აფეთქებულ ხუან პაბლო მონტოიას მხოლოდ ფეხი გაეკაწრა

ოკეანის გაღმა პოპულარული სარბოლო სერიის - ნასკარის ახალი სეზონი დაიტონას ლეგენდარული 500-მილიანი რბოლით გაიხსნა.

სახელგანთქმული ეტაპის სტარტი წვიმის გამო რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ საბოლოოდ, გუშინ დილით პილოტებმა მოახერცეს დაიტონა 500-ის სტარტზე გასვლა.

როგორც ყოველთვის, რბოლა მდიდარი იყო ავარიებით. საკმარისია აღინიშნოს, რომ მონაწილეთა თითქმის ნახევარმა ფინიშამდე ვერ მიაღწია.

ყველაზე სახიფათო ავარიაში კი, რა თქმა უნდა, ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, კოლუმბიელი ხუან პაბლო მონტოია მოხვდა. თანაც, "მაკლარენის" ყოფილმა წევრმა მანქანაზე კონტროლი მაშინ დაკარგა, როცა რბოლა შეჩერებული იყო. კოლუმბიელის "შევროლე" მოსრიალდა და სატვირთო მანქანას შეეჯახა, რომელიც იმ დროს ტრასაზე დაღვრილ ზეთს წმენდა.

მონტოია სატვირთო მანქანის იმ ნაწილს შეეჯახა, სადაც საწვავის 200-ლიტრიანი ავზი იყო დამონტაჟებული. საინტერესოა, რომ მონტოიამ მცირედით დაიზიანა ფეხი, თუმცა მეორე პილოტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რბოლა კარგა ხანი შეწყდა. მონტოიას ავარიის მომენტში ლიდერი დეივ ბლენი იყო, მაგრამ რესტარტის შემდეგ ყველას აჯობა მეტ კენსეტმა და სწორედ ის მივიდა პირველი ფინიშთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა