თითქმის ორთვიანი შესვენების შემდეგ კორტს მსოფლიოს პირველ ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუბრუნდა
თითქმის ორთვიანი შესვენების შემდეგ კორტს დაუბრუნდა მსოფლიოს პირველ ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი. სერბი ჩოგბურთელი პირველივე დღიდან ჩაერთო დუბაის 500-იან ტურნირში და პირველი მატჩი ჩაატარა ავსტრალიის ღია პირველობის ლეგენდარული ფინალის შემდეგ.

ნოვაკს მეტოქედ გერმანელი სედრიკ-მარსელ შტებე ჰყავდა, რომელიც სამოცდამეთერთმეტეა მსოფლიოს კლასიფიკაციაში.

ჯოკოვიჩს მხოლოდ პირველ სეტში ეტყობოდა ორთვიანი უთამაშებლობა, რის გამოც პირველ პარტიაში ერთადერთი ბრეიკის გაკეთება შეძლო და სეტი 6:4 მოიგო.

მეორე პარტიაში უფრო გამოიკვეთა კლასიფიკაციის ლიდერის უპირატესობა, რაც მეტოქის ორ მოგებულ გეიმში აისახა.

საათნახევარი ბრძოლის შემდეგ ჯოკოვიჩმა 6:4, 6:2 მოიგო და პირველი ნაბიჯი გადადგა დუბაიში ზედიზედ მეხუთე ტიტულისკენ.

იმავე დღე, დუბაის კორტზე ნოვაკის უმცროსი ძმა - მარკო ჯოკოვიჩიც ვიხილეთ, რომელიც, ძმისგან განსხვავებით, რეიტინგში 869-ე ნომერია და ჯერ საკმარისი ოსტატობა და გამოცდილება არ გააჩნია. ეს კარგად გამოჩნდა ყაზახ ანდრეი გოლუბევთან მატჩში, რომელიც მხოლოდ საათი და 11 წუთი გაგრძელდა,

უმცროსი ჯოკოვიჩის სასარგებლოდ მხოლოდ ის ლაპარაკობს, რომ მან ერთი ბრეიკის გაკეთება შეძლო, თუმცა გოლუბევმა ამას ოთხი ბრეიკით უპასუხა და 6:3, 6:2 მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა