ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯანი დე ბიაზმა და კაპიტანმა ერვინ ბულკუმ მომავალ მატჩზე ისაუბრეს
ალბანეთის ნაკრები თბილისს 26 თებერვალს ეწვია და სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" დაბინავდა, თუმცა აქ პირველად მხოლოდ 28 თებერვალს ივარჯიშა. მეტოქემ წვრთნა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარა და მედიას მხოლოდ საწყისი 15 წუთის ხილვის საშუალება მიეცა.

როგორც ამგვარ შემთხვევებში ხდება ხოლმე, ვარჯიშის ღია მონაკვეთში ფეხბურთელებს ბურთით ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებიათ და საქმეში არა ალბანელთა იტალიელი მთავარი მწვრთნელი ჯანი დე ბიაზი, არამედ მისი თანამემამულე ფიზიკური მომზადების სპეციალისტი იყო ჩართული.

ვარჯიშს კი წინ პრესკონფერენცია უძღოდა. რაკი ამის პარალელურად "ბასაზე" საქართველოს ნაკრები ვარჯიშობდა, "მიხეილ მესხზე" ჟურნალისტთა სიმრავლე არ ყოფილა, მაგრამ სტუმრებს მცირე პუბლიკა მაინც დახვდათ.

მედიის წინაშე "ბრეშაში", "ტორინოში", "ლევანტესა" და "უდინეზეში" ნამუშევარი ჯანი დე ბიაზი და ალბანეთის ნაკრების კაპიტანი ერვინ ბულკუ წარსდგნენ.

დე ბიაზი:

- დიდ მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის. ჩემთვის ეს პირველი მატჩია ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში და მის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, ყველანაირად ვეცდებით, ამ შეხვედრაში ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ.

- რა პოტენციალს ხედავთ ალბანეთის ნაკრებში?

- საკმაოდ პერსპექტიული გუნდი ჩავიბარე, რომელსაც პროგრესირება და განვითარება შეუძლია. ახლა ჯერ კიდევ გაცნობის პროცესში ვარ და მინდა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის გუნდის ოპტიმალურ ბირთვს მივაგნო. სწორედ ამიტომ, თბილისში თავის გამოჩენის შანსს ბევრ ფეხბურთელს მივცემ.

- საქართველოს ნაკრებზე რა ინფორმაციას ფლობთ?

- ვნახე თქვენი ნაკრების მიერ ბოლო შესარჩევ ციკლში ჩატარებული რამდენიმე მატჩის ჩანაწერი და დავრწმუნდი, რომ საკმაოდ ძლიერ და ბრძოლისუნარიან გუნდს ვეთამაშებით. სწორედ ასეთი დონის მეტოქეებთან თამაში მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები კარგად დავინახოთ და სათანადო დასკვნები გავაკეთოთ.

ბულკუ:

- საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობ, რადგან მის წინააღმდეგ უკვე მითამაშია. ჩვენი ნაკრებები ერთმანეთს ბევრჯერ შეხვედრიან და თუკი შინ წარმატებით ვთამაშობთ, სტუმრად ყოველთვის ვმარცხდებით. სწორედ ამიტომ გვინდა, თბილისში ეს ისტორია ჩვენდა სასიკეთოდ შევცვალოთ.

ალბანეთის ნაკრებმა ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში ექვსგუნდიან ჯგუფში, ჩვენს მსგავსად, ბოლოსწინა ადგილი დაიკავა. 10 შეხვედრაში ალბანელებმა 9 ქულა დააგროვეს, საიდანაც ყველაზე გამოსარჩევი რუმინეთთან მიღწეული ორი ფრე და შინ ბელარუსის დამარცხება იყო. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ალბანეთის ნაკრებმა ლუქსემბურში წააგო.

ალბანელები თბილისში ამ შემადგენლობით ჩამოვიდნენ:

მეკარეები: სამირ უჯკანი (ნოვარა, იტალია), ორგეს შეჰი (შკენდერბეუ);

მცველები: ტეფიკ ოსმანი (ტეუტა), არმენდ დალკუ (ვორსკლა, უკრაინა), ფრანც ველიუ (ფლამურტარი), ანდი ლილა (იანინა, საბერძნეთი), კრისტი ვანგელი (ჩერნომორეცი, უკრაინა);

ნახევარმცველები: ერვინ ბულკუ (ოლიმპიკ-შუვალანი, აზერბაიჯანი), გილმან ლიკა (ტირანა), ოდისე როში (კიოლნი, გერმანია), ჯაჰმირ ჰიკა (ლუცერნი, შვეიცარია), ემილიანო ვილა (იანინა, საბერძნეთი), გჯერჯ მუზაკა (შკენდერბეუ), ანსი აგოლი (ყარაბახი, აზერბაიჯანი), ჰაირ ზექირი (რიზესფორი, თურქეთი), ელის ბაკაჯი (დინამო, რუმინეთი);

თავდამსხმელები: აჰმედ ჯანუზი (ვორსკლა, უკრაინა), არმანდო სადიკუ (ლოკარნო, შვეიცარია), ედგარ კანი (პოლონია, პოლონეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე