ჟერომ ვალკეს განცხადებით, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთი ირლანდიის წარმომადგენელთა ბრიტანეთის ნაკრებში თამაში მათ საფეხბურთო სუვერენიტეტს საფრთხეს არ შეუქმნის
ფიფას გენერალური მდივნის ჟერომ ვალკეს განცხადებით, ლაპარაკი იმაზე, რომ შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთი ირლანდიის წარმომადგენელთა ბრიტანეთის ნაკრებში თამაში მათ საფეხბურთო სუვერენიტეტს საფრთხეს შეუქმნის, საფუძველს მოკლებულია.

მისი აზრით, სასურველი იქნება, თუკი სტიუარ პირსის გუნდი ოთხივე ქვეყნის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. "მიეცით უფლება ფეხბურთელებს თავად გააკეთონ არჩევანი, სურთ თუ არა ბრიტანეთის სახელით ოლიმპიადაზე თამაში. ძალიან ბევრისთვის ეს შეიძლება ნამდვილი ოცნება იყოს და მათ პოზიციას სხვებმა პატივი უნდა სცენ," - თქვა ვალკემ BBC-ის რადიოსთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთი ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციებმა საკუთარ ფეხბურთელებს ოფიციალურად მოუწოდეს, უარი თქვან პირსის გუნდში თამაშზე, თუმცა მათ განცხადებებში ისიც იყო მითითებული, რომ იურიდიულად ისინი ამას მათ ვერ დაავალდებულებდნენ.

შოტლანდიის საფეხბურთო კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა სტიუარტ რიგანმა მხოლოდ ის დაამატა, რომ მსგავსი ნაბიჯით ფეხბურთელები გულშემატკივართა მხრიდან უარყოფით დამოკიდებულებას დაიმსახურებდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო