ქალთა ევროპის ჩემპიონატი კლასიკურ ჭადრაკში თურქეთში 1 მარტს დაიწყება და 13 მარტს დამთავრდება

თურქულ გაზიანთეფში 1 მარტს დაიწყება და 13 მარტს დამთავრდება მოჭადრაკე ქალთა მე-13 ევროპის ჩემპიონატი კლასიკურ ჭადრაკში შვეიცარიული სისტემით 11 ტურად.

თითოეულ მოჭადრაკედს 40 სვლისთვის ეძლევა 90 წუთი, მერე პარტიის ბოლომდე ნახევარი საათი პირველიდან ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით), 15-16 მარტი სწრაფ ჭადრაკს, ხოლო 17-18 მარტი ბლიცებში პირველობას დაეთმობა.

შეჯიბრებაში ქართველთაგან 11 დიდოსტატი და საეთაშორისო ოსტატი ითამაშებს. ესენი არიან: ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ხურციძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ნაზი პაიკიძე, სალომე მელია, სოფიო გვეტაძე, სოფიო გურამიშვილი, მირანდა მიქაძე და მერი არაბიძე.

ჩვენებურები მეტოქეობას გაუწევენ სახელოვან მოჭადრაკეებს: მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებს - ანტოანეტა სტეფანოვას (ბულგარეთი) და ალექსანდრა კოსტენიუკს (რუსეთი), ორ-ორგზის ევროპის ჩემპიონებს - ტატიანა კოსინცევას (რუსეთი) და კატერინა ლაგნოს (უკრაინა),ევროპის ჩემპიონებს - ვიქტორია ჩმილიტეს (ლიტვა), ნატალია ჟუკოვას (უკრაინა) და ელმირა სკრიპჩენკოს (საფრანგეთი), ასევე, 2010 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულ რუსებს - ნადეჟდა კოსინცევას და ვალენტინა გუნინას, სლოვენიელ ანა მუზიჩუკს, ფრანგ მარი სებაგს, გერმანელ ელიზაბეტ პეტცს, სომეხ ელინა დანიელიანსა და სხვებს.

ორგზის ევროპის ჩემპიონმა პია კრამლინგმა (შვედეთი, სწრაფ ჭადრაკში თბილისის საერთაშორისო შეჯიბრების მეორე პრიზიორი) "ვარსკვლავთა ტურნირის" დამთავრებისთანავე გვითხრა, რომ დაიღალა და კონტინენტის პირველბაზე ვეღარ გამოვიდოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა