"ქვეყანაში სპორტის განვითარების დონე თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს"
საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" სპორტის თემატურ ჯგუფს ლევან ყიფიანი უხელმძღვანელებს.

ჯგუფის პრეზენტაცია, 1 მარტს გაიმართა. ჯგუფის წევრები კი არიან: სპორტის საერთაშორისო ექსპერტი, ევროპის ხელბურთის დელეგატი თამაზ თევზაძე, ევროპის ჩემპიონი კრივში, საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი და მოსკოვის ოლიმპიადის მონაწილე დავით კვაჭაძე; სამბოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში ოლეგ იაძე; მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი სამბოში, XX საუკუნის საუკეთესო სამბისტი საქართველოში იოსებ მაღალაშვილი; უიმბლდონის ვიცე-ჩემპიონი წყვილთა შორის, ფინალისტი ერთეულთა შორის ჩოგბურთში, ევროპის და საბჭოთა კავშირის არაერთგზის ჩემპიონი ალექსანდრე მეტრეველი; ეროვნული ნაკრების ვეტერანი, კავშირი "ჩვენი ფეხბურთის" წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი; ევროპის ჩემპიონი აფროსნობაში, ბარსელონას, ატლანტის ოლიმპიური თამაშების მონაწილე და საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი აფროსნობაში ზურაბ ბიგანიშვილი; სეულის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი მძლეოსნობაში და საქართველოს ჩემპიონი მძლეოსნობაში, ატლანტის ოლიმპიადის მონაწილე მაია აზარაშვილი; საქართველოს ოლიმპიური აკადემიის რექტორი, პროფესორი ლელა აფციაური; ვეტერანი კალათბურთელი, ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის კალათბურთში, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ზურაბ გრძელიძე; საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ორგზის თასის მფლობელი, ევროპის რეგიონთა თასის ვიცე-ჩემპიონი რამაზ სანებლიძე და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს კალათბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, კალათბურთში საქართველოს ჩემპიონთა თასის მფლობელი, აზერბაიჯანის ჩემპიონი ნუგზარ კანდელაკი.

როგორც სპორტის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლევან ყიფიანმა პრეზენტაციისას განაცხადა, ბოლო წლებში საერთაშორისო სარბიელზე ქართველი სპორტსმენების მიღწევებისა და ამ საქმეში მწვრთნელების და სპეციალისტების მიერ შეტანილი დიდი წვლილის მიუხედავად, ქვეყანაში ფიზიკური განათლებისა და სპორტის განვითარების დონე საზოგადოების თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

"სპორტის შესახებ არსებული კანონი ძირითადად დეკლარაციული ხასიათისაა და ვერ უზრუნველყოფს სპორტის განვითარების ხელშეწყობას, სპორტის სფეროს ორგანიზაციულ-სტრუქტურული და მართვის თანამედროვე სისტემის შექმნას, ასევე მატერიალურ-ტექნიკური საფუძვლების განმტკიცებას. საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" სპორტის თემატური ჯგუფის მიზანი სწორედ ამ პრობლემებთან გამკლავებაა", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

მისივე თქმით, სპორტის ჯგუფი მუშაობს საქართველოში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარების კონცეფციაზე, რომელშიც აისახება, როგორც არსებული ვითარება, ასევე სპორტის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

interpressnews.ge

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე