მე-5 ტურში "ქუთაისმა" საკუთარ მოედანზე დებიუტანტი "ოლიმპი" მიიღო და მეტოქე 90:84 დაამარცხა
სუპერლიგის მეორე წრის მე-5 ტური ქუთაისში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა "ქუთაისმა" საკუთარ მოედანზე დებიუტანტი "ოლიმპი" მიიღო და მეტოქე 90:84 დაამარცხა.

მატჩი თავიდანვე "იმერელთა" სასარგებლოდ წარიმართა, რომლებმაც პირველ ტაიმში საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზეს და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 49:39. დაცვაში აქტიური თამაშის წყალობით მოპოვებული უპირატესობა" "ქუთაისს" არც მეორე ტაიმში დაუკარგავს.

მესამე პერიოდის დასასრულს ქუთაისელებმა მეტოქე წინ არ გაუშვეს და აღნიშნული მეოთხედის დასასრულს 2-ქულის სხვაობით, 65:62 იმარჯვეს.

დასკვნით პერიოდში კი "ქუთაისი" კვლავ ჩინებულად გაისარჯა და ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა

"ოლიმპის" შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ლაშა გამყრელიძემ და ივან ტოდოროვიჩმა შეასრულეს. გამყრელიძემ 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, ხოლო მისი თანაგუნდელის, ტოდოროვიჩის ანაგარიშზე - 11 ქულა და 10 მოხსნაა. "ქუთაისს 18 ქულით ულიდერა გიგი ბარბაქაძემ, ხოლო ორმაგ დუბლამდე თითო მოხსნა და პასი რიჩარდ მათიაშვილსა(12ქ.9მ) და გოგა ცეკვავას (12ქ.9პ)დააკლდათ.

მატჩის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს:

დავით უსტიაშვილი (ქუთაისის მწვრთნელი): ვიცოდით რომ წინ ძალიან დაძაბული შეხვედრა და დიდი ბრძოლა გველოდა, ამიტომ მაქსიმალურად მოვემზადეთ ამ მატჩისთვის. მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ ვიყავით, თამაშს ვაკონტროლებდით და ვფიქრობ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩვენმა გუნდმა ჩინებულად იასპარეზა დაცვაში, თავდასხმაშიც საკმარისად იბრძოლა და ძლიერი გუნდი დაამარცხა.

გია კაზანჯიანი (ოლიმპის მწვრთნელი):ძალიან ცუდად ვითამაშეთ დაცვაში და სიმაღლით ჩვენზე ბევრად დაბალ გუნდთან დავმარცხდით. ფარი წავაგეთ, ცენტრებმა კი თავდაცაში ძალიან სუსტად იასპარეზეს, რაც მარცხის მთავარი მიზეზი გახდა. 90 ქულა წელს არცერთ გუნდთან არ გაგვიშვია. "ქუთაისმა" ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

superleague.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა