ესპანური გამოცემა "ელ მუნდო დეპორტივო" წერს, რომ ტერ შტეგენით თვით "ბარსელონაა" დაინტერესებული
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ოთხშაბათს გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების კარი დაიცვა და მშრალად შეინახა - ახალგაზრდულმა ბუნდესგუნდმა ბერძენ თანატოლებთან საკვალიფიკაციო მატჩი 1:0 მოიგო.

ახალგაზრდა მეკარე გერმანიის ჩემპიონატშიც შესანიშნავად თამაშობს - "გლადბახს" "ბაიერნთან" ერთად ხომ ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული.

გერმანელი ექსპერტები 19 წლის მეკარეს უკვე მიიჩნევენ მანუელ ნოიერის კონკურენტად და უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ესპანური გამოცემა "ელ მუნდო დეპორტივო" კი წერს, რომ ტერ შტეგენით თვით "ბარსელონაა" დაინტერესებული. ხსენებული გაზეთი ახალგაზრდა გერმანელ კიპერს "მომავლის მეკარედ" მოიხსენიებს და დარწმუნებით იუწყება, რომ ტერ შტეგენის გვარი "ბარსას" დაკვირვების ქვეშ მყოფ ფეხბურთელებს შორის დიდ მოწინავე პოზიციაზე წერია.

"ელ მუნდო დეპორტივოს" ცნობით, კატალონიური გრანდი მიონხენგლადბახელს რამდენიმე თვეა აკვირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა