მადრიდში, პირველად გაიმართება ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ქვეყნების წარმომადგენელ თანატოლებთან იასპარეზებს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები წლეულს ევროპის სარაგბო ელიტაში იასპარეზებს.

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, პირველად გაიმართება ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ქვეყნების წარმომადგენელ თანატოლებთან იასპარეზებს.

თავდაპირველად შეჯიბრებაში მონაწილე რვა გუნდი ორ ჯგუფში გაანაწილეს. "უმცროს ბორჯღალოსნებს" ინგლისის, უელსისა და იტალიის ნაკრებებთან უნდა ეთმაშათ, თუმცა მოგვიანებით ორგანიზატორებმა ტურნირის ფორმატი შეცვალეს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრები

მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში მეტოქე უელსისა და იტალიის ნაკრებებს შორის მოგებულს ეთამაშება. ამავე წყვილში წაგებულთან ვითამაშებთ მაშინაც, თუ დავმარცხდებით.

ამ მგუნდების გარდა ევროპის ჩემპიონატზე ირლანდიის, შოტლანდიის, საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებებიც იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელის ილია მაისურაძის ხელმძღვანელობით, რომელიც ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელიცაა, მზადებას "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" იანვრიდან შეუდგა. ჩვენი გუნდი 19 მარტს საფრანგეთში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე წვრთნას იქ განაგრძობს, იქვე იგეგმება რამდენიმე საკონტროლო შეხვედრის გამართვაც.

დღესდღეობით, ილია მაისურაძის განკარგულებაში 33 მორაგბეა. აღსანიშნავია, რომ გუნდში საკმაოდ ბევრი მორაგბეა რეგიონიდან. ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების შანსი, თბილისელ მორაგბეებთან ერთად ქუთაისელ, ფოთელ, რუსთაველ, თელაველ და პატარძეულელ

მოთამაშეებსაც აქვთ.

მაისურაძეს ასისტენტობას უწევენ ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელები ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი და ირაკლი ჭყონია.

საქართველოს ნაკრები

ლექსო ცისკარიშვილი (თბილისი), მიხეილ ზურიკაშვილი, გიორგი ნათელაშვილი, გიორგი მღებრიშვილი (სამივე-ხარები), ბადრი ალხაზიშვილი, ილია მელაძე, გიორგი გოგლიძე, საბა შუბითიძე (ოთხივე-აკადემია), ბექა ფირიაშვილი, სოსო ტუკვაძე (ორივე-ყოჩები), გიორგი მარგველანი, ვახტანგ ამირანაშვილი (ორივე-ივერია), მიხეილ მასხარაშვილი, შოთა თევზაძე, ონისე მოგელაშვილი, ნიკა ამაშუკელი, ლაშა ნადირაძე (ხუთივე-ჯიქები), ფარნა გასვიანი (ლოკომოტივი), გიორგი აფციაური (უნივერსიტეტი), ლაშა ლაშხია, საბა ჩიხლაძე, ზურა ჯულაყიძე (სამივე-ლელო), რეზო ბროძელი (არმაზი), გიორგი ტალახაძე, დევი დევსურაშვილი (ორივე-ხულიგანა), მურაზ გიორგაძე (ვეფხვები), ზურა ხარებავა (რაინდები), შალვა შაშიაშვილი, თეიმურაზ თუთბერიძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ფრუიძე, იოსებ კიკვიძე (ხუთივე-აია), ვანო ბერიკაშვილი (თელავი).

ევროპის ჩემპიონატი. 30 მარტი

მეოთხედფინალი

საქართველო-ინგლისი, ირლანდია-პორტუგალია, უელსი-იტალია, საფრანგეთი-შოტლანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

MEE
და როდის დაბრუნდებიან გამარჯვებული მორაგბეები საქართველოში ?? :))

ბადრი ალხაზაშვილი და არა ალხაზიშვილი
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა