გაზაფხულის პირველ დღეს ბარსელონაში წინასასეზონო ტესტების ბოლოს სერია დაიწყო
გაზაფხულის პირველ დღეს ბარსელონაში დაიწყო წინასასეზონო ტესტების ბოლოს სერია. ფორმულა 1-ის გუნდებს თბილ ამინდში მოუწიათ მუშაობა.

ცხრა გუნდმა გააგრძელა მზადება ახალი სეზონისთვის. მხოლოდ რუსული საჯინიბო - "მარუსია" ვერ ჩავიდა ბარსელონაში, რადგან ვერც მესამე ცდაზე გაიარა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის აუცილებელი კრაშ-ტესტი.

ბევრმა გუნდმა სერიოზული ტექნიკური განახლება შემოგვთავაზა. დილით საჯინიბოების უმრავლესობა მოკლე წრეების სერიებზე მუშაობდა, მეორეში კი გრძელ სერიაზე გადაერთნენ.

ტრასაზე დაბრუნდა "ლოტუსი", რომელმაც ტესტების მეორე სერია ტექნიკური პრობლემების გამო გამოტოვა. გუშინ E20-ის საჭესთან რომენ გროსჟანი იჯდა. გუნდის შეფმა ერიკ ბულიემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა პრობლემა დაძლეულია. როგორც ჩანს, ეს მართლაც ასეა, რადგან პირველ დღეს საუკეთესო დრო სწორედ გროსჟანმა აჩვენა.

ყველაზე გრძელი დისტანცია ნიკო როსბერგმა გაიარა - 128 წრე. ამ მაჩვენებლით მეორე იყო ვიტალი პეტროვი - ამჯერად "კატერჰემმა"

სერიოზული პრობლემების გარეშე ჩაატარა ტესტები.

ტრასაზე ორჯერ გამოფინეს წითელი დროშები - პირველად მაშინ, როცა პერესის მანქანას საწვავი გაუთავდა, მეორედ კი პეტროვის მეექვსე მოსახვევში გაჩერების გამო.

I დღე

1. რ. გროსჟანი (Lotus) 1.23,252 (73 წრე)

2. ჯ. ბატონი (McLaren) +0,258 (64)

3. ს. პერესი (Sauber) +0,568 (118)

4. მ. უებერი (Red Bull) +0,578 (102)

5. ნ. როსბერგი (Mercedes) +0,740 (128)

6. ჟ. ვერნი (Toro Rosso) +0,964 (113)

7. პ. დი რესტა (Force India) +1,053 (98)

8. ფ. მასა (Ferrari) +1,066 (105)

9. ვ. პეტროვი (Caterham) +1,624 (123)

10. პ. მალდონადო (Williams) +2,335 (58)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა