ფორმულა 1
ტესტების მეორე დღის დილის სესია ძლიერი ნისლის გამო ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო, მაგრამ ცხრა საჯინიბოს მუშაობაში ხელი არა უამინდობამ, არამედ დღის განმავლობაში წითელი დროშის გამოფენამ შეუშალა. პილოტებს ხშირად უწევდათ წრეების სერიების შეწყვეტა და ბოქსებში დაბრუნება.

შვიდ გუნდში შეცვალეს პილოტი. მხოლოდ "ლოტუსსა" და "ტორო როსოში" დატოვეს პილოტები, რომლებიც წინა დღეს მუშაობდნენ, "უილიამსში" კი დღის გაყოფა გადაწყვიტეს - დილით საჭესთან პასტორ მალდონადო იჯდა, პაუზის შემდეგ ის ბრუნო სენამ შეცვალა. ვენესუელელს ბევრი არაფერი გამოუვიდა - ორი წრის შემდეგ მეხუთე მოსახვევში გაჩერდა. მანქანა სარემონტოდ ბოქსებში გადაიყვანეს და მალდონადომ მუშაობის გაგრძელება მხოლოდ დილის სესიის დასრულებამდე ერთი საათით ადრე შეძლო.

წითელი დროშები ტრასაზე უცხო ნივთების აღმოჩენის, ბოლიდების დაზიანებისა და ტრასიდან გადავარდნის გამო ააფრიალეს. ამ მხრივ პრობლემები ჰქონდათ მალდონადოს, შუმახერს (ორჯერ), ვერნს, ფეტელსა და ჰიულკენბერგს. შედეგად, თუ წინა დღეს ექვსმა პილოტმა შეძლო 100 წრეზე მეტის გავლა, გუშინ ეს მხოლოდ სამმა პილოტმა მოახერხა.

საღამოსკენ სიტუაცია სტაბილური გახდა. ფერნანდო ალონსომ და რომენ გროსჟანმა რბოლის იმიტაცია გამართეს, დღის ბოლოს კი გროსჟანი რბოლის იმიტაციაზე გადავიდა და ზედიზედ მეორე დღეს საბოლოო ოქმს სათავეში ჩაუდგა.

"მერსედესი", "მაკლარენი" და "ლოტუსი" პერსპექტიულ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს ტესტავდნენ, "ფერარიში" მუშაობდნენ წინა ანტიფრთის ახალ კონფიგურაციაზე. "ზაუბერს", "ტორო როსოსა" და "ფორს ინდიას" სირთულეები შეექმნათ, მაგრამ თუ კობაიაშიმ და ვერნმა შეძლეს ტრასაზე დაბრუნება, ჰიულკენბერგს პროგრამის ვადაზე ადრე დასრულება მოუწია.

3 და 4 მარტს, ტესტების ბოლო ორ დღეს უფრო ნათლად შევიტყობთ ძალთა თანაფარდობის შესახებ, რადგან გუნდებს დაგეგმილი აქვთ კვალიფიკაციისა და რბოლის იმიტაცია.

II დღე

1. რ. გროსჟანი (Lotus) 1.22,614 (124 წრე)

2. ჟ. ვერნი (Toro Rosso) +0,512 (31)

3. ს. ფეტელი (Red Bull) +0,747 (85)

4. ფ. ალონსო (Ferrari) +0,833 (125)

5. ჰ. კოვალაინენი (Caterham) +1,214 (104)

6. კ. კობაიაში (Sauber) +1,222 (77)

7. ნ. ჰიულკენბერგი (Force India) +1,279 (33)

8. მ. შუმახერი (Mercedes) +1,364 (79)

9. ლ. ჰემილტონ (McLaren) +1,497 (65)

10. ბ. სენა (Williams) +2,311 (48)

11. პ. მალდონადო (Williams) +3,187 (20)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა