ფიდეს რეიტინგში ჩვენებურს მე-9 ადგილი ეკავა, თუმცა 29 თებერვლის მონაცემებით მე-5 ადგილზე აინაცვლა
წლეულს განვლილ ორ თვეში ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ რამდენიმე ტურნირში იყოჩაღა, განსაკუთრებით - თბილისში გამართულ პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის სუპერთასის გათამაშებაში, სადაც პირველი ადგილი დაიკავა.

წარმატებებმა თავისებური ასახვა ჰპოვა ფიდეს საპირველმარტო რეიტინგში, რომელიც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის საიტზე გუშინ გამოქვეყნდა.

2012 წლის პირველი იანვრისთვის ძაგნიძეს 2535 პუნქტით მე-9 ადგილი ეკავა. 29 თებერვლის მონაცემებით (2559) ჩვენებურმა მე-5 ადგილზე აინაცვლა.

რეიტინგის სათავეში უწინდებურად უნგრელი იუდით პოლგარია ქალთათვის (და არა მარტო მათთვის) სუპერმაჩვენებლით - 2709 პუნქტი.

ათეულში მომდევნო ადგილებზე არიან: ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2639), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2589), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2583), ნანა ძაგნიძე (2559), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2557), კატერინა ლაგნო (უკრაინა, 2546), ჟაო სიუ (ჩინეთი, 2543), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2535) და ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2531).

ძაგნიძის გარდა, ქართველ მოჭადრაკეთაგან პირველ ასეულში შედიან: 16. მაია ჩიბურდანიძე (2500), 22. ბელა ხოტენაშვილი (2490), 37. ლელა ჯავახიშვილი (2448), 39. ნინო ხურციძე (2447), 40. ანა მათნაძე (2447), 44. ნინო ბაციაშვილი (2438), 61. სოფიკო ხუხაშვილი (2408), 62. ნაზი პაიკიძე (2406), 65. სალომე მელია (2400), 70. სოფიკო გურამიშვილი (2395), 80. თამარ წერეთელი (2383), 97. მაია ლომინეიშვილი (2366).

ვაჟთა ასეულს ისევ ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი (2835) მეწინავეობს. ლიდერს 15 პუნქტით ჩამორჩება სომეხი ლევონ არონიანი (2820), მესამე ადგილზეა რუსი ვლადიმირ კრამნიკი (2801). ათეულში შემდეგ მოდიან: მსოფლიოს ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2799), თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2784), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2771), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2767), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2766), ალექსანდრ მოროზევიჩი (რუსეთი, 2765), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2764). 2706 პუნქტით გალელ დიდოსტატ ბაადურ ჯობავას 31-ე პოზიცია უკავია და ჩვენებურთაგან ასეულში ერთადერთი წარმომადგენელია.

20-წლიან გოგონათა ოცეულში ნაზი პაიკიძეს (2406) მე-4, მერი არაბიძეს (2337) კი მე-14 საფეხური უკავია, ვაჟებში კი ქართველთაგან არავინაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა