ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგმა სათამაშო დღემ მაყურებელს ორი საინტერესო დაპირისპირება აჩუქა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგმა სათამაშო დღემ მაყურებელს ორი საინტერესო დაპირისპირება აჩუქა. "ბოსტონმა" საკუთარ მოედანზე მიიღო "ნიუ იორკი", "ლეიკერსმა" - "მაიამი".

"სელტიქსი" მიმდინარე სეზონში არც ისე წარმატებით თამაშობს. NBA-ის 17-გზის ჩემპიონები აღმოსავლეთის ცხრილის შუაში არიან და მოგება/წაგების თითქმის თანაბარი შეფარდება აქვთ.

"ნიქსი" კი, პირველ რიგში, არა საკუთარი თამაშით, არამედ ერთი კალათბურთელის მოქმედებით იწვევს ყურადღებას. მიხვდებოდით, რომ ეს მოთამაშეა ჯერემი ლინი. მთელს ამერიკას "ლინომანია" შეეყარა, თავად კალათბურთელი კი რამდენიმე დღეში ლებრონზე და კობიზე პოპულარული გახდა. თუმცა "ბოსტონის" წინააღმდეგ ლინმა საკმაოდ სუსტი მატჩი ჩაატარა.

"ნიქსმა" მატჩი კარგად დაიწყო. სტაუდმაიერმა და ფილდსმა პირველივე წუთებიდან უზრუნველყვეს სტუმრების უპირატესობა - 5:0. მაგრამ "ნიუ იორკმა" უპირატესობის განვრცობა ვერ მოახერხა, პირიქით, "ბოსტონმა" 12:0 გაქცევით უპასუხა, რომლის სულისჩამდგმელი 5 ქულით პოლ პირსი გახდა. ცოტა ხანში "ნიქსის" დამრიგებელმა ტაიმ-აუტი აიღო და სტუმრებს პაუზამ უშველა. მართალია, თავიდან "კელტებმა" უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდეს, მაგრამ შემდეგ ენტონიმ, ჯეფრიზმა, ჩენდლერმა და ნოვაკმა "ნიქსი" წინ გაიყვანეს - 29:27.

ლინმა კი თავისი პირველი ქულები მეორე მეოთხედის სტარტზე მოიპოვა. "ნიუ იორკი" აკონტროლებდა შეხვედრას და ახლოს არ უშვებდა მოწინააღმდეგეს. შუმპერტმა, ჩენდლერმა და ენტონიმ "ნიქსის" უპირატესობა 12 ქულამდე აიყვანეს. დიდ შესვენებამდე "სელტიქსმა" რონდოსა და პირსის მონდომებით სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა.

მესამე მეოთხედში "ბოსტონმა" გარდატეხა შეიტანა თამაშში. მასპინძლები სისწრაფის ხარჯზე ჯაბნიდნენ მეტოქეს და მესამე 12-წუთეული 29:16 მოიგეს. "სელტიქსი" დიდი ხანი ინარჩუნებდა უპირატესობას, მაგრამ თამაშის გადარჩენა მაინც მას მოუწია. ენტონის მონდომებით “ნიუ იორკმა” საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე სამი ქულით შეძლო წინ გასვლა, მაგრამ პოლ პირსმა, რომელმაც შეხვედრა 34 ქულით დაასრულა, სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.

იქ კი რაჟონ რონდო დომინირებდა, რომელიც პასებს არიგებდა, თავადაც ზუსტად ისროდა და ფარქვეშ ბრძოლასაც არ ივიწყებდა. საბოლოოდ, ის მატჩის გმირი გახდა ფანტასტიკური სამმაგი დუბლით – 18 ქულა, 20 პასი და 17 მოხსნა. ეს ბოლო მაჩვენებელი მისი კარიერის რეკორდი გახლავთ. ოვერტაიმი ბოსტონმა 12:8 მოიგო და შეხვედრაში 115:111 გაიმარჯვა.

ამ გამარჯვებით "სელტიქსი" უფრო დაშორდა "ნიუ იორკს" ცხრილში და მეშვიდე პოზიცია გაიმყარა აღმოსავლეთ კონფერენციაში.

არანაკლებ დაძაბული გამოვიდა შეხვედრა ლოს ანჯელესში. პირველ ორ მეოთხედში მოედანზე ბრაიანტი და კომპანია დომინირებდა. დიდი შესვენებისთვის "ლეიკერსი" გასახდელში 12-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

"ჰიტის" რიგებში ყველაზე აქტიური ჯეიმსი იყო და სწორედ ის გახდა დევნის მთავარი ინიციატორი. მას ამაში უეიდი და ბატიე ეხმარებოდნენ.

საბოლოოდ, "ლეიკერსის" სოლიდური უპირატესობისგან მხოლოდ 2 ქულა დარჩა. მაგრამ მასპინძლებმა მეტის გაკეთების უფლება არ მისცეს მეტოქეს.

მესამე მეოთხედის ბოლოს ჯეიმსმა კინაღამ ჩხუბი მოაწყო მერფისთან, რომელმაც "მეფეს" წინააღმდეგ უხეშად ითამაშა. ურთიერთობის გარკვევამ კარგი არაფერი მოუტანა ლებრონს, რომელმაც დასკვნით მეოთხედში მხოლოდ ორი ქულა დააგროვა. უეიდმა კი მეექვსე პერსონალური მიიღო და შეხვედრა ვადაზე ადრე დაასრულა. საბოლოოდ, "ლეიკერსმა" 93:83 მოიგო. "მაიამიმ" ზედიზედ მეორე მატჩი დათმო.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია "დენვერის" ზედიზედ მესამე გამარჯვება, არადა, ეს გუნდი კვლავაც ნენესა და გალინარის გარეშე თამაშობს.

"ნაგეტსმა" სენსაციურად მოუგო სტუმრად "სან ანტონიოს" და ჩაუმწარა ამ გუნდს მანუ ჯინობილის დაბრუნებით გამოწვეული სიხარული.

მატჩის გმირი ტაი ლოუსონი იყო, რომელმაც 22 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ბოლო წამებზე "სან ანტონიოს" შეეძლო თამაშის გადარჩენა, მაგრამ ნილის შორეული ტყორცნა მიზანს აცდა.

დერონ უილიამსის 57 ქულა გაახარებდა "ნიუ ჯერსის" მფლობელ მიხაილ პროხოროვს, რომელიც ვერ გახდა რუსეთის პრეზიდენტი. "ნეტსმა" 104:101 მოუგო "შარლოტს", უილიამსის გმირობებზე კი ქვემოთ მოგიყვებით.

ატლანტიკისა და ცენტრალური დივიზიონების ლიდერების მატჩში "ჩიკაგომ" სტუმრად დაამარცხა "ფილადელფია" - 96:91. დერიკ როუზმა 35 ქულა დააგროვა და საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე გადამწყვეტი ტყორცნა მოათავსა კალათში.

ბოსტონი-ნიუ იორკი 115:111 (ო)

27:29, 24:27, 29:16, 23:31, 12:8

ბ: პირსი (34+7 მოხსნა), ბასი (18+4 დაფარება), გარნეტი (18+10 მოხსნა+4 ჩაჭრა), რონდო (18+20 პასი+17 მოხსნა), ალენი (12+4 ჩაჭრა).

ნ-ი: ენტონი (25+7 მოხსნა), სტაუდმაიერი (16+13 მოხსნა), ლინი (14+5 პასი), ნოვაკი (14), შუმპერტი (14+5 მოხსნა), ჩენდლერი (8+14 მოხსნა).

ტორონტო-გ. სტეიტი 83:75

18:20, 20:27, 22:11, 23:17

ტ: დეროზანი (25), ბარბოზა (18), ჯ. ჯონსონი (12+12 მოხსნა), ა. ჯონსონი (11+13 მოხსნა+3 დაფარება), დევისი (2+12 მოხსნა).

გ-ს: ლი (22+12 მოხსნა), ელისი (20+7 პასი).

ჰიუსტონი-კლიპერსი 103:105 (ო)

30:25, 17:20, 27:32, 23:20, 6:8

ჰ: მარტინი (25+8 პასი), დალემბერი (17+12 მოხსნა+3 დაფარება), სკოლა (16+12 მოხსნა), ლოური (14+5 მოხსნა), ლი (13), პერსონსი (11).

კ: პოლი (28+10 პასი), ფოიე (15), ბატლერი (14), გრიფინი (14+11 მოხსნა), უილიამსი (14), მარტინი (10+7 მოხსნა), ჯორდანი (8+11 მოხსნა).

ფინიქსი-საკრამენტო 96:88

29:32, 18:20, 23:19, 26:17

ფ: ნეში (19+7 პასი), გორტატი (14+17 მოხსნა), დადლი (14+6 მოხსნა), ბრაუნი (13), ფრაი (11+10 მოხსნა).

ს: ტორნტონი (21+5 მოხსნა), ევანსი (17+7 მოხსნა+6 პასი), კაზინსი (16+14 მოხსნა).

ლეიკერსი-მაიამი 93:83

28:20, 22:18, 21:24, 22:21

ლ: ბრაიანტი (33), უოლდ პისი (17+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბინუმი (16+13 მოხსნა+4 დაფარება), გასოლი (11+10 მოხსნა).

მ: ჯეიმსი (25+13 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), უეიდი (16+5 პასი), ჩელმერსი (15+3 ჩაჭრა).

შარლოტი-ნიუ ჯერსი 101:104

25:22, 28:23, 19:28, 29:31

შ: მაგეტი (24+7 მოხსნა), ჰენდერსონი (15+5 მოხსნა), უოკერი (14), ოგუსტინი (12), მალენსი (12+5 მოხსნა).

ნ-ჯ: უილიამსი (57+6 მოხსნა+7 პასი), ჰემფრიზი (11+13 მოხსნა), შ. უილიამსი (10+5 მოხსნა).

ფილადელფია-ჩიკაგო 91:96

24:26, 22:14, 18:24, 27:32

ფ: იანგი (17+9 მოხსნა), ჰოლიდეი (16), იგუოდალა (14+6 მოხსნა+6 პასი), ბრენდი (14+13 მოხსნა+5 პასი), ვუჩევიჩი (14+8 მოხსნა).

ჩ: როუზი (35+8 პასი), ბუზერი (13+7 მოხსნა), ნოა (11+18 მოხსნა).

სან ანტონიო-დენვერი 94:99

17:25, 28:24, 26:26, 23:24

ს-ა: პარკერი (25+7 პასი), დანკანი (14+9 მოხსნა), ლეონარდი (13+6 მოხსნა), ბონერი (11+6 მოხსნა).

დ: ლოუსონი (22+11 პასი+9 მოხსნა), ჰარინგტონი (16+6 მოხსნა), აფლალო (14+6 მოხსნა), ბრიუერი (12), ფარიდი (11+5 მოხსნა), მილერი (11+6 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
გარანტია - ბარკოლა "ლივერპულში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადავა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა