გთავაზობთ ინტერვიუს "არსენალის" ფინანსურ დირექტორ ივან გაზიდისთან, ვინც კლუბის ფინანსურ მდგომარეობას გაგვაცნობს
ბოლო ხანს ინგლისურ პრესაში ბევრჯერ დაიწერა, რომ თურმე წარუმატებელი სეზონის გამო "არსენალი" მომდევნო სატრანსფერო ბაზარზე 100 მილიონი ფუნტის დახარჯვას აპირებდა.

ახსენეს კონკრეტული გვარები ლუკას პოდოლსკი და მარიო გიოტცე, ვის შესაძენადაც თურმე ლონდონელებს 55 მილიონი აქვთ გამზადებული. რამდენად რეალურია ეს ყოველივე? პასუხის გასაცემად გთავაზობთ ინტერვიუს "არსენალის" ფინანსურ დირექტორ ივან გაზიდისთან, ვინც კლუბის ფინანსურ მდგომარეობას გაგვაცნობს.

- ივან, როგორ შეაფასებდით კლუბის ფინანსურ მდგომარეობას?

- უნდა ვაღიარო, რომ მთლიანად კლუბის, გულშემატკივრების, დირექტორატისა თუ მისი რიგითი თანამშრომლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია "არსენალის" შესახებ ამგვარი ინფორმაციის მოსმენა. ამიტომ ჩვენ ფინანსურ ანგარიშს წელიწადში ორჯერ ვაქვეყნებთ. სწორედ ფინანსებია ის, რაც საერთო წარმატების წინაპირობას ქმნის. აღნიშნული კუთხით ამ ეტაპზე კარგად გამოვიყურებით. ყველანაირი მოგება კლუბში რეინვესტირდება.

- რა თანხებზე მიუწვდება ხელი მთავარ მწვრთნელს?

- ჩვენი დადებითი ბალანსი 115 მილიონ ფუნტს შეადგენს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მთელ ამ თანხას ტრანსფერებში ვერ დავხარჯავთ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ წლის განმავლობაში სხვა გაწერილი ხარჯებიც გვაქვს. ფულის ნაწილი მაგალითად მიღებული გვაქვს აბონემენტების ვადის წინასწარ გაგრძელების წყალობით.

ამას გარდა არსებობს სახელფასო ფონდი, ასევე სხვა მიმდინარე ხარჯები. ასე რომ, წლის ბოლოს ეს თანხა შემცირდება. აუცილებელია გარკვეული რეზერვის შექმნაც იმ შემთხვევისთვის, თუკი ჩვენი საქმეები ცუდად წავა. რა თანხებს გამოვუყოფთ მწვრთნელს, ამის თქმას არ ვაპირებთ. ეს გავლენას მოახდენს სხვა კლუბებთან მოლაპარაკების პროცესზე და ტრანსფერებს ისე ეფექტურად ვეღარ განვახორციელებთ, როგორც ამას ვგეგმავთ.

არის კონკრეტული ფული, რომელზეც ვენგერს ხელი მიუწვდება. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმდენის საშუალება, რაც სხვებს, მაგრამ ის საკმარისია მათთან უმაღლეს დონეზე კონკურენციისთვის.

- შეიცვლება თუ არა სიტუაცია, თუკი "არსენალი" ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდება?

- ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის უმთავრესად სპორტული კუთხით არის მნიშვნელოვანი. "არსენალს" ფანტასტიკური შედეგები აქვს ამ ტურნირში. იქ ზედიზედ 14-ჯერ მოვხვდით და აქედან 12-ჯერ ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ. ამასთან, ჩვენ არ შეგვიძლია კლუბის ფინანსური მოდელი ისეთ მოლოდინებზე ავაწყოთ, რომ მერე მის არსებობას საფრთხე შევუქმნათ. შემიძლია გულშემატკივარი დავარწმუნო, რომ ჩვენ შევძლებთ მყარად ფეხზე დოგმას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დავრჩებით.

- ლიგაში ვერმოხვედრა კლუბს საკადრო პოლიტიკას თუ გაურთულებს?

- ამ ტურნირში მოხვედრა რა თქმა უნდა პრიორიტეტული ამოცანაა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ კიდეც. საამისოდ ფეხბურთელები მონდომებულები არიან და სეზონის ბოლოს თქვენ ამაში თავად დარწმუნდებით. არა მგონია, არსებობდეს ბევრი კლუბი, რომელიც ლიგაში ჩვენზე ხშირად თამაშობს, ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენს სატრანსფერო პოლიტიკაზე ის გადამწყვეტ გავლენას ვერ იქონიებს. ლიგაში ჩვენი გამოსვლის ტრადიცია უზარმაზარი მოტივაციაა ფეხბურთელებისთვის აქ სათამაშოდ.

- გულშემატკივრებს მუდმივად აწუხებთ კითხვა, რატომ არ ხარჯავს "არსენალი" დიდ ფულს.

- როგორც უკვე გითხარით, ყველანაირ თანხას, რასაც ვშოულობთ კლუბშივე ვაბანდებთ. შარშან მაგალითად 75 მილიონი დავხარჯეთ ახალი ფეხბურთელების ყიდვასა და ფეხბურთელებთან კონტრაქტების განახლებაში. რაკი ფული ჩვენს კონკურენტებზე ნაკლები გვაქვს, ვალდებულნი ვართ, ვიყოთ ეფექტურები მისი ხარჯვისას. დარწმუნებული ვარ, რომ მათთან ღირსეული კონკურენციისთვის სახსრები ნამდვილად გვეყოფა. ფეხბურთი სწორედ ამ მიმართულებით მიდის. ისინი ვალდებულები ხდებიან უეფას მოდელზე გადავიდნენ და მხოლოდ საკუთარი სახსრებით განაგრძონ არსებობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის