გიორგი ხიდეშელმა, იომი ოვონიკოკომ, თეიმურაზ ღონღაძემ და ჯაბა დვალმა გუნდის საერთო ჯგუფში ივარჯიშეს
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველმა გუნდმა, თოვლის გამო გადადებული და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცისს საშეჯიბრო განყოფილების მიერ 2 მარტისათვის დანიშნული, ცხინვალის "სპარტაკთან" გასამართი მატჩისათვის მზადებას ზესტაფონში 28 თებერვალს შეუდგა.

ზესტაფონელთა პირველმა გუნდმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. ვარჯიშის ფუნქციონალურ მომზადებაზე გათვლილი სასტარტო ნაწილის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელები ზემოიმერელთა გუნდის დამრიგებელმა გია ჭიაბრიშვილმა ჩაიბარა და აქცენტი ტექნიკურ-ტაქტიკური ხასიათის ვარჯიშებზე იქნა გადატანილი.

ვარჯიშს გუნდის ყველა ფეხბურთელი არ დასწრებია... როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ალბანელებთან ხვალ გასამართი მატჩისთვის ერთბაშად 4 ზესტაფონელი (როინ კვასხვაძე, მამუკა კობახიძე, შოთა გრიგალაშვილი და თორნიკე გორგიაშვილი) ჰყავს გამოძახებული. ასევე ვარჯიშს ალექს ბენაშვილი და შოთა ბაბუნაშვილი გამოაკლდნენ, ორივე ეს ფეხბურთელი ანდალუსიაში გამართული შეკრებისას მიღებულ ტრავმებს იშუშებს.

სამაგიეროდ, გუნდსა და საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდნენ თორნიკე აფციაური და გიორგი ხიდეშელი, რომლებიც "ზესტაფონს" ასევე ესპანური შეკრების მიმდინარეობისას გამოაკლდნენ.

თორნიკე აფციაური ვარჯიშს ინდივიდუალური პროგრამით შეუდგა. რაც შეეხება ასევე ინდივიდუალური პროგრამით "მომუშავე" გიორგი ხიდეშელსა და იომი ოვონიკოკოს, ვარჯიშის მიმდინარეობისას გია ჭიაბრიშვილმა ეს ფეხბურთელები საერთო ჯგუფშიც დატვირთა.

საერთო ჯგუფში თეიმურაზ ღონღაძე და ჯაბა დვალიც დაბრუნდნენ. ორივე ამ ფეხბურთელს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხასიათის პრობლემის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდათ, თუმცა სადღეისოდ ყველა უსიამოვნება ჩავლილია.

fczestafoni.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა