ქართველთა "კანტუმ" "ბენეტონი" დაძაბულ ორთაბრძოლაში 79:67 დაამარცხა
იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში ოთხივე ქართველმა გაიმარჯვა. შაბათს ნიკა მეტრეველის "დინამო სასარიმ" სარდინიაზე "აველინო" დაამარცხა (87:73) და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აღზევდა. თუმცა კვირას "მილანმა" და ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმაც" მოიგეს და დინამოელებს დაეწივნენ. სამივე გუნდს 13-13 გამარჯვება (7-7 წაგება) აქვს.

პირველ პოზიციაზე კი სიენას "მონტეპასკია", რომელმაც მე-20 ტურში "რომასთან" მინიმალური ანგარიშით დათმო - 76:77.

სანიკიძისა და მეტრეველის კლუბებს კვალში უდგას მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუ", რომელმაც კვირას დაძაბულ ორთაბრძოლაში "ბენეტონი" დაამარცხა - 79:67. კანტუელებს სატურნირო ცხრილში ერთით ნაკლები, 12 მოგება უწერიათ.

შეგახსენებთ, რომ მანუჩარ მარკოიშვილი საქართველოდან 2002 წელს ტრევიზოს "ბენეტონში" გადავიდა და იქიდან შეაბიჯა დიდ კალათბურთში.

ყოფილი გუნდის ძლევაში მანუჩარმა დიდი წვლილი შეიტანა. ამ საქმეში მას სათანადოდ დაეხმარა გიორგი შერმადინი. ვიდრე ქართველი კალათბურთელების მონაგარს გადავხედავდეთ, შეხვედრის გადამწყვეტ მომენტში ჩვენიანების აქტიურობაზე მოგახსენებთ.

31-ე წუთისთვის "კანტუ" 7 ქულის სხვაობით იგებდა (58:51). შერმადინმა ორი საჯარიმოთი, ხოლო მარკოიშვილმა ორი ორქულიანით თანაგუნდელები 64:53 დააწინაურეს. შერმადინი ემოციურადაც აფეთქდა: ერთ ეპიზოდში მეტოქის კალათს შეუტია, თუმცა იგი წესების დარღვევით შეაჩერეს.

ქართველს მოეჩვენა, რომ მეტოქემ მასზე ზედმეტად იუხეშა, წამოუხტა და გაიწია, თუმცა იქვე დროულად მიირბინა მარკოიშვილმა და თანაგუნდელი ეპიცენტრს მოაშორა.

შერმადინმა ტექნიკური შენიშვნა მიიღო, რამაც "კანტუს" გულშემატკივარი გაახელა და მსაჯს მანამ უსტვინეს, სანამ თამაშის გაგრძელება არ გადააფიქრებინეს. სამივე არბიტრი გასახდელში შევიდა და ვიდრე მათ დაიყოლიებდნენ, კალათბურთელებს 4-5 წუთი მოუწიათ მოცდა.

გიორგი შერმადინი სათადარიგოთა სკამზე დაწყნარდა და მოედანს მალევე დაუბრუნდა. დაბრუნდა და ოთხი ჯარიმაც ჩააგდო, რასაც ლეუნენმა და მარკოიშვილმა 4 ქულა მიაყოლეს და სირენამდე 4 წუთით ადრე "კანტუმ" 11-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა (72:61). საბოლოოდ 79:67 მასპინძელთა სასარგებლოდ.

დროა სტატისტიკასაც გადავხედოთ 22 წუთში გიორგიმ 14 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და თითო პას-დაფარება მოაგროვა. მან 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი მაღალი სიზუსტე გამოავლინა და 8 ცდიდან ყველა კალათში მოათავსა.

მანუჩარ მარკოიშვილმა 28 წუთი ითამაშა. მან 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე საბოლოოდ 16 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით მას "კანტუში" მეორე შედეგი (16) ჰქონდა, შერმადინი კი მესამე იყო (15).

პირველ აბზაცში არ დაგვიწერია, რა ანგარიშით მოიგო "ვირტუსმა". მისი მეტოქე აუტსაიდერი "ტერამო" იყო და სხვაობაც ლოგიკური დასიქსირდა - 86:71.

ვიქტორ სანიკიძეს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა. მან "ვირტუსის" სასტარტო ხუთეულში ითამაშა, მოედანზე 29 წუთი დაჰყო, 4-დან 1 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ სანიკიძემ 9 ქულა, 11 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ბოლონიელთა ბომბარდირი დაგლას რობერტსი გახდა, რომელმაც პირად ანგარიშზე 23 ქულა ჩაიწერა.

ნიკა მეტრეველის "სასარიზეც" ვთქვათ, რომელმაც "აველინოს" სძლია. ქართული პასპორტის მქონე, მაგრამ ჩვენს ნაკრებში ვერმოხვედრილმა ქუინტონ ჰოსლიმ ბრწყინვალედ ითამაშა: 32 წუთში 28 ქულა, 7 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 3 დაფარება და 2 პასი მოაგროვა.

ამ შედეგით ჰოსლიმ დამაჯერებლად გაუსწრო სხვა მატჩების მონაწილეებს და დამსახურებულად გახდა ტურის საუკეთესო მოთამაშე.

ნიკა მეტრეველმა 13 წუთი ითამაშა, 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მომდევნო ტურში, 4 მარტს, სანიკიძის "ვირტუსი" სტუმრად "ვარეზეს" შეხვდება, "კანტუ" "აველინოსთან" გასვლაზე ითამაშებს, ხოლო "დინამო სასარი" დაისვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა