ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებშიც გაიბრწყინა - შვეიცარიას სამი გოლი გაუტანა
29 თებერვალი ეროვნული ნაკრებების ამხანაგური თამაშების დღე იყო. გამორჩეულად საინტერესო ინგლისი-ჰოლანდიის, გერმანია-საფრანგეთისა და იტალია-აშშ-ის დაპირისპირება გამოდგა.

ინგლისის ნაკრების სათავეში სტიუარტ პირსის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. ჰოლანდიის ეროვნულ გუნდთან შეხვედრისას მალევე ნათელი გახდა, რომ პირსი აქცენტს კომბინაციურ თამაშზე აკეთებდა, ჰოლანდიელთა სწრაფ კონტრშეტევებს კი სკოტ პარკერი უმკლავდებოდა.

პირველ ტაიმში პარკერმა ნახევარდაცვაში პარტნიორი სტივენ ჯერარდი ტრავმის გამო დაკარგა. ცენტრში ეშლი იანგმა გადაინაცვლა, ფლანგზე კი შთამბეჭდავად მოთამაშე დანიელ სტარიჯი გამოჩნდა. ლონდონის "ჩელსის" მოთამაშემ შედგა თუ არა ფეხი მოედანზე, სახიფათო მომენტი შექმნა. საერთოდაც, უელბეკთან ერთად მან საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა.

მეტოქეები ძალიან ცოტა საგოლე მომენტებს ქმნიდნენ და აქცენტს პოზიციურ თამაშზე აკეთებდნენ. ამ მდგომარეობაში მთავარ პლანზე ინდივიდუალური ოსტატობა გადავიდა. გამოსარჩევი კი ამ მხრივ არიენ რობენი იყო.

მეორე ტაიმის დასაწყისში სწორედ მიუნხენის "ბაიერნის" ჰავბეკმა სტუმრები დააწინაურა - მოედნის საკუთარი ნახევრიდან მეტოქის კარამდე გაირბინა და გაიტანა.

ორი წუთის შემდეგ ბერტ ვან მარვეიკის შეგირდებმა უპირატესობა გაზარდეს: ჰუნტელაარმა ბურთი კარში თავით გადაგზავნა. გოლის ეპიზოდში ჰოლანდიელი კრის სმოლინგს შეეჯახა და ორივე ფეხბურთელს მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა.

მატჩში მეოთხე ტრავმირებული მოთამაშე დანიელ უელბეკი გახდა. მან მოედანზე ადგილი დებიუტანტ ფრაიზერ კემპბელს დაუთმო, რომელიც ამ დღეს პირველად მამა გახდა. კემპბელის გამოსვლიდან მალევე ინგლისელებმა ორი გოლი გაიტანეს - თავი ჯერ გარი კეიჰილმა გამოიჩინა, ხუთი წუთის შემდეგ კი ეშლი იანგმა ანგარიში გაათანაბრა.

მიუხედავად ამისა, ბოლო სიტყვა შეხვედრაში ჰოლანდიის ნაკრებმა თქვა. რობენმა თავისი საქმე გენიალურად მეორედაც შეასრულა - მან ალბიონელთა გოლკიპერ ჯო ჰარტს არანაირი შანსი არ დაუტოვა და ბურთი რბილი დარტყმით კარის კუთხეში გადაგზავნა.

გერმანიის ნაკრები მოულოდნელად საფრანგეთთან შინ დამარცხდა. იოახიმ ლიოვის შეგირდებმა საკუთარ მოედანზე 1:2 წააგეს. მატჩის შემდეგ გერმანიის ნაკრების ფორვარდმა თომას მიულერმა განაცხადა:

"ამ თამაშზე შესაძლებელია დიდხანს იმსჯელო. ჩვენ სათამაშო დისციპლინა არ გვეყო. მეორე ტაიმში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ჩვენი გუნდი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. შეტევაში მოთამაშე ფეხბურთელები დაცვას არ ეხმარებოდნენ".

ლიონელ მესის ჰეთ თრიქმა არგენტინას შვეიცარიასთან მატჩში გაამარჯვებინა. შეხვედრა არგენტინის ნაკრების გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

მესიმ, როგორც იქნა, ნაკრებში მოახერხა ისევე წარმატებულად ეთამაშა, როგორც ამას "ბარსელონაში" ახერხებს. მესიმ პირველი გოლი საჯარიმოს გარედან დაბალი დარტყმით გაიტანა. მეორე გოლიც ეფექტური გამოდგა. მესამე კი თერთმეტმეტრიანი დარტყმით შეაგდო. შვეიცარიელთაგან თავი შაკირიმ გამოიჩინა.

"სკუადრა აძურამ" აშშ-თან შეხვედრა გენუაში დემპსის კინკილა გოლით დათმო. იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი აშშ-თან მარცხის შემდეგ უკმაყოფილო იყო, თუმცა პოზიტივიც აღნიშნა.

"დამარცხება აბსოლუტურად დაუმსახურებელია, მაგრამ თუ ჩემი შეგირდების გუნდური სულისკვეთება ასეთი იქნება, კარგი ევროპის ჩემპიონატი გვექნება.

აშკარაა, რომ სამ თვეში ერთხელ თამაშზე კონცენტრირება რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე კარგად გამოვალთ. ასი დღე ევროპის ჩემპიონატამდე? - ეს არ მაღელვებს", - განაცხადა იტალიელთა თავკაცმა.

29.02.2012 ამხანაგური მატჩები

შვეიცარია-არგენტინა 1:3 (იხილეთ ვიდეო)

შვეიცარია (4-2-3-1): ბენალიო (46. ვოლფი) - ლიხტშტაინერი (58. ციგლერი), სენდეროსი, აფოლტერი, როდრიგესი - ინლერი, ძემაილი (66. შტოკერი) - შაჩირი, ჯაკა, ფ. ფრაი (46. დერდიოკი/86. ვიტკიევიეცი) - მეჰმედი (81. ემეგარა).

არგენტინა (4-4-2): რომერო - კამპანიარო, გარაი, ფერნანდესი, საბალეტა - სოსა (82. იგუაინი), მასკერანო, ბრანა (46. გაგო), როდრიგესი (71. სალვიო) - მესი, აგუერო.

გოლები: 0:1 მესი (20), 1:1 შაჩირი (50), 1:2 მესი (88), 1:3 მესი (90-პენ)

მაყურებელი: 40 000

ინგლისი-ჰოლანდია 2:3 (იხილეთ ვიდეო)

ინგლისი (4-2-3-1): ჰარტი - რიჩარდსი, სმოლინგი (62. ჯონსი), კეჰილი, ბეინესი - პარკერი, ბერი (46. მილნერი) - ჯონსონი (63. დაუნინგი), ჯერარდი (33. სტარიჯი), იანგი - უელბეკი (79. კემპბელი).

ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ბულარუზი (82. ვლაარი), ჰეიტინგა, მატიისენი, პიეტერსი (46. სხაარსი) - ვან ბომელი, დე იონგი - კუიტი, სნეიდერი (76. ემანუელსონი), რობენი - ვან პერსი (46. ჰუნტელაარი).

გოლები: 0:1 რობენი (57), 0:2 ჰუნტელაარი (59), 1:2 კეჰილი (85), 2:2 იანგი (90), 2:3 რობენი (91)

გერმანია-საფრანგეთი 1:2 (იხილეთ ვიდეო)

გერმანია (4-2-3-1): ვიზე - ბოატენგი, ჰუმელსი, ბადშტუბერი (46. ჰიოვედესი), აოგო - ხედირა (70. ლ. ბენდერი), კროოსი - როისი (70. კაკაუ), იოზილი, შიურლე (45. თ. მიულერი) - კლოზე (46. გომესი).

საფრანგეთი (4-2-2-1-1): ლორისი - დებუში, რამი, მექსე, აბიდალი - კაბაიე (62. მალუდა), მ’ვილა (62. ა. დიარა) - ვალბუენა (68. ამალფიტანო), რიბერი (46. მენეზი) - ნასრი - ჟირუ (76. საა).

გოლები: 0:1 ჟირუ (21), 0:2 მალუდა (69), 1:2 კაკაუ (91)

მაყურებელი: 37 800

ესპანეთი-ვენესუელა 5:0 (იხილეთ ვიდეო)

ესპანეთი (4-3-3): კასილიასი - არბელოა, პიკე, რამოსი (61. პუიოლი) ალბა - ჩაბი ალონსო (60. ჩავი), ბუსკეტსი, ფაბრეგასი (75. მუნიაინი) - სილვა (61. ხესუს ნავასი), ლორენტე (46. სოლდადო), ინიესტა (46. კასორლა).

გოლები: 1:0 ინიესტა (37), 2:0 სილვა (40), 3:0 სოლდადო (50), 4:0 სოლდადო (53), 5:0 სოლდადო (84)

იტალია-აშშ 0:1

იტალია (4-3-1-2): ბუფონი - მაჯო (71. დე როსი), ბარცალი, ოგბონა, კრიშიტო (46. კიელინი) - მარკიზიო (71. აბატე), მოტა (59. პაცინი), ნოჩერინო (46. მონტოლივო) - პირლო - მატრი (60. ბორინი), ჯოვინკო.

აშშ (4-2-3-1): ჰოვარდი - ჩერუნდოლო, გუდსონი, ბოკანეგრა, ჯონსონი (76. სპეკტორი) - ედუ, ვილიამსი - ბრედლი, დემპსი (90. ბადლი), ში (73. კლიესტანი) - ალტიდორი (79. ბოიდი).

გოლი: 0:1 დემპსი (55)

მაყურებელი: 25 000

ჩრდ. ირლანდია-ნორვეგია 0:3

გოლები: 0:1 ნორდტვეიტი (44), 0:2 ელიოუნუსი (87), 0:3 რუუდი (90)

პოლონეთი-პორტუგალია 0:0

პორტუგალია: პატრისიო, ალვეში, პეპე (67. როლანდო), ველოსო, კოენტრაუ (21. ნელსონი), ნანი (82. ოლივეირა), მოუტინიო (46. მ. ფერნანდესი), მეირელესი, პერეირა, კ. რონალდო (76. კვარეშმა), უგო ალმეიდა (65. ელდერ პოშტიგა).

ირლანდია-ჩეხეთი 1:1

გოლები: 0:1 ბაროში (50), 1:1 კოქსი (86)

სლოვენია-შოტლანდია 1:1

გოლები: 1:0 კირმი (33), 1:1 ბერა (40)

უელსი-კოსტა რიკა 0:1

უნგრეთი-ბულგარეთი 1:1

გოლები: 1:0 სალაი (42), 1:1 ბოჟინოვი (87)

ისრაელი-უკრაინა 2:3

გოლები: 0:1 გუსევი (18), 0:2 კონოპლიანკა (45), 1:2 ჰემადი (55-პენ), 1:3 იარმოლენკო (61), 2:3 საჰარი (63)

მონტენეგრო-ისლანდია 2:1

გოლები: 1:0 იოვეტიჩი (56), 1:1 ფინბოგასონი (79), 2:1 იოვეტიჩი (88)

ტუნისი-პერუ 1:1

გოლები: 1:0 იაია (45), 1:1 პისარო (45+2-პენ)

რუმინეთი-ურუგვაი 1:1

გოლები: 0:1 კავანი (3), 1:1 სტანჩუ (50)

თურქეთი-სლოვაკეთი 1:2

გოლები: 0:1 ვაისი (24), 0:2 შტოხი (39), 1:2 ტოპრაკი (85)

სამხ. აფრიკა-სენეგალი 0:0

დანია-რუსეთი 0:2

გოლები: 0:1 შიროკოვი (4), 0:2 არშავინი (45)

ავსტრია-ფინეთი 3:1

გოლები: 1:0 იანკო (32), 2:0 ჰარნიკი (54), 3:0 ივანშიტცი (73-პენ), 3:1 ფურუჰოლმი (90)

ხორვატია-შვედეთი 1:3

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (13-პენ), 1:1 ოლსონი (44-საკ. კარში), 1:2 ს. ლარსონი (46), 1:3 ს. ლარსონი (69)

საბერძნეთი-ბელგია 1:1

გოლები: 1:0 სალპინგიდისი (9), 1:1 ჩადლი (33)

ლუქსემბურგი-მაკედონია 2:1

მალტა-ლიხტენშტაინი 2:1

ახალი ზელანდია-იამაიკა 2:3

ფილიპინები-მალაიზია 1:1

ჰონგ კონგი-ტაივანი 5:1

აზერბაიჯანი-პალესტინა 0:2

ლატვია-ყაზახეთი 0:0

კვიპროსი-სერბეთი 0:0

მოლდოვა-ბელარუსი 0:0

სომხეთი-კანადა 3:1

მაროკო-ბურკინა ფასო 2:0

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?