გურამ კაშიამ "ვიტესთან" კონტრაქტი გააფორმა და მალე კლუბის მაისურასაც მოირგებს. თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ჰოლანდიურ კლუბში 31 აგვისტოს, სატრანსფერო "ფანჯრის" დახურვის დღეს ჩაირიცხა. 23 წლის კაშია უცხოეთში წასვლაზე დიდი ხანია ოცნებობდა, პრაღის "სპარტასა" და ჰაიფას "მაქაბიში" ჩაშლილი ტრანსფერის გამო ბევრი ინერვიულა, მაგრამ საბოლოოდ ევროპის ერთ-ერთ ძლიერ ლიგაში მოხვდა.

გურამ კაშიამ "ვიტესთან" კონტრაქტი გააფორმა და მალე კლუბის მაისურასაც მოირგებს. თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ჰოლანდიურ კლუბში 31 აგვისტოს, სატრანსფერო "ფანჯრის" დახურვის დღეს ჩაირიცხა. 23 წლის კაშია უცხოეთში წასვლაზე დიდი ხანია ოცნებობდა, პრაღის "სპარტასა" და ჰაიფას "მაქაბიში" ჩაშლილი ტრანსფერის გამო ბევრი ინერვიულა, მაგრამ საბოლოოდ ევროპის ერთ-ერთ ძლიერ ლიგაში მოხვდა. გურამი ამბობს, რომ მისთვის ჰოლანდიაში გადასვლა მიზნისკენ გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია...

- გურამ, ჯერ ჰოლანდიაში გადასვლას გილოცავთ. თქვენს ბედს ბევრი ქართველი ფეხბურთელი ინატრებდა...

- "ვიტესში" ჩარიცხვით მართლაც ძალიან ბედნიერი ვარ. სხვათა შორის, ამ კლუბის ვებგვერდმა მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს, კონტრაქტი 1+1 წლით გავაფორმე, სინამდვილეში ხელშეკრულება უფრო ხანგრძლივ (1+2) ვადაზეა გათვლილი. ხელშეკრულება თბილისში ყოფნისას გავაფორმე.

- "ვიტესმა" წარმომადგენლები თბილისში გამოგზავნა?

- საქმე სხვაგვარად იყო. ყველაფერი 31 აგვისტოს გადაწყდა, სატრანსფერო "ფანჯარა" იხურებოდა და ჰოლანდიაში გადაფრენას ფიზიკურად ვერ ვასწრებდი. ამიტომ, კონტრაქტს ხელი მოვაწერე და არნემში ფაქსით გავაგზავნე. ჰოლანდიაში ამის მერე წავედი, სამედიცინო შემოწმება გავიარე, მაგრამ გუნდთან ვერ ვივარჯიშე და ახლახან დავბრუნდი. თურმე, სამუშაო ვიზის გარეშე კლუბში ვარჯიშის უფლებაც კი არ გაქვს. ვიზა კი ჯერ არ გამიკეთებია. ჰოლანდიის კანონმდებლობით, ვიზის ასაღებად 10 სამუშაო დღეა საჭირო. არის გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც ვიზას ოთხ დღეშიც გასცემენ და "ვიტესის" ხელმძღვანელობა ცდილობს, სწორედ ეს ვიზა მოიპოვოს და იმედია, კლუბთან ერთად მალე ვივარჯიშებ. უმადური ადამიანი არ ვარ და ეს აუცილებლად უნდა ვთქვა - ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლები ჩემი გულისთვის სამსახურში ღამის თორმეტ საათამდე გაჩერდნენ, ტრანსფერი რომ არ ჩაშლილიყო... გვერდიდან არ მშორდებოდნენ გიორგი ქინქლაძე და გოგა გახოკიძე. ძალიან დიდი როლი ითამაშა "ოლიმპის" მეპატრონე ტარიელ ხეჩიკაშვილმაც, რომელიც, ჩემდა ბედად, არნემში ჭანტურიას ტრანსფერის გამო იმყოფებოდა და უანგაროდ ძალიან დიდი სამსახური გამიწია.

- "ვიტესთან" მოლაპარაკება როდის დაიწყეთ?

- ერთი თვის წინ თბილისში მერაბ ჟორდანიას შევხვდი და გადასვლა შემომთავაზა. დასაფიქრებელი არაფერი იყო და დავთანხმდი, მაგრამ მთავარი გახლდათ ის, რომ "დინამომ" წასვლის უფლება მომცა... სიმართლე გითხრათ, დავისვენე, რადგან უცხოეთში წასვლაზე ბევრს ვნერვიულობდი და მშვიდად ვერც ვთამაშობდი და ვერც ვვარჯიშობდი.

- კლუბს გაეცანით, მის თამაშს დაესწარით და საინტერესოა, როგორია პირველი შთაბეჭდილებები?

- საქართველოსა და ჰოლანდიის პირობები, საფეხბურთო გარემო, ბაზები, პირობები, მოედნები და სტადიონები როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, ძალიან კარგი გულშემატკივრებიც ჰყავთ, ხალხი ფეხბურთელებს ხელის გულზე ატარებს. ორი დღის ჩასული ვიყავი და ყველა მცნობდა. გუნდში ახალ მოთამაშეს ყოველთვის კარგად ხვდებიან, მაგრამ არნემში ხელმძღვანელების, პერსონალისა და თავად მოთამაშეებისგან მაინც გამორჩეული სითბო ვიგრძენი. ექიმი რომ ექიმია, იმის კეთილგანწყობასაც ვგრძნობდი. ტაქსის მძღოლები გუნდის პერსპექტივაზე მელაპარაკებოდნენ და ასე შემდეგ. მოკლედ, მთელი ქალაქი "ვიტესის" მომავალსა და მის ქართველ მეპატრონეებზე ლაპარაკობდა. მერაბ ჟორდანის მისვლის შემდეგ, ქართველებზე ბევრი კარგი რამ დაიწერა, გულშემატკივრები გამოცოცხლდნენ და იმედიანად არიან. ყველამ იცის, რომ ჟორდანიას პრესკონფერენციის მეორე დღეს, არნემში "ვიტესის" საშინაო მატჩზე დასასწრები 1200 აბონემენტი გაიყიდა. სეზონის მსვლელობისას ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. სიმართლე გითხრათ, თავიდან კარგად არც ვიცოდი, რა კლუბში მივდიოდი. ძალიან მდიდარი ტრადიციის აღმოჩნდა. ჰოლანდიის ჩემპიონი XIX საუკუნეში გახდა და თავის ქვეყანაში გამორჩეული არაა. ამის მიუხედავად, ტრადიცია და გამოცდილება კლუბზე დიდი გავლენას ახდენს და "ვიტესში" ეს იგრძნობოდა.

- ჟორდანიასა და კლუბის დირექტორატის ქართველი წევრებისადმი ზოგადად როგორი დამოკიდებულებაა?

- ძალიან კარგი. აარნემში დიდი ხანია შეეჩვივნენ, რომ "ვიტესი" ვეღარაფერს იგებდა და ამ დროს კლუბში ძალიან ამბიციური მეპატრონე გამოჩნდა, რომელიც კლუბის ორჯერ მეტ ბიუჯეტსა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ჰპირდება. კლუბში მოიყვანა "ჩელსის", "არსენალისა" და განის ნაკრების ფეხბურთელები, რასაც "ვიტესის" გულშემატკივრები მანამდე ვერც წარმოიდგენდნენ და ჟორდანიას მისვლა არ გაუხარდებოდათ?! გულშემატკივარმა ქართველების მისვლის შედეგი უკვე დაინახა და მეამაყება, ჰოლანდიურ კლუბში ქართველებს ასე რომ ემადლიერებიან. ეს ისევ საქართველოს სახელია - არნემში ჩვენს ქვეყანაზე ბევრი არაფერი იცოდნენ, ახლა კი კეთილგანწყობილნი არიან.

- თქვენი აზრით, რა ნაკლის გამოსწორება დაგჭირდება, კლუბის ძირითადში თავისუფლად რომ ითამაშო?

- ფიზიკური მოღონიერება მჭირდება, თორემ ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად ჰოლანდიაში სათამაშოდ მზად ვარ. მეპატრონე და მწვრთნელი მენდობა და ეს დიდი სტიმულია. ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. ხალხი მენდობა და ეს იმედები უნდა გავუმართლო. კონტრაქტი გააფორმო, კარგ პირობებს დასჯერდე და ფეხი ფეხზე გადაიდო, ეს ბუნებაში არ მაქვს. ზარმაცი არასდროს ვყოფილვარ და მხოლოდ ჰოლანდიაში წასვლას ვერ დავკმაყოფილდები, პირიქით, ახლა ძაღლივით უნდა მოვინდომო - ჩემზეა დამოკიდებული, "ვიტესში" ქართველებს გზა გაეხსნებათ თუ - არა. მივდივარ ძირითადში თამაშის სურვილით და მინდა, არნემში გამორჩეული მოთამაშე გავხდე.

- "სერკლ ბრიუგესთან" ჭანტურიას თამაში თუ ნახეთ?

- მოედანზე ბოლო წუთებში შეუშვეს, თუმცა კი მოასწრო და თამაში საკმაოდ გაამწვავა, ორი საგოლე მომენტი შექმნა, კარგად იხსნებოდა.

- ახლა ინდივიდუალურად ვარჯიშობთ?

- "დინამომ" ვარჯიშის უფლება მომცა და წასვლამდე დიღმის ბაზაზე ვივარჯიშებ. ტრანსფერი რომ გადაწყდა, უცებ დავფიქრდი: 8 წელი ვთამაშობდი "დინამოში", აქედან 5 წელი - ძირითადში, ჩემი ძმა კი 9 წელია "დინამოშია" და ცხადია, ეს კლუბი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მეორე ოჯახივითაა. ცოტა უცნაური კი არის, გუნდი ოფიციალურად ერთი კვირის წინ დავტოვე და ჯერ კიდევ ბაზაზე ვვარჯიშობ, მაგრამ "დინამო" უკვე მენატრება... ის ჩემთვის იყო და ყოველთვის დარჩება უპირველეს კლუბად, წელს განსაკუთრებით შეკრული გუნდი და გულიანი ბიჭები შეიკრიბდნენ. მიყვარდა იქაური ატმოსფერო, ბიჭების თანადგომა - მართალია, ჯერ "დინამო" ჩემპიონატს არ ლიდერობს, მაგრამ ასეთი სულისკვეთებით გუნდი წარმატებებს მიაღწევს.

ლელო

JANDIERI
საერთოდ, ადამიანი, რომელიც სხვისი ცუდით გახარებულია, სულით ავადმყოფია. ჟორდანიამ კაშიას წაყვანით კარგი საქმე გააკეთა, ეს კაცი მეც არ მევასებოდა, მაგრამ როდესაც კარგს აკეთებს, არ უნდა აგინო და კარგის კეთების სურვილი კიდევ და კიდევ გაუჩინო. ესაა ქრისტაიანობა და არა სულ ცუდის წამოძახება.
JANDIERI
kostakurta შენნაირი ბოღმები მხოლოდ ადამიანის დაჭერით იღებთ ბედნიერებას
koku
კაშოზე ბევრია დამოკიდებული უნდა გაკაჩოს და სხებსაც გაიყვანს აქიდან
costacurta
ჟორდანიას ადგილი სადაცაა ყველამ კარგად იცის, რაც მაგას ჩათ....ობები გაუკეთებია ვინ მოთვლის, ეხლა ახალი გოთვერნული გეგმები ექნება როგორ იყიდოს კაპიკებში და როგორ გაყიდოს მერე მეორეხარისხოვან გუნდებში, რითაც ისედაც სანთლით საძებნ ნიჭიერ ერთი-ორ მოთამაშესაც დავკარგავთ!!!
etuli
costacurta შენ თავს მიხედე რა?
georgia fan
კაი ფეხბურთელია კაშია მევასება მცველმა გოლების გატანა რო იცის გბალელშიკობთ
fc dinamo ge
საგოლ კაშო გაგვახარე შენი იმედი გვაქ
costacurta
ჩვენი გურამ კაშია, ჟორდანიას ტრაკშია!
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
"იამალს გოგონების კალენდარი აქვს, თუ რომელ დღეს რომელ გოგოსთან გაატარებს" - ლამინის ყოფილი ქალბატონი ალაპარაკდა
პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე