თურქულ გაზიანთეფში დაიწყო მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატი, სადაც 11 ქართველი მონაწილეობს
23 ქვეყნის 103 წარმომადგენელის (11 საქართველოდანაა) მონაწილეობით 2 მარტს თურქულ გაზიანთეფში დაიწყო მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატი.

ტურნირის რეიტინგფავორიტია ოცწლიანებში მსოფლიოს ჩემპიონი, სლოვენიელი ანა მუზიჩუკი (2583), პირველ ათეულში რეიტინგით შემდეგ მოდიან: 2008 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ნანა ძაგნიძე (2559), ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლაგნო (2546), 2010 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის ოქროსმედალოსანი ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2535), მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2531), ორგზის ევროპის ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2513), მარი სებაგი (საფრანგეთი, 2512), 2010 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2511), ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2497) და ბელა ხოტენაშვილი (2490).

პირველი ტური უიღბლო აღმოჩნდა საქართველოს ნაკრების ლიდერ ნანა ძაგნიძისთვის, რომელმაც ამას წინათ თბილისში პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის სუპერთასი მოიგო სწრაფ ჭადრაკში. ქართველმა დიდოსტატმა 2 მარტს ვერაფერი გააწყო აზერბაიჯანელ საერთაშორისო ოსტატ გულნარ მამადოვას (2324) წინააღმდეგ და თეთრი ფიგურებით 47-ე სვლაზე დანებდა მეტოქეს.

ასევე სუსტად ითამაშა ბელა ხოტენაშვილმა - იგი თეთრებით რუს საერთაშორისო ოსტატ ინა ივახინოვასთან (2285) დამარცხდა.

გაცნობებთ დანარჩენი ფავორიტებისა და ქართველი მოჭადრაკეების შეხვედრათა პირველი ტურის შედეგებს:

ანასტასია სავინა (რუსეთი) - ანა მუზიჩუკი ო,5:0,5, ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი) - კატერინა ლაგნო 0,5:0,5, ნადეჟდა კოსინცევა - მარია მანაკოვა (სერბეთი) 1:0, კუბრა ოზთურქი (თურქეთი) - ანტოანეტა სტეფანოვა 0:1, ტატიანა კოსინცევა - ირინა ბულმაგა (რუმინეთი) 1:0, იოანა დვორაკოვსკა (პოლონეთი) - მარი სებაგი 0:1, ვალენტინა გუნინა - ზუზანა ბოროსოვა (სლოვაკეთი) 1:0, ივა ვადენოვა (ბულგარეთი) - ვიქტორია ჩმილიტე 0:1, ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) - ხაიალა აბდულა (აზერბაიჯანი) 1:0, მიხაელა-ვერონიკა ფოიშორი (რუმინეთი) - ლელა ჯავახიშვილი 0,5:0,5, ნინო ხურციძე - ანა ჰაირაპეტიანი (სომხეთი) 1:0, ნინო ბაციაშვილი - ნარგიზ უმუდოვა (აზერბაიჯანი) 1:0, მონიკა ციგანოვა (ესტონეთი) - ნაზი პაიკიძე 0,5:0,5, სალომე მელია - მარგარიდა კოიმბრა (პორტუგალია) 1:0, კალიმე დე სერუსი (შვეიცარია) - სოფიკო გურამიშვილი 0:1, ოლენა მარტინკოვა (უკრაინა) - მერი არაბიძე 0:1, სოფიო გვეტაძე - სედა ალევი (თურქეთი) 1:0, ირმაკ დაი (თურქეთი) - მირანდა მიქაძე 0:1.

დღეს მე-2 ტურის პარტიები გაიმართება: გურამიშვილი-ნ. კოსინცევა, არაბიძე-კოსტენიუკი, მიქაძე-ხურციძე, ჰოანგ თრანგი (უნგრეთი)-გვეტაძე, ზოია შლეინინგი (გერმანია)-ბაციაშვილი, ნელი ალექსანიანი (რუსეთი)-მელია, ჯავახიშვილი-მონიკა სეპსი (შვეიცარია), პაიკიძე-ისიმ პატელი (თურქეთი), სანდუგახ შაიდულინა (რუსეთი)-ძაგნიძე, კაროლინა ოლსაროვა (ჩეხეთი)-ხორენაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nemso
სხვებსაც მიაქციეთ ყურადღება,გეყოთ.გამოფხიზლდით
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა