უკრაინული კლუბი 22 წლის ქართველის სანაცვლოდ "ზესტაფონისთვის" კომპენსაციის გადახდას თავს არიდებს
22 წლის ქართველი ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი ლვოვის "კარპატიში" ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, ხოლო როდესაც განათხოვრების ვადა გაუვა, კლუბთან სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს.

ამის შესახებ სულ ახლახან ლვოვური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაცხადა.

განცხადება უცნაურია, რადგან, უწინდელი ინფორმაციით, "ზესტაფონიდან" უკრაინაში გადაბარგებულმა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა "კარპატისთან" ადრევე გააფორმა სრულფასოვანი კონტრაქტი.

თუმცა აქ ერთი საკითხი ჩნდება: ვინაიდან დაუშვილი 23 წლის ჯერ არ არის, "კარპატი" ვალდებული იყო, საქართველოს ჩემპიონებისთვის კომპენსაციის სახით 360 ათასი ევრო გადაეხადა. ასეთი კომპენსაცია იმ ფეხბურთელებზე ვრცელდება, რომლებიც ყოფილ გუნდში 23 წლამდე დაჰყოფენ. ბუბას 23 წელი მაისში უსრულდება და სავარაუდოდ, უკრაინელთა სურვილიც ისაა, რომ "ზესტაფონისთვის" კომპენსაციის გადახდას თავი აარიდონ.

მაგრამ აქ ისიც გაურკვეველია, ვისთან აფორმებს "კარპატი" იჯარას - დაუშვილი ხომ "ზესტაფონს" აღარ ეკუთვნის და უკვე ლვოველთა საკუთრებაა?!

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა