ლონდონში დამთავრდა წყალმხტომელმა ბოლო სალიცენზიო მსოფლიოს თასის გათამაშება, რომელშიც 48 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა
ლონდონში დამთავრდა წყალმხტომელმა ბოლო სალიცენზიო მსოფლიოს თასის გათამაშება, რომელშიც 48 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ტურნირზე 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 2012 წლის ოლიმპიური თამაშების 19 საგზური უნდა გათამაშებულიყო (სულ 34 სპორტსმენი იასპარეზებს). შარშან შანხაის მსოფლიოს ჩემპიონატში 12-მა მხტომელმა დაიბევა ადგილები, სამი საგზური კი კონტინენტების ჩემპიონებს ერგოთ.

ლონდონში 3-მეტრიან ტრამპლინზე 63 სპორტსმენი იბრძოდა მთავარი პრიზისთვის. მათ შორის ისინიც, რომლებსაც საოლიმპიადედ თავი ქუდში აქვთ. საკვალიფიკაციოდან ნახევარფინალში 18 მხტომელი გავიდა, შვიდი - საგზურიანი. სამწუხაროდ, ჭოლა ჭანტურია ნახევარფინალს მიღმა აღმოჩნდა, მაგრამ ლიცენზიისთვის ბრძოლის შანსი ტურნირის ბოლო დღეს მიეცა, როცა სავარაუდო რვა ვაკანტურ ადგილს 34 კონკურენტი ეცილებოდა ერთმანეთს.

- ჭოლა ჭანტურიამ გადამწყვეტი ასპარეზობა კარგად დაიწყო - ოთხი ნახტომის შემდეგ 271,4 ქულით მე-6 პოზიციაზე იყო. მეგონა, ბოლო ორ ნახტომში წინსვლა თუ არა, მდგომარეობის შენარჩუნება შესაძლებელი იქნებოდა, მით უმეტეს, რომ ჭოლამ ეს ნახტომები უკეთ შეასრულა, ვიდრე წინა შეჯიბრებებში. სამწუხაროდ, სხვაგვარად განსაჯეს მთავარმა არბიტრმა და მისმა ხელქვეითებმა. ჭანტურიამ საბოლოოდ 390 ქულით IX ადგილი დაიკავა. VIII ადგილზე გასულმა ბერძენმა მანოს ალექსანდროსმა ჩვენებურს 7 ქულით გაასწრო, მეშვიდეადგილოსანმა ფრანგმა დემიან სელიმ - 11 ქულით.

ჰოლანდიელი იორიკ დე ბრულინი 410 ქულით IV იყო. არადა, ნიდერლანდელმა მე-2 ნახტომისას ისეთი უხეში შეცდომა დაუშვა, ათეულში, საერთოდ, ვერ უნდა მოხვედრილიყო. ცნობისთვის: ჭოლამ ჰოლანდიელსა და ბერძენ სპორტსმენსაც შანხაის მსოფლიოს ჩემპიონატზეც აჯობა, ევროპის პირველობაზეც და ორიოდე კვირის წინათ როსტოკის საერთაშორისო ტურნირზეც.

სამწუხაროა, რომ ჭანტურია 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვერ გაემგზავრება. არაობიექტიური მსაჯობის გამო ოთხწლიანი გარჯა მას წყალში ჩაეყარა - ამბობს საქართველოს წყალმხტომელთა ნაკრების მწვრთნელი, საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი ირაკლი ბართაია.

ვერაფერს გეტყვით - პროფესიონალმა და ორთაბრძოლის თვითმხილველმა უკეთ უწყის. ფაქტი კი ის არის, რომ უსაგზუროდ დავრჩით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის