ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ევროპა - ჩვენი ძიუდოისტების იმედი

ევროპა - ჩვენი ძიუდოისტების იმედი

პრაღის ტურნირის დამთავრების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი სალიცენზიო რეიტინგი გამოაქვეყნა
პრაღის ტურნირის დამთავრების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი სალიცენზიო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელმაც ჩვენი მდგომარეობა გააუარესა - 66 კილოგრამში ევროპულ კვოტაშიც დავკარგეთ ადგილი და კვლავ 6 საგზურის ამარა დავრჩით. ახლა მთელი ჩვენი იმედები ბოლო სალიცენზიო შეჯიბრებაზე - 26-29 აპრილს რუსულ ჩელიაბინსკში გასამართ ევროპის ჩემპიონატზეა დამოკიდებული. შესაძლოა, სწორედ მან მოგვიტანოს მეშვიდე საგზური, თორემ სხვა წონებში იქაური რყევები უკვე ვერაფერს დაგვაკლებს.

60 კგ.

აქ ამირან პაპინაშვილი 806 ქულით კვლავაც V ადგილზეა, ბეთქილ შუკვანი კი 552-ით - IX. ცხადია, ევროპის პირველობაზე მედლის მოპოვება ორივესთვის პრიორიტეტულია, თუმცა შუკვანისთვის ბევრად მეტი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, ოლიმპიადაზე წასვლის შანსი რომ შეინარჩუნოს. პაპინაშვილი შარშანდელ ევროპაზე მოპოვებულ 36 ქულას საერთოდ ჰკარგავს.

იმავე დღეში აღმოჩნდება მის წინ მდგომი რუსი არსენ გალსტიანიც და თუ ჩვენებური ამჯერად ჩემპიონი გახდება, მაგრამ მხოლოდ ერთი საფეხურით წაიწევს წინ, რასაც ოლიმპიადაზე განთესვისას დიდი მნიშნელობა არ ექნება.

გაცილებით რთულადაა შუკვანის საქმე, რომელიც განახევრებით კარგავს ქულებს, საამისოდ კი ევროპაზე შარშანდელივით, მინიმუმ, ფინალში გასვლაა საჭირო. სალიცენზიო 22-კაციან ზონაში მოხვედრა ორივემ გაინაღდა, პაპინაშვილმა - ოლიმპიადაზე განთესვაც, შუკვანი კი განთესვის უფლებას 8 კაცში მოხვედრით თუ მიიღებს (ესეც დიდწილად სხვა კონტინენტურ შედეგებზეა დამოკიდებული). ევროპის შემდეგ ლიცენზირებულთა სრული სია გვეცოდინება და მერე იმის დაჯამებაც შეიძლება, ვის რომელ ეტაპზე შეიძლება შეხვდნენ ჩვენებურები და ვისთან რა შანსი აქვთ.

66 კგ.

იმის მიუხედავად, რომ ამ წონაში ლიცენზია ჯერ არ გვაქვს, ლაშა შავდათუაშვილის პრაღაში გამარჯვებამ საკმაოდ მყარი იმედი მაინც დაგვიტოვა. აქ ჩვენი გუნდის ლიდერად შავდათუაშვილი იქცა, რომელიც 240 ქულით 25-ეა. შალვა ქარდავას მარაგი ცოტათი ისევ შემცირდა - ახლა 176-ით 28-ეა.

ჩეხეთის შემდეგ 22-კაციდან გამოვარდა ებრაელი გოლან პოლაცკი, რომელსაც ორად ორი ქულით უსწრებს ამერიკელი ბრედფორდ ბოლენი. ახლა ევროპულ კვოტაში პირველი ებრაელია, მეორე - ლატვიელი დენის კოზლოვსი, რომელიც 6 ქულით უსწრებს შავდათუაშვილს, თუმცა ევროპის ჩემპიონატის მერე განულებით კიდევ 4 ქულა დააკლდება და სხვაობა 2 ქულამდე შემცირდება.

კონტინენტის პირველობაზე შავდათუაშვილის ამოცანა ძალზე მარტივია - როგორმე კოზლოვსზე ერთი წრით მეტი გაიაროს, ან მასზე ადრე არ გამოვარდეს. აქ ჩვენებურის უპირატესობა ისიცაა, რომ ნებისმიერი შედეგი ჩაეთვლება 5 საუკეთესო რეიტინგში, რადგან სულ 4 მაჩვენებელი აქვს (ასაკის გამო მეტ სალიცენზიო ტურნირში არ უჭიდავია), ლატვიელი კი 1/16-ფინალში მაინც უნდა გავიდეს, ჩასათვლელი ქულა რომ მიიღოს.

არის შანსი, რომ პოლაცკიმ ისევ დაიბრუნოს ადგილი 22-ში, რაც ჩვენ ავტომატურად გადაგვიყვანს ევროპულ კვოტაში მეორე ადგილზე ანუ საგზურს მივიღებთ.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბოლენი წარუმატებლად გამოვა პან-ამერიკის პირველობაზე, პოლაცკი კი ევროპაზე ქულებს მოიხვეჭს. ბოლენს უნულდება ორი წლის წინ პან-ამერიკის მოგებისთვის მიღებული 90 ქულა და ახლა ფინალში მაინც უნდა გავიდეს, ქულები რომ შეიმატოს.

სავარაუდოდ, იქაურ ტურნირში მას ეს არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა შარშან წააგო პირველივე წრიდან გამოვარდა. პოლაცკის ევროპული მედლის მოპოვების არც ისე დიდი შანსი აქვს, არადა, მესამეზე მაინც უნდა გავიდეს და 40 ქულაზე მეტი მიიღოს, თორემ უფრო დაბალი შედეგი რეიტინგში არ შევა.

ევროპული კვოტის მისაღებად გარკვეულწილად ქალთა 48 კილოგრამზეც ვართ დამოკიდებული - თუ ებრაელი რონი შვარცი კონკურენტებთან სულ რაღაც 10-ქულიან ჩამორჩენას აღმოფხვრის, მაშინ წონაში ევროპულ კვოტაში მეორეზე გადავა, ქულებით კი პოლაცკის გაუსწრებს და საგზურსაც ის მიიღებს. თუმცა ყველაზე უკეთესი გზა ის იქნება, შავდათუაშვილმა ევროპაზე შედეგით აჯობოს არც ისე ძლიერ კოზლოვსს და სხვაზე არ ვიქნებით დამოკიდებულნი.

73 კგ.

როგორც იქნა, აქ პირდაპირ 22-ში გავინაღდეთ ადგილი - ნუგზარ ტატალაშვილი 360-ით მე-18 ადგილზეა. თეორიულად მისი გავარდნის საშიშროებაც არსებობს, თუმცა კონტინენტურ პირველობებს ყველა კონკურენტი ვერ მოიგებს. ტატალაშვილი დიდად ვერც წინ წაიწევს, მით უფრო, განთესილებში ვეღარ მოხვდება და ახლა შეუძლია, ოლიმპიადისთვის მშვიდად მოემზადოს.

სხვათა შორის, 66-ში ევროპული კვოტა აქ განვითარებულმა მოვლენებმაც შეიძლება მოგვიტანოს - თუ ვინმე ქართველ ებრაელ იოსებ ფალელაშვილს 22-დან გააგდებს, ხოლო პოლაცკი და შვარცი მარაგს ვერ გაზრდიან, მაშინ საგზურს ფალელაშვილი მიიღებს (მას შვარცზე ცოტა ქულა კი ექნება, მაგრამ, სამაგიეროდ, ის თავის წონაში ევროპულ კვოტაში ვერ შევა). ფალელაშვილის გამოგდება ყველაზე მეტად ეგვიპტელ ჰუსეინ ჰაფიზს შეუძლია, აფრიკის პირველობას თუ მოიგებს. თუმცა ანალოგიური ამოცანა ამოძრავებს სამხრეთ აფრიკელ გიდეონ ვან ზილს, ვინაც შარშან ფინალი მოუგო ჰაფიზს.

ალბათ, ზელანდიელი ვოო სუ ჩოიც მოიგებს ოკეანიის პირველობას, თუმცა ეს ქულათა მარაგში არაფერს შეცვლის - იგივე მონაგარი დარჩება.

ფალელაშვილის გამოგდება რუმინელ კოსტელ დანცულეასაც შეუძლია მინიმუმ, მესამეზე გასვლით, რაც ცოტა არარეალურია. აქ გასათვალისწინებელია თურქთა ფაქტორიც, რომლებსაც ჯერ ბოლომდე განაღდებულიც არ აქვთ საგზური და თან მძაფრი შიდა კონკურენცია აქვთ ერთმანეთში.

81 კგ.

აქ ისევ ერთი საგზურის იმედად ვართ - ავთანდილ ჭრიკიშვილი 416 ქულით მე-17-ეა. სალიცენზიო ზონასთან ახლოსაა ლევან წიკლაურიც - 302 ქულა და 25-ე ადგილი. მას ევროპის პირველობის შემდეგ ქულები დააკლდება, მაგრამ არც იმდენი, ჩელიაბინსკში წარმატების შემთხვევაში 22-ში ვერ შევიდეს. ჯერჯერობით 120 ქულა აქვს ბექა ღვინიაშვილს, თუმცა ევროპა რომც მოიგოს, სალიცენზიო ზონაში მაინც ვერ ხვდება.

90 კგ.

ამ წონაში ჩვენი ერთადერთი ლიცენზიანტი ვალერი ლიპარტელიანია - 896 ქულა და VI ადგილი, თუმცა ევროპირველობის შემდეგ ქულები მასაც დააკლდება. მასაც უკვე შეუძლია ოლიმპიადისთვის მშვიდად მომზადება, სავარაუდო მეტოქეების წინააღმდეგ მუშაობა.

100 კგ.

აქ დაძაბული სალიცენზიო პაექრობა ისევ გრძელდება, ოღონდ ამჯერად ლომერ ჟორჟოლიანმა გვარიანად ჩამოიტოვა ირაკლი ცირეკიძე. ევროპის ვიცე-ჩემპიონი ჟორჟოლიანი 644 ქულით მე-12-ეა, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ცირეკიძეს კი დისკვალიფიკაციის შემდეგ ქულებიც დააკლდა, 430-მდე შეუმცირდა და მე-18-ეა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ორივეს დააკლდება ქულები, თუმცა უფრო მეტი - ჟორჟოლიანს. ამის მიუხედავად, 22-კაციანი სიიდან მათი გავარდნა წარმოუდგენელია.

+100 კგ.

ბოლო ტურნირებმა ამ წონაში რადიკალურად შეცვალა ვითარება და ადამ ოქრუაშვილმა ზვიად ხანჯალიაშვილს ლიდერობა ჩამოართვა.

ოქრუაშვილმა 472 ქულა დააგროვა და მე-14-ე ადგილამდე აღზევდა, ხანჯალიაშვილს კი 330-ით მე-18-ეა. თუმცა ყველაზე სასიამოვნო ოქრუაშვილის ჭიდაობის გაუმჯობესებული ხარისხია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დემეტრაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

[VIDEO] დომინანტურად - ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!

ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს