ჯორჯიელებმა "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში, 5 ქულის სხვაობით - 99:94 დაამარცხეს
"გოლდენ სტეიტთან" მარცხის შემდეგ "ატლანტა ჰოუქსმა" საკუთარი ქომაგების თვალწინ რეაბილიტირება მოახდინა. ჯორჯიელებმა "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში, 5 ქულის სხვაობით - 99:94 დაამარცხეს.

ატლანტელები გადამწყვეტი მეოთხედის წინ 11 ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა ძალები მოიკრიბეს და შინაურ არენაზე ზედიზედ მეორედ დამარცხება არ დაუშვეს. ხელახლა დაშავებული ჯო ჯონსონის არყოფნაში გადამწყვეტი სიტყვა თქვა ჯოშ სმიტმა, რომელმაც 24 ქულასთან ერთად 19 მოხსნაც მიითვალა.

წინა მატჩის დარად პროდუქტიული არ იყო ქართველი ცენტრი. შეგახსენებთ, რომ "გოდენ სტეიტთან" ზაზამ 13 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა, თუმც "მილუოკისთან" ორმაგ დუბლამდე ვერ მივიდა. ფაჩულიამ მოედანზე გატარებულ 23 წუთში 8 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. მას სხვა სტატისტიკური მონაგარი არ ჰქონია. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

"ატლანტა", რომელსაც 21 მოგება და 15 მარცხი აქვს, აღმოსავლეთის ცხრილში კვლავაც მე-6 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა "ქორებს" ისევ ატლანტაში ელით. თბილისში რომ 3 მარტი დაღამდება, "ფილიპს არენაზე" "ჰოუქსი" დასავლელ "მონსტრ" "ოკლაჰომას" უმასპინძლებს.

www.gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა