სოჭში გამართული მატჩის შემდეგ, რუმინელებს გასახდელში ცხელი წყალი არ დახვდათ
საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშებაში მომდევნო შეხვედრას სტუმტრად გამართავს ბუქარესტში რუმინეთის ეროვნულ გუნდთან.

ამ შეხვედრას, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თასისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

"მუხის ფოთლებმა" წლევანდელ შეჯიბრებაში ორი მატჩიდან ორივე მოიგეს. ორივე შემთხვევაში მათი მეტოქე უშუალო კონკურენტრბი პორტუგალიისა და რუსეთის ნაკრებები იყვნენ. განსაკუთრებული ინტერესი სწორედ ამ უკანასკნელთან სოჭში გამართულმა მატჩმა გამოიწვია, რომელიც რუმინელებმა მოულოდნელად მშრალი ანგარიშით 25:0 მოიგეს.

როგორც რუსთა გარემარბმა ვლადიმერ ოსტროუშკომ საკუთარ ბლოგზე დაწერა, თამაში ძალიან ცუდ ამინდში მიმდინარეობა. სოჭში გადაუღებლად წვიმდა და მოედანი ტალახიანი იყო. შეხვედრაში ძირითადად მორკინალები აქტიურობდნენ და როგორც ჩვენი, ისე რუმინელთა უკანახაზელები ვიდექით და ვიყინებოდითო.

ცუდი მეტეოროლოგიურ პირობებზე ისაუბრა თავის ბლოგში რუმინელმა დანიელ კარპომ. თამაშის შემდეგ გასახდელში დაბრუნებულნი სახტად დავრჩით. თავიდან ფეხებამდე ტალახში ამოსვრილებს ცხელი წყალი არ დაგვხვდა. ცივით კი ვერაფრით ვიბანავეთ და იძულებულნი გავხდით, შხაპი მხოლოდ შინ დაბრუნებულებს მიგვეღო.

ამის გარდა კარპო საქართველოს ნაკრებთან მომავალ შეხვედრაზეც საუბრობს. რუმინელები ჩვენ მორაგბეებთან სათამაშოდ სერიოზულად ემზადებიან და მსოფლიოს თასზე განცდილი მარცხის გამო რევანშის აღება სურთ. თანაც როგორც კარპომ აღნიშნა:

"საქართველოს ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელსაც ერთა თასზე ჩვენი დამარცხება შეუძლიაო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა