"ირაკლი და მისი ოჯახი ერთი კვირა საზოგადოებასთან კომუნიკაციას მოკლებული იყვნენ და გვინდოდა მათთვის თანადგომა გამოგვეხატა"
იმერეთის ოლიმპიური მოძრაობის (თავმჯდომარე რევაზ რობაქიძე) ერთ-ერთი საფიქრალი და პრიორიტეტი იმერეთიდან ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვებაა.

ჯერჯერობით საქართველოს ამ კუთხიდან ლონდონის საგზურს მხოლოდ ძალოსანი გიორგი ცირეკიძე ფლობს. რამდენიმე სპორტსმენს კი ოლიმპიადაზე მოხვედრის საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

ყველაზე მეტად ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძისა ეიმედებოდათ, თუმცა მის ირგვლივ ბოლო პერიოდში დატრიალებულმა მოვლენებმა არა მარტო ცირეკიძის მშობლიური ქალაქი, არამედ მთელი საქართველო საგონებელში ჩააგდო.

ოლიმპიურ ჩემპიონს დოპინგტესტზე ჩავარდნის გამო სამთვიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს და მისი ლონდონში წასვლის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სეოკ-ის იმერეთის ორგანიზაცია იმედს არ კარგავს, რომ ცირეკიძე საკუთარი თავის რეაბილიტაციას მოახდენს და ტატამზე დაბრუნების შემდეგ ლიცენზიისთვის გაათმაგებული მოტივაციით იბრძოლებს. რამდენიმე დღის წინ რევაზ რობაქიძე, ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი დავით აბულაძე და საზოგადო მოღვაწე გიზო თავაძე სიტუაციაში უკეთ გასარკვევად ციკერიძეს შინ ეწვივნენ.

"ირაკლი და მთელი მისი ოჯახი ეს ერთი კვირა საზოგადოებასთან კომუნიკაციას მოკლებული იყვნენ და გვინდოდა მათთვის თანადგომა გამოგვეხატა. ვფიქრობ, რომ ჩვენი მისვლით ოლიმპიური ჩემპიონის ოჯახში დადებითი მუხტი შევიტანეთ. ირაკლიმ გვითხრა, რომ მომხდარის ირგვლივ შეფასებები გადაჭარბებულია.

მისი განწყობა საკმაოდ პოზიტიური და საბრძოლოა. განსაკუთრებულ კმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობის მიმართ, რადგან კიდევ ერთხელ მისცეს შანსი საქართველოს ნაკრებთან ერთად დისკვალიფიკაციის მოხსნამდე იაპონიაში შეკრებაზე წავიდეს.

ამ ფაქტმა ცირეკიძეზე შესაძლოა სტიმულატორივით იმოქმედოს. ახლა მან უნდა დაამტკიცოს, რომ კვლავ შეუძლია სამშობლოს დიდი გამარჯვებები მოუტანოს. ამის შანსი კი ევროპის ჩემპიონატზე მიეცემა", - გვითხრა რევაზ რობაქიძემ. მანვე ორგანიზაციის საქმიანობაზეც ისაუბრა.

"ოლიმპიური მოძრაობა იმერეთში სეოკის საერთო ღონისძიებების პროგრამის ჩარჩოებში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის თავიდანვე მოემზადა.

სამხარეო ადმინისტრაციის და ქუთაისის თვითმმართველობის მხარდაჭერით, კულტურისა და სპორტის სამსახურთან და სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებასთან ერთად განვახორციელეთ რამდენიმე პროექტი. ქუთაისი ერთადერთი ქალაქია, სადაც ცენტრში, სპეციალურად მოწყობილ ბაღში ოლიმპიურ ჩემპიონთა ვარსკვლავებია გახსნილი, რომელიც წლეულს, მაისში, კიდევ უფრო კეთილმოეწყობა. სეოკის იმერეთის ორგანიზაციამ რამდენიმე საგანმანათლებლო პროექტიც განახორციელა.

ბოლოს, სპორტულ სკოლებში მოეწყო კონკურსი ხატვაში "მე მომავალი ოლიმპიელი ვარ. ნამუშევართა აბსოლუტური უმრავლესობა ევროპის ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"-ის თემას მიეძღვნა. პროექტში იმ ასაკის მოზარდები იყვნენ ჩართულნი, რომლებიც ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის აქედანვე ემზადებიან.

ამჟამად ოლიმპიური მოძრაობა კიდევ ერთ კონკურსს იწყებს.

რევაზ რობაქიძე: "სპორტულ სკოლებში გაერთიანებული მოზარდებისთვის, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკასთან ერთად, ტარდება ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის მიძღვნილი ლიტერატურული კონკურსი, რისი მიზანიცაა გავიგოთ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ბავშვებს ოლიმპიური სამყარო და საკუთარი თავი ოლიმპიურ მოძრაობაში.

კონკურსის თემებია: "ოლიმპიური თამაშები ჩვენს ეზოში", "ოლიმპიური ცეცხლი მყინვარწვერზე" და "ოლიმპიური ჩემპიონი ჩემს ცხოვრებაში". ვფიქრობ, კონკურსში ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება და მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

რედაქციისაგან: ხსენებული პირველი ორი თემა 2001 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ლიტერატურულ კონკურსზე იყო წარდგენილი საქართველოდან და ორივე პირველი პრემიით აღინიშნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Judooo
ცირე უნდა მოიგოოოოოო !!! ოლუმპიადა უნდა მოიგოოო !!! ;););)
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა