ბიატლონი. მსოფლიო ჩემპიონატი
რუპოლდინში მსოფლიო ჩემპიონატი სპრინტით გაგრძელდა. ქალებს შორის მასპინძელმა მაგდალენა ნოიერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღეს ის ყველაზე ძლიერია სპორტის ამ სახეობაში და რა სამწუხაროა, რომ კარიერის ზენიტში მყოფი გერმანელი ამ სეზონის შემდეგ აქტიურ კარიერას ასრულებს.

ნოიერი სტარტის წინ ამბობდა, რომ მთავარი იყო სროლისას შეცდომა არ დაეშვა. და მან ეს ამოცანა წარმატებით გადაჭრა. სროლის სისწრაფით ის მეორე იყო, რბოლაში სისწრაფით კი მხოლოდ დარია დორმაჩოვას ჩამორჩა, მაგრამ გერმანელმა ბელარუსზე 28 წამით ნაკლები დახარჯა ათ გასროლაზე და ტიტული მას დარჩა.

ნოიერი მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონი გახდა. ხანდახან დაუჯერებელია, რომ 25 წლის სპორტსმენმა კარიერაში უკვე ამდენს მიაღწია და კიდევ უფრო რთულია იმის დაჯერება, რომ მაგდალენა დიდი სპორტიდან მიდის.

რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გამოვყოთ დორმაჩოვას გამოსვლა. ვერცხლის პრიზიორს სროლის სისწრაფეში მართლაც აქვს პრობლემები, მაგრამ სიზუსტის მხრივ გართულება არ ჰქონია და ეს უკვე პროგრესია. შესაძლოა, ნოიერის წასვლის შემდეგ სწორედ დორმაჩოვას ეპოქა დადგეს. ამის ყველა პირობა არსებობს.

სპრინტი. ქალები

1. მაგდალენა ნოიერი (გერმანია) - 21:07.0 (0+0); 2. დარია დორმაჩოვა (ბელარუსი) - +15.2 (0+0); 3. ვიტა სემერენკო (უკრაინა) - +37.6 (0+0); 4. ჰელენა ეკჰოლმი (შვედეთი) - +44.9 (0+0); 5. მარი ლორ ბრიუნე (ფინეთი) - +46.7 (0+0); 6. ტორა ბერგერი (ნორვეგია) - +52.4 (0+1).

მამაკაცთა სპრინტში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ბიატლონისტი, რომელმაც სროლისას ორი შეცდომა დაუშვა. ასეთი რამ ამ დისციპლინაში იშვიათად ხდება. სპრინტში ერთი შეცდომითაც რთულია მოგება, რომ არაფერი ვთქვათ ორ აცილებაზე. რთული მეტეოროლიგიური პირობებისას ფრანგებმა საუკეთესოდ შეარჩიეს თხილამურები. საუკეთესო ათეულში სამი ფრანგი აღმოჩნდა, პირველ ადგილზე კი მარტენ ფურკადი გავიდა.

მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლის ლიდერმა თითო სასროლეთზე თითო შეცდომა დაუშვა, ისევე, როგორც მისმა მთავარმა კონკურენტმა ემილ ჰეგლე სვენდსენმა, რომელმაც ვერცხლი მოიპოვა. ფინიშზე ფრანგმა ნორვეგიელს 15 წამი მოუგო, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.

ასეა თუ ისე, რბოლის ტემპით სვენდსენი და ფურკადი აშკარად ჯაბნიდნენ დანარჩენებს. კონკურენტები ნახევარ წამზე მეტით ჩამორჩნენ ამ დუეტს.

ძალიან სუსტად გამოვიდა გერმანიის ნაკრები. მასპინძელთაგან საუკეთესო - ანდრეას ბირნბაჰერი მე-16 ადგილზე გავიდა, გემპლი - მე-19-ზე, წინა ჩემპიონატის სპრინტის ტრიუმფატორი პაიფერი - 37-ეზე.

სპრინტი. კაცები

1. მარტენ ფურკადი (საფრანგეთი) - 24:18.6 (1+1); 2. ემილ ჰეგლე სვენდესენი (ნორვეგია) - +15.1 (1+1); 3. კარლ იუჰან ბერგმანი (შვედეთი) - +17.7 (0+0); 4. დანიელ მეზოტიჩი (ავსტრია) - +27.1 (0+0); 5. სიმონ ფურკადი (საფრანგეთი) - +35.4 (2+0); 6. ფრედრიკ ლინდსტრიომი (შვედეთი) - +35.6 (0+1).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა