ახლოვდება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღე და სულ უფრო აქტიურად განიხილავენ მომავალ ხმაურიან ტრეიდებს
ახლოვდება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღე და ამერიკულ პრესაში სულ უფრო აქტიურად განიხილავენ მომავალ ხმაურიან ტრეიდებს.

ESPN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "ბოსტონი" აქტიურად ცდილობს რაჟონ რონდოს გაცვლას. იტყობინებიან, რომ კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა კალათბურთელის კონფლიქტით მწვრთნელ დოკ რივერსთან. ხოლო იმის გამო, რომ კლუბში აღარ სჯერათ ჩემპიონობის, ბოსტონელებს არ სურთ რონდოს გარშემო ახალი გუნდის შენება.

ასევე წერენ, რომ დეკემბერში "სელტიქსი" მოლაპარაკებებს აწარმოებდა "გოლდენ სტეიტთან" რონდოს სტივენ კარიში გაცვლის თაობაზე, მაგრამ გარიგება "უორიორზის" გამო არ შედგა.

ერთბაშად რამდენიმე წყარო იუწყება, რომ "ნეტსი" მზად არის თავისი ძირითადი ცენტრი ბრუკ ლოპესი "გოლდენ სტეიტს" მცველ მონტა ელისში გაუცვალოს. "მეომრების" ხელმძღვანელებმა ამაზე უპასუხეს: ელისში მხოლოდ ლოპესი ცოტაა. "გოლდენ სტეიტი" ელისს იმ შემთხვევაში დათმობს, თუ "ნეტსი" ლოპესის გარდა კიდევ ერთ მოთამაშეს გაიმეტებს.

ელისის გვარი სხვა ჭორშიც ფიგურირებს. ამ კალათბურთელით "ორლანდო" დაინტერესდა. როგორც ირკვევა, "მეჯიქს" მონტა ელისი დუაიტ ჰოვარდის შესანარჩუნებლად სჭირდება. კლუბის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ელისის შეძენით დაარწმუნებს "სუპერმენს" გუნდის კონკურენტუნარიანობაში და საბოლოოდ დუიატი არ მოისურვებს გუნდის დატოვებას.

წლევანდელ სეზონში მონტა საშუალოდ 22.2 ქულას აგროვებს, რაც ლიგაში მეშვიდე მაჩვენებელია.

სავარაუდოდ, "ფინიქსში" დარჩება ვეტერანი გამთამაშებელი სტივ ნეში. კლუბის ხელმძღვანელობამ განცხადებით უპასუხა ჭორს იმის შესახებ, თითქოს "ორლანდო" აპირებდა "სანზისთვის" ნეშის ტრეიდზე წინადადებით მიმართვას.

არიზონელთა განცხადების მიხედვით, "სანზი" ნეშის გაცვლას არ აპირებს. "ჩვენ სტივს სხვა გუნდში მხოლოდ მაშინ გავუშვებთ, როცა თავად მოითხოვს ტრეიდს", - ასეთია "ფინიქსის" პოზიცია. შეგახსენებთ, რომ თავად კანადელმა მცველმა არაერთხელ განაცხადა, რომ "ფინიქსის" დატოვებას არ გეგმავს.

ბოლო ორი რეგულარულის საუკეთესო ბომბარდირმა კევინ დურანტმა განაცხადა, რომ ყველაფერი აწყობს თავის დღევანდელ გუნდში.

"ოკლაჰომაში" თავს კარგად ვგრძნობ და ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ. მომწონს ეს ქალაქი და ჩემს დღევანდელ თანაგუნდელებთან ერთად მოედანზე გასვლა.

თან კლუბთან მრავალწლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. ოდესღაც, შესაძლოა, თავისუფალი აგენტი გავხდე და ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ ახლა მხოლოდ სიამოვნების მიღება მინდა კალათბურთისგან", - განაცხადა დურანტმა.

ბრიტანეთი ძლიერდება

"შარლოტ ბობკეტსის" ცენტრმა ბაირონ მალენსმა მოაგვარა ბრიტანული პასპორტის მიღებისთვის საჭირო ყველა ფორმალობა. ასე რომ, 23 წლის კალათბურთელი 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბრიტანეთის ნაკრების ღირსებას დაიცავს.

ოჰაიოელმა კალათბურთელმა 32 მატჩი ჩაატარა "შარლოტის" რიგებში. მისი საშუალო მონაგარი 9.4 ქულა, 4.2 მოხსნა და 0.7 შედეგიანი გადაცემაა. ის 2009 წლის დრაფტზე 24-ე ნომრად აირჩია "დალასმა".

ბრიტანეთის ნაკრების ლიდერმა, "ჩიკაგოს" ფორვარდმა ლუოლ დენგმა განაცხადა, რომ უკვე ელაპარაკა ბაირონს ბრიტანელთა რიგებში სავარაუდო დებიუტზე. "როცა "შარლოტს" ვეთამაშებოდით, ბაირონს ამ საკითხზე გავესაუბრე. მე მგონი, კმაყოფილი ჩანს", - ამბობს დენგი ინგლისურ პრესაში.

პატიმრობა მილების მოპარვისთვის

NBA-ს ყოფილი კალათბურთელი ორლანდო ვულდრიჯი ქალაქ დესოტო პერიშში მიწის სათხრელი აგრეგატიდან ალუმინის მილების

მოპარვისთვის დააპატიმრეს.

ვულდრიჯს ბრალი წაუყენეს 1500 დოლარის ოდენობის ქონების მოპარვაში და მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ყოფილმა კალათბურთელმა გირაოს სახით 2000 დოლარი შეიტანა.

52 წლის ვულდრიჯი NBA-ში 1981-94 წლებში თამაშობდა. მისი პირველი კლუბი იყო "ჩიკაგო ბულზი", შემდეგ რამდენიმე გუნდი გამოიცვალა და კარიერა "ფილადელფიაში" დაასრულა. ამის შემდეგ კალათბურთელი ორი წელი ევროპაში თამაშობდა.

კარიერის დასრულების შემდეგ ვულდრიჯმა მწვრთნელობას მიჰყო ხელი და ქალების NBA-ში მუშაობდა. დღეს ის ABA-ის ლიგაში აგრძელებს სამწვრთნელო კარიერას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა