ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ჩემპიონატის XXI ტურის მიმოხილვა: ამოუხსნელი რებუსი

საქართველოს ჩემპიონატის XXI ტურის მიმოხილვა: ამოუხსნელი რებუსი

ტურის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გორის "დილაში" მორიგი ახალწვეულების გამოჩენა იყო
აი, ამას კი მართლაც ვერავინ იფიქრებდა: დასავლეთ საქართველოში მოულოდნელად მოსულმა თოვლმა კვლავაც სერიოზული კორექტივები შეიტანა ჩვენ ჩემპიონატში.

არადა, წესითა და რიგით (უფრო ზუსტად, კალენდარის მიხედვით) უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე 12-ვე გუნდს პირველი ეტაპის ბოლომდე თითო თამაშიღა რჩებოდა და ამის მერე ყველაფერი გაირკვეოდა; ანუ, ზედა რვა გუნდს ერთმანეთში ნათამაშები შედეგები "გადაჰყვებოდა" და ახალი ტურნირიც დაიწყებოდა, დანარჩენი ოთხი გუნდი კი პირველი ლიგის ოთხ საუკეთესო გუნდთან ერთად (განულებული ქულებით) უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოლებდა.

თუმცა, ზედიზედ მეორე შემთხვევაა, უამინდობის გამო ტური რომ "არასრულად" ტარდება და საქართველოს ფეხბურთის საშეჯიბრო განყოფილებასაც გვარიანი თავსატეხი გაუჩნდა. მოგეხსენებათ, რომ ბოლო ტურის მატჩები 4 მარტს არის დანიშნული. ანუ, "ზესტაფონი"-"სპარტაკი", ყველა ვარიანტში, მანამდე უნდა ჩატარდეს; მაგრამ, მანამდე ხომ საქართველოს ნაკრების ამხანაგური შეხვედრა ელოდება ალბანეთთან (29 თებერვალს), სადაც "ზესტაფონის" ოთხი წამყვანი ფეხბურთელია მიწვეული?!

ამას გარდა, ბოლო ტურამდე სხვა გამოტოვებული მატჩიც გველოდება, ყველა უდიდესი ინტერესით რომ ველოდებით: ერთიანად განახლებულ-გადახალისებულ-გაძლიერებულმა გორის "დილამ" რუსთავის "მეტალურგს" უნდა უმასპინძლოს (ეს შეხვედრა პირველ მარტს ჩატარდება). ჰო, მართლაც "განსაკუთრებული" პაექრობა გველოდება და დარწმუნებული ვართ, "დილა"-"გაგრას" მატჩის მსგავსად, "მცხეთა-პარკზე" ხუთშაბათსაც სრული ანშლაგი იქნება.

ამ მატჩის შედეგს "დილასთვის" ხომ ექნება სასიცოცხლო მნიშვნელობა, არანაკლები ინტერესით დაელოდებიან სხვა გუნდებიც; თანაც, ხომ არ გგონიათ, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ "დილას" კონკურენტებს ("კოლხეთი", "ვიტ ჯორჯია", "სპარტაკი") ვგულისხმობთ - საუკეთესო რვა გუნდში გორელების მოხვედრა "დინამოს" აწყობს, რასაც ვერ ვიტყვით "ზესტაფონზე" და ასე შემდეგ.

მოკლედ, "რებუსები" თუ "ვირტუალური მსჯელობები" კვლავაც გრძელდება და ვიდრე პირველი ეტაპი არ დასრულდება, ვფიქრობთ, აზრიც არა აქვს იმაზე "მკითხაობას", თუ რომელი გუნდები დაუმშვენებენ მხარს "ზესტაფონს", "დინამოს", "ტორპედოს" "მერანსა" და "მეტალურგს" (ალბათ, "ბაიასაც") მეორე ეტაპზე.

არადა, დიდი იყო იმის ალბათობაც, რომ ყველაფერი თუ არა, გასულ ტურში ძალიან ბევრი რამ გარკვეულიყო, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საინტრიგო კვლავაც ბევრი დარჩა. ისე, ჩვენ ჩემპიონატს რასაც ვერ "წაართმევ", ინტრიგაა, - მართლაც უცნაური და... კურიოზული რეგლამენტიც ლამის არის უკანა პლანზე გადაწიოს.

სამართლიანი თამაშის პრინციპ(ებ)ი

"იმას მოგება სჭირდება", "ამას... წაგებაც ურჩევნია", "იმისთვის სულ ერთია", "ამან... სხვა გუნდისთვის უნდა იბრძოლოს", - აი, ასეთი და მსგავსი შინაარსის "განწყობა" იყო პირველი ეტაპის ბოლოსწინა ტურის წინ.

ჩემპიონატის "ნოვატორული" რეგლამენტიდან გამომდინარე, გუნდების უმრავლესობა მართლაც კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა: მაგალითად, ზოგს ურჩევნია, რომ კონკრეტულ მეტოქესთან ახლა წააგოს, ზოგისთვის დარჩენილ შეხვედრებს აზრი არა აქვს და ასე შემდეგ. არადა, გასულ ტურში, სულ მცირე, სამი ისეთი მატჩი იყო, როცა ამა თუ იმ გუნდისთვის მარცხი არაფერს ნიშნავდა, სამაგიეროდ, მეტოქისათვის გამარჯვება, ფაქტობრივად, საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრას ნიშნავდა.

საბედნიეროდ, სამივე შემთხვევაში სამართლიანი თამაშის პრინციპ(ებ)მა იზეიმა! თავისთვის არაფრისმომცემ მატჩში "სიონმა" არ წააგო "კოლხეთთან", არადა, სტუმრებს მოგება ჰაერივით სჭირდებოდა; ქუთაისის დათოვლილ მოედანზე "ტორპედომ" ერთგული ქომაგები არ დააღალატა და ზემოტივირებულ "ვიტ ჯორჯიას" მხოლოდ ქულა გაატანა; აღარაფერს ვამბობთ მცხეთის მატჩზე: 17-18 წლის ბიჭებით დაკომპლექტებული "გაგრა" მედგრად დაუხვდა ერთი-მეორეზე გამოცდილ და "ცნობადი სახეებით" გაძლიერებულ "დილას" და უშეღავათო ბრძოლაში მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

იმედი დავიტოვოთ, რომ პირველი ეტაპის ბოლო ტურამდე დარჩენილი ორი გამოტოვებული შეხვედრაც ასეთივე სპორტული პრინციპების დაცვით ჩატარდება.

სოლიდური განაცხადი

გასული ტურის შედეგებს ვირტუალურ ცხრილში განსაკუთრებული გადაადგილებები არ მოუხდენია, სამაგიეროდ "ჩვეულებრივში" მოხდა რამდენიმე გადაადგილება და, უპირველეს ყოვლისა, "დინამოს" მეორე ადგილზე აღზევება უნდა აღვნიშნოთ. ისე, ვერაფერს ვიტყვით: გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით "დინამომ" ზედიზედ სამი მატჩი მოიგო (მეორე შემთხვევაა ამ სეზონში) და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბის თამაშის ხარისხი ტურიდან ტურამდე უმჯობესდება.

ახლაც, გასულ ტურში, "დინამომ" შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა და მეტოქის კარში ხუთი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის სტარტიდან პირველად მოხდა, "დინამომ" ასეთი ანგარიშით (5:1) რომ გაიმარჯვა.

ახალი მწვრთნელი უკვე ვახსენეთ და ნურც სხვა ფაქტორს დავივიწყებთ: ზამთრის სატრანსფერო კამპანია გუნდმა მართლაც ჩინებულად წარმართა და ყოველივე ეს, სასურველ შედეგთან ერთად, თამაშის ხარისხზეც აისახა! ეგ კი არა, "დინამოს" მალე ტრავმირებული ფეხბურთელებიც რომ დაუბრუნდებიან, ამ გუნდის რეალურ ძალას მაშინ დავინახავთ. გუნდის ერთგული ქომაგებიც, რაღა თქმა უნდა, ოპტიმიზმით ელოდებიან მეორე ეტაპის დაწყებას და ამას გარდა, ნეიტრალური გულშემატკივრებიც სერიოზული საჩემპიონო კონკურენციის მოლოდინში იქნებიან.

ბრუნდებიან, ბრუნდებიან...

გასულ ტურის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გორის "დილას" შემადგენლობაში მორიგი (თანაც, ცნობადი) ახალწვეულების გამოჩენა იყო! აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვებაში ლომის წილი სწორედ ახალწვეულებმა რომ შეიტანეს: 20 წლის გიორგი ილურიძის აქტიურ თამაშს 23 წლის მათე ვაწაძის ზუსტი დარტყმა მოჰყვა.

არადა, ვაწაძე ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა, მაგრამ "დილას" გამოცდილ თავკაცს თემურ მახარაძეს სხვა გზა არ ჰქონდა და "გაგრასთან" მატჩის მიწურულს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი ფორვარდი მოედანზე შეიყვანა. ვაწაძემაც საგოლე ალღო კვლავაც შეგვახსენა: 2010 წლის 26 ნოემბერს "სიონთან" გოლით დაგვემშვიდობა და აი, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებულმა პირველივე შეხვედრაში თავი ისახელა!

უფრო კი არა, ბევრად ხანგრძლივი პაუზის მერე დაგვიბრუნდა ლაშა სალუქვაძე - 30 წლის უნივერსალი მცველი აქედან 2005 წლის მარტში გაემგზავრა და რუსულ პრემიერლიგაში ერთი-მეორეზე უკეთესი რამდენიმე სეზონიც ჩაატარა. და აი, ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი კვლავაც ჩვენთან ასპარეზობს და ალბათ, არც ის ფაქტი გაუკვირდა ვინმეს, თავისი ახალი გუნდი ("დილა") კაპიტნის სამკლავურით სწორედ სალუქვაძემ რომ გამოიყვნა!

დაბოლოს, ტურის რჩეულზეც: 28 წლის გოგიტა გოგუას (ისე, როგორც "დინამოს" კიდევ ერთ ახალწვეულს გიორგი მერებაშვილს) ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობაზე სამართლიანი პრეტენზია რომ ექნებოდა, ადრეც ვივარაუდეთ. ჯერჯერობით ყველაფერი აქეთკენ მიდის: გოგუამ ამჯერადაც ჩინებული ბურთაობით დაამახსოვრა თავი ყველას და მეტოქის კარში გატანილ ლამის... ხუთივე გოლში აქტიური და უშუალო მონაწილეობა მიიღო!

იმავეს თქმა შეგვიძლია "დინამოს" კიდევ ერთ ახალწვეულზეც: 24 წლის ირაკლი ძარია გუნდის შეუცვლელ ფეხბურთელად სულ მოკლე დროში იქცა და ნამდვილად არ არის შემთხვევითი ის ფაქტი, მეორე ეტაპის დაწყებიდან ზედიზედ მესამედ რომ მოხვდა "ლელოს" ტურის სიმბოლურ ნაკრებში...

P.S. 27 თებერვალს გადაწყდა, რომ პირველი ეტაპის ბოლო ტურის მატჩები 4 მარტის ნაცვლად 6 მარტს ჩატარდება.

XXI ტურის სიმბოლური ნაკრები

მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი (3, მეტალურგი)

მეკარე: სკენდერი (დილა)

მცველები: ალადაშვილი (დილა), ქავთარაძე (2, მეტალურგი), კასრაძე (ვიტ ჯორჯია), ჩიკვილაძე (სიონი)

ნახევარმცველები: კუხიანიძე (2, ტორპედო), ძარია (3, დინამო), გოგუა (2, დინამო)

თავდამსხმელები: სიხარულიძე (მეტალურგი), გ.ჯანელიძე (4, ვიტ ჯორჯია), ვაწაძე (დილა)

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური

რეალური სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ზესტაფონი 20 15 3 2 39-15 48

2.დინამო 21 13 3 5 42-23 42

3.ტორპედო 21 13 3 5 33-19 42

4.მეტალურგი 20 9 6 5 23-21 33

5.მერანი 21 9 3 9 23-25 30

6.ბაია 21 7 4 10 20-26 25

7.ვიტ ჯორჯია 21 6 7 8 23-26 25

8.კოლხეთი 21 6 7 8 19-24 25

9.სპარტაკი 20 6 5 9 18-25 23

10.დილა 20 6 4 10 24-25 22

11.გაგრა 21 6 3 12 20-30 21

12.სიონი 21 1 6 14 11-36 9

ვირტუალური სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ზესტაფონი 13 9 3 1 24-8 30

2.მეტალურგი 14 7 3 4 15-15 24

3.დინამო 14 6 3 5 27-21 21

4.ტორპედო 13 6 3 4 17-13 21

5.მერანი 13 5 1 7 13-16 16

6.კოლხეთი 13 3 4 6 11-17 13

7.ვიტ ჯორჯია 13 3 4 6 11-17 13

8.ბაია 13 2 3 8 8-20 9

დუბლების ჩემპიონატი. XXI ტური

დინამო - ბაია 3:2

მერანი - მეტალურგი 0:2

დილა - გაგრა 0:0

სიონი - კოლხეთი 0:1

ზესტაფონი - სპარტაკი 2:2

ტორპედო - ვიტ ჯორჯია 1:1

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. დინამო 21 16 3 2 60-19 51

2. ბაია 21 13 3 5 47-27 42

3. ვიტ ჯორჯია 21 11 4 6 43-27 37

4. ტორპედო 21 10 6 5 44-26 36

5. სპარტაკი 21 10 5 6 49-36 35

6. ზესტაფონი 20 10 3 7 41-38 33

7. დილა 21 9 3 9 28-38 30

8. გაგრა 20 6 7 7 28-29 25

9. მეტალურგი 21 6 2 13 29-46 20

10. კოლხეთი 21 3 5 13 20-43 14

11. სიონი 21 3 5 13 16-52 14

12. მერანი 21 3 4 14 20-44 13

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ