ვაკეში ისეთი ანგარიშით დასრულდა საქართველო-სომხეთის მატჩი, რომ აღარ დაგვჭირდა ათივე შესარჩევი ჯგუფის მეორეადგილოსანთა შედეგების თვლა...

დანიაში არ გველიან

ვაკეში ისეთი ანგარიშით დასრულდა საქართველო-სომხეთის მატჩი, რომ აღარ დაგვჭირდა ათივე შესარჩევი ჯგუფის მეორეადგილოსანთა შედეგების თვლა, თუმცა აზრიც არ ჰქონდა - 18-ქულიანი საქართველო (სომხეთთან სამარცხვინოდ წაგების ნაცვლად, რომ მოგვეგო) პლეი ოფში ვერ გავიდოდა, 6-გუნდიანი ჯგუფიდან 22-ქულიანი რუსეთიც კი დარჩა მშრალზე. ათივე ჯგუფში ერთდროულად, საქართველოს დროით საღამოს 7 საათზე დაიწყო თამაში და გაირკვა ის 14 ნაკრები, რომელიც პლეი ოფში გავიდა: 10 ჯგუფური ეტაპის გამარჯვებული გუნდი და 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი.

გუშინდლამდე პლეი ოფის საგზური გარანტირებული შვეიცარიას, ჰოლანდიას, ხორვატიას, უკრაინას და საბერძნეთს ჰქონდათ. 9 დანარჩენი საგზურისთვის კი ფიცხელი ბრძოლა გაჩაღდა. დრამატულად წარიმართა მატჩი აბრდინში, სადაც შოტლანდიელმა კრისტოფერ მაგუაიერმა ბოლოსწინა წუთზე ავსტრიელთა კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, შოტლანდიას 2:1 მოაგებინა და პირველი ადგილი დაუბევა. სკოტთა კონკურენტმა ბელარუსმა მაინც მოიგო (შინ აზერბაიჯანთან) და დიდაც წაადგა - მართალია, პირველ ადგილს ვერ შეწვდა, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო მეორეადგილოსნობა კი დაიბევა.

სანკტ პეტერბურგში რუმინეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა თითქმის ტაიმნახევარი გაუძლო რიცხობრივ უპირატესობაში მყოფ რუსეთის გუნდს და პირველი ადგილი შეინარჩუნა. აი, რუსებს კი ბელარუსებივით არ გაუმართლდა - ისინი დანიის საგზურზე ფიქრს დაემშვიდობნენ.

პლეი ოფში გავიდა გუნდი, რომელმაც ბოლო ტურში უმნიშვნელოვანესი მატჩი 1:3 დათმო, თანაც გავიდა უკეთესი გოლთა შეფარდების წყალობით! ლაპარაკია ისლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებზე - ვიკინგები მეოთხე საუკეთესო მეორეადგილოსანნი გახდნენ, მათ ბურთების სხვაობით აჯობეს ისრაელს, უელსსა და რუსეთს.

მაშ ასე, პლეი ოფში გავიდნენ, როგორც ჯგუფების გამარჯვებულები: რუმინეთი, შვეიცარია, იტალია, ჰოლანდია, ჩეხეთი, შვედეთი, ხორვატია, უკრაინა, საბერძნეთი და შოტლანდია. აგრეთვე 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი: ესპანეთი, ინგლისი, ბელარუსი და ისლანდია. პლეი ოფის კენჭისყრა პარასკევს გაიმართება. ფინალურ ტურნირზე პლეი ოფის 7 გამარჯვებული ნაკრები გავა, რომელთაც ფინალური ეტაპის მასპინძელი დანია შეუერთდება. საპლეიოფო ბატალიებს კი 9 და 13 ოქტომბერს ველით...

U 21. ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი

I ჯგუფი

ლატვია-მოლდოვა 1:1

გოლები: 0:1 ვორნისელი (34), 1:1 კარაუსი (79)

რუსეთი-რუმინეთი 0:0

გაძევება: იონიცა (29. რუმინეთი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. რუმინეთი 10 8 1 1 23-6 25

2. რუსეთი 10 7 1 2 22-6 22

3. მოლდოვა 10 4 2 4 9-13 14

4. ლატვია 10 4 1 5 16-15 13

5. ფარერები 10 3 2 5 8-16 11

6. ანდორა 10 0 1 9 3-25 1

II ჯგუფი

თურქეთი-ირლანდია 1:0

გოლი: 1:0 კიოსე (81)

თ მ ფ წ ბ ქ

1. შვეიცარია 10 6 2 2 15-8 20

2. თურქეთი 10 5 1 4 13-11 16

3. საქართველო 10 4 3 3 12-9 15

4. სომხეთი 10 4 1 5 18-19 13

5. ესტონეთი 10 3 3 4 9-16 12

6. ირლანდია 10 1 4 5 11-15 7

III ჯგუფი

უნგრეთი-ბოსნია 0:0

იტალია-უელსი 1:0

გოლი: 1:0 მუსტაკიო (14)

თ მ ფ წ ბ ქ

1. იტალია 8 5 1 2 12-5 16

2. უელსი 8 5 1 2 15-6 16

3. უნგრეთი 8 4 1 3 9-7 13

4. ბოსნია 8 2 2 4 4-8 8

5. ლუქსემბურგი 8 1 1 6 2-16 4

IV ჯგუფი

პოლონეთი-ესპანეთი 0:1

გოლი: 0:1 კანალესი (85)

ფინეთი-ლიხტენშტაინი 3:0

გოლები: 1:0 პელვასი (20), 2:0 პუკი (36), 3:0 რისკი (61)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჰოლანდია 8 7 0 1 19-5 21

2. ესპანეთი 8 6 1 1 15-5 19

3. ფინეთი 8 3 1 4 11-7 10

4. პოლონეთი 8 3 0 5 11-13 9

5. ლიხტენშტაინი 8 0 0 8 1-27 0

V ჯგუფი

ჩეხეთი-ისლანდია 3:1

გოლები: 1:0 ვახა (21), 2:0 პეხარტი (65), 3:0 კოვარიკი (68), 3:1 ფინბოგასონი (79)

გერმანია-ჩრდ. ირლანდია 3:0

გოლები: 1:0 ჰოლტბი (42), 2:0 ჰოლტბი (60), 3:0 ჰერმანი (67)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩეხეთი 8 7 1 0 25-4 22

2. ისლანდია 8 5 1 2 29-11 16

3. გერმანია 8 3 3 2 26-10 12

4. ჩრდ. ირლანდია 8 2 1 5 12-16 7

5. სან მარინო 8 0 0 8 0-51 0

VI ჯგუფი

ისრაელი-ჩერნოგორია 5:0

გოლები: 1:0 ნაჩო (1), 2:0 ბარ ბუზალო (27), 3:0 ბარ ბუზალო (57), 4:0 ნაჩო (77), ჩოკოლი (86)

გაძევება: მატიჩი (68. ჩერნოგორია), ბოჟოვიჩი (90. ჩერნოგორია), ღადირი (90. ისრაელი)

ბულგარეთი-შვედეთი 0:1

გოლი: 0:1 ჰამადი (90)

თ მ ფ წ ბ ქ

1. შვედეთი 8 6 1 1 15-5 19

2. ისრაელი 8 5 1 2 18-8 16

3. ჩერნოგორია 8 4 1 3 9-11 13

4. ყაზახეთი 8 1 2 5 7-17 5

5. ბულგარეთი 8 1 1 6 8-16 4

VII ჯგუფი

სლოვაკეთი-ნორვეგია 1:4

გოლები: 0:1 ფელა (20), 0:2 ფელა (55), 1:2 სილვესტრი (76), 1:3 ელიუნუსი (83), 1:4 ელიუნუსი (84)

კვიპროსი-სერბეთი 1:3

გოლები: 0:1 სეპოვიჩი (36), 1:1 ეფრაიმი (50), 1:2 მარკოვიჩი (54), 1:3 სავიჩი (78)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ხორვატია 8 5 2 1 17-10 17

2. სლოვაკეთი 8 4 2 2 11-11 14

3. სერბეთი 8 4 1 3 14-12 13

4. ნორვეგია 8 2 1 5 14-18 7

5. კვიპროსი 8 2 0 6 8-13 6

VIII ჯგუფი

უკრაინა-სლოვენია 0:0

საფრანგეთი-მალტა 2:0

გოლები: 1:0 კიტამბალა (57), 2:0 იანგამბივა (66)

გაძევება: კიტამბალა (80. საფრანგეთი), სკერი (83. მალტა), გატ ბალდაკინო (85. მალტა)

თ მ ფ წ ბ ქ

1. უკრაინა 8 4 4 0 13-5 16

2. ბელგია 8 4 3 1 8-5 15

3. საფრანგეთი 8 4 3 1 12-6 15

4. სლოვენია 8 2 2 4 6-10 8

5. მალტა 8 0 0 8 0-13 0

IX ჯგუფი

პორტუგალია-მაკედონია 3:1

გოლები: 1:0 ბებე (23), 2:0 ბურა (87), 3:0 ჟ. სილვა (90), 3:1 ალტიპარმაკოვსკი (90)

ინგლისი-ლიტვა 3:0

გოლები: 1:0 უელბეკი (61), 2:0 ალბრიტონი (79), 3:0 უელბეკი (90)

თ მ ფ წ ბ ქ

1. საბერძნეთი 8 6 1 1 13-7 19

2. ინგლისი 8 5 2 1 15-7 17

3. პორტუგალია 8 4 1 3 12-8 13

4. ლიტვა 8 1 2 5 3-11 5

5. მაკედონია 8 0 2 6 9-19 2

X ჯგუფი

ბელარუსი-აზერბაიჯანი 1:0

გოლი: 1:0 ნეხაიჩიკი (76)

შოტლანდია-ავსტრია 2:1

გოლები: 0:1 არნაუტოვიჩი (10), 1:1 ბენენი (29), 2:1 მაგუაიერი (89)

თ მ ფ წ ბ ქ

1. შოტლანდია 8 5 2 1 16-7 17

2. ბელარუსი 8 5 2 1 16-11 17

3. ავსტრია 8 4 2 2 17-11 14

4. ალბანეთი 8 1 1 6 11-20 4

5. აზერბაიჯანი 8 1 1 6 8-19 4

ფოტო: წამის წინ მატია მუსტაკიომ აძურინი პლეი ოფში გაიყვანა

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!