სხვათა შორის, 29 თებერვალს ევრო 2012-ის 16-ივე მონაწილემ ითამაშა
29 თებერვალს, როცა ევროპის სტადიონებზე ამხანაგური საერთაშორისო მატჩები გაიმართა, კონტინენტმა ევროპირველობის დაწყებამდე "იუბილე" აღნიშნა - 8 ივნისამდე, ზუსტად 100 დღე რჩებოდა.

გახსნის მატჩში, პოლონეთში მასპინძელთა ნაკრები ევრო 2004-ის ჩემპიონ საბერძნეთს ხვდება. სხვათა შორის, 29 თებერვალს ევრო 2012-ის 16-ივე მონაწილემ ითამაშა.

სტადიონები

პოლონეთი: ბოლო სტადიონი წესრიგში 29 იანვრისთვის მოიყვანეს - ვარშავის ეროვნული სტადიონი. საოცარია, მაგრამ პირველი ღონისძიება, რომელიც ამ სტადიონზე გაიმართა, ფეხბურთთან კავშირში არაა - მცირე სამუსიკო ფესტივალი მოეწყო. პირველი მატჩი კი 29 თებერვალს გაიმართა, პოლონელთა და პორტუგალიელთა ამხანაგური დაპირისპირება. სწორედ აქ გაიმართება ევრო 2012-ის გახსნის მატჩი (ახლა უკვე) 99 დღის შემდეგ.

უკრაინა: ხარკოვის ობობას ტიპის "მეტალისტის" სტადიონი და ულტრათანამედროვე "დონბას არენა" 2009 წელს აშენდა. ლვოვის არენა ახალია, ნოემბერში გაიხსნა კიევის განახლებული სტადიონიც - 60-ათასიანი არენა, რომელმაც ევროს ფინალს უნდა უმასპინძლოს.

ინფრასტრუქტურა

პოლონეთი: 29 თებერვალს ვროცლავის აეროპორტში ახალი ტერმინალი გაიხსნა. ვარშავის ცენტრიდან აეროპორტამდე სწრაფი მატარებელი ივლის მაისიდან.

უკრაინა: ოთხივე სტადიონამდე მისასვლელი გზები გამოიცვალა. აეროპორტებში თანამედროვე ტერმინალები ამოქმედდა. 2007 წლიდან სასტუმროების მოდერნიზაცია დაიწყო.

გუნდების ბაზები

16 ფინალისტიდან 13-მა უკეთესი პირობების გამო ბაზებად პოლონეთის ტერიტორია შეარჩია. მაგალითად, მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი სოფელ გნიევინოში დაბანაკდება.

უკრაინის ნაკრები დედაქალაქ კიევში რჩება, იქვე მოემზადება შვედეთიც. საფრანგეთის ნაკრები დონეცკში დასცემს ბანაკს.

მოხალისეები

2011 წლის ოქტომბრიდან 23 965 მოხალისე იღებს მონაწილეობას ტურნირის ორგანიზებაში 142 ქვეყნიდან. დღეისათვის, მათ ინტენსიური ტრეინინგები უტარდებათ, რომლებიც მაისამდე გასტანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა