთვის მებრძოლი და არცთუ ისე ხელწამოსაკრავი ნაკრები ჰყავდა, არც ძლიერი ფეხბურთელები აკლდა. მათ წინააღმდეგ ბევრჯერ გვითამაშია და თუკი თბილისში სულ ვამარცხებდით, სტუმრად წარმატების მიღწევა ძალიან გვიჭირდა. ალბანელებს ახლაც ბრძოლისუნარიანი, ტექნიკური გუნდი და კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავთ.

- როგორია ამ მატჩის რეგლამენტი? რამდენი შეცვლის უფლება გექნებათ და რამდენი ფეხბურთელი მოხვდება განაცხადში?

- განაცხადში ყველა გამოძახებულ ფეხბურთელს შევიყვანთ და ექვსი ცვლილების უფლება გვექნება.

- ჯანო ანანიძე როგორ ფორმაშია?

- იმის მიუხედავად, რომ მოსკოვის "სპარტაკში" სათამაშო პრაქტიკა აკლია, ურიგოდ არ გამოიყურება. ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს.

- როგორ შეაფასებთ ნაკრების ახალწვეულებს, ირაკლი ძარიასა და მამუკა კობახიძეს?

- ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელები არიან, საკუთარ კლუბებში თავი კარგად წარმოაჩინეს და ეს შანსიც დაიმსახურეს. ნაკრებში გამოძახება მათთვის დიდი სტიმული იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• levani

რომ წერტ ამ დვალზე არ გამოიცახაო დვალი ტრავმირებულია და ზესტაფონტან ერტად დგეს ივარჯისა პირველად.ტრავმირებულს ვერ გამოიზახებდა ელემენტარულად.ჯერ გაიგეტ და მერე დაცერეტ ხოლმე.

• tony

თემურ, მაგარი კარგი კაცი ხარ. ეს ვიცი და ამიტომაც ვლაპარაკობ ამას. გულით გირჩევ რომ არასოდეს დამალო გულში ის რაც არ მოგწონს და თუ რამეზე პროტესტია გამოსახატავი, გამოხატე. მართალ კაცობაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს. შენც ხომ იცი ეს კარგად. კარგი იქნებოდა კახა კალაძის მიმართ შენ პოზიცია ცოტა ადრე დაგეფიქსირებინა.შენზე უკეთესად მას ვინ იცნობს.დემესთან მიმართებაშიც გამოგეხატა შენი აზრი. ნუ აყვები და ნურც მოერიდები ამ ჯგროს რომელიც დღეს ქვეყნის სათავეშია და ფედერაციაშიც საკმაოდ არიან. შენი მართალი სიტყვა ყოველთვის თქვი. განა არსებობს სპორცმენისთვის ან მსახიობისთვის იმაზე მეტი დაფასება რასაც ხალხის სიყვარული ქვია? არა მგონია. იმიტომ გცემს ხალხი პატივს რომ კაცი ხარ და ეს კაცობა ამ არამზადებს არ მიყიდო. ესენი ისტორიის სანაგვეში გადავარდებიან სულ მალე, შენ კი ქარტული ფეხბურთის ისტორიაში უნდა დარჩე როგორც კარგი კაცი და გულიანი, ჯიგრიანი ფეხბურთელი.შენს ამაგს საქართველოს ნაკრებში ქართველი გულშემატკივარი არასოდეს დაივიწყებს. გაიხარე!

• კახა

აბა მოვრჩეთ ერთმანეთის ქილიკს და მხარი დავუჭიროთ საქართველოს ნაკრბს, გაუმარჯოს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს და ყველა ქართველ და საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორცმენს.

• სანდრო

kecbaia aseti unamuso da pulis kaci rogor xar, ra exla gagaxsenda rom kaxa kaladzes madlobis tkma , bicho yvelas mogegitxebat aravis ar daaviwydes es

• vova

რა ტაქტიკა აქვს ქეძბაიას ესეტი საიდუმლო და გასაგიჯებლად მოსაწონი?! ხორვატიასთან რომ გაუვარდათ ყარაულის თოფივით მაგას უძახი ტაქტიკას?! თუ დასარეკლამებელი ფეხბურთელების სიაში ჩაწერას და ნიჩიებზე კონცენტრაციას?! და ყარაულის ტოფზე იმედის ქონას?

• goga

pantera777 ქეცბას ვურჩევდი გამოიძახოს სანაია რომელიც საფრანგეთის რომელიგაც გუნდშია. მისი მჯერა ყველა ტამაში ნანახი მაქ, ნაკრებშიც იყო და ჯიგრულად ითამაშა. თუ ისიც არ იცი სად თამაშობს სანაია და არც ის გაინტერესებს ტაქტიკა როგორი აქვს მწვრტნელს მაშინ იქნებ დაანებო ამ საიტს თავი და შეხვიდე იქ სადაც რაღაც მაინც გაგეგება. მაგალითად ბალერინების ან მოდელი მამაკაცების საიტზე

• ramo

pantera777 მე ქეცბაიას ტაქტიკა კი არ დავიწუნე, არამედ ჟურნალისტს ვუსაყვედურე მარტო ფეხბურთელებზე რომ დასვეს კითხვები, გამოდის ტრენერი მარტო მაიკებს არიგებს. თუმცა თურმე მკითხველსაც მეტი არაფერი აინტერესებს, მაგალითად სანაია იქ ვერ თამაშობს და აქ მოითხოვეს.

• pantera777

ქეძბაიას ტაქტიკა ტუ არ მოგცონს ძმა,მაშინ ტქვენი მოსაწონი ტრენერი არ ვიცი ვინ ჩამოვიდეს. მტავარია ჯილკიანი ფახბურთელები გამოიძახოს.სანაიას გამოცდილება და ჯილკა აქ.

• ramo

ზრდილობისთვის მაინც გეკითხათ როგორ ტაქტიკურ სქემებს ანიჭებს უპირატესობას. თუ ტაქტიკა ქართველებს არ გვჭირდება, მთავარია მაისურები დაარიგო.

• pantera777

ქეცბას ვურჩევდი გამოიძახოს სანაია რომელიც საფრანგეთის რომელიგაც გუნდშია. მისი მჯერა ყველა ტამაში ნანახი მაქ, ნაკრებშიც იყო და ჯიგრულად ითამაშა.

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ