"დეილი მეილის" ინფორმაციით, "ჩელსის" 33 წლის თავდამსხმელმა "სტემფორდ ბრიჯის" დატოვება გადაიფიქრა
"დეილი მეილის" ინფორმაციით, "ჩელსის" 33 წლის თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ გადაიფიქრა "სტემფორდ ბრიჯის" დატოვება და მზადაა, კლუბის მიერ შეთავაზებული ახალი 2-წლიანი კონტრაქტის პირობები განიხილოს.

მოქმედი ხელშეკრულება 2012 წლის 30 ივნისს იწურება. წყაროს ცნობით, ივუარელი კლუბისგან ყოველგვარი გადასახადების გასტუმრების შემდეგ 6 მილიონიან ანაზღაურებას ითხოვდა. "ჩელსიმ" ამაზე უარი თქვა. დიდიემ და მისმა აგენტმა უკან დაიხიეს და ახლა კლუბისგან ელიან შემხვედრ წინადადებას.

"ჩელსის" გარდა დროგბასთან თანამშრომლობით სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულები. იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება, მას არაბული ქვეყნებიდან განსაკუთრებულად მომხიბვლელ წინადადებებს სთავაზობენ. დროგბას დიდი ხანია სთავაზობს ხელშეკრულებას ნიკოლა ანელკას კლუბი "შანხაი შენხუა". უკანასკნელი ფეხბურთელს წელიწადში 10 მილიონი ფუნტს ჰპირდება.

მორიგი ფრანგი არსენალში

გუშინ ჩვენი გაზეთი "ბილდზე" დაყრდნობით უკვე წერდა, რომ "არსენალმა" გერმანიის ნაკრების 26 წლის თავდამსხმელ ლუკას პოდოლსკისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ბუნებრივია, "მეთოფეთათვის" ამ ტრანსფერის განხორციელება დიდი წარმატება იქნება, მაგრამ "არსენალს" ახალი სისხლი მხოლოდ წინახაზში კი არა სხვა პოზიციებზეც სჭირდება. თუნდაც ნახევარდაცვაში.

"დეილი მეილის" ცნობით, ამ მიზნით, ჩრდილოლონდონელებს "ბლექბერნიდან" 23 წლის საყრდენი ნახევარმცველის სტივენ ნზონზის გადაბირება აქვთ დაგეგმილი. "ვარდებთან" ფრანგის ხელშეკრულება 2015 წლის ივნისამდეა ძალაში, ასე რომ, "არსენალს" სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს. სტივენს "ემირიტსზე" გადასვლა და იქ წარმატებული თამაში ალბათ საფრანგეთის ნაკრებისკენაც გაუხსნის გზას.

არამხოლოდ კინის წინააღმდეგ

"ბლექბერნის" ერთგული გულშემატკივრები შეშფოთებულები არიან "ივუდ პარკის" ბინადართა შედეგებით და რაკი კლუბის ხელმძღვანელობა ჯიუტად უცხადებს ნდობას სტივ კინს, მზად არიან, მათ წინააღმდეგაც წამოიწყონ საპროტესტო კამპანია. გულშემატკივრები "ფეისბუქისა" და "ტვიტერის" გვერდებზე კლუბის ისტორიაში უპრეცედენტო საპროტესტო აქციის გამართვით იმუქრებიან.

მათი მოთხოვნები საკმაოდ მარტივია: 1. სტივ კინის გათავისუფლება 2. მმართველი კომპანია "ვენკისის" (ინდოეთი) მიერ კლუბის გაყიდვა. "აშკარაა, რომ სხვა გზა უბრალოდ აღარ დაგვრჩა. მყიდველი თავად უნდა მოვნახოთ," - წერია ფანების წერილში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა