"აპოლონის" ქართველმა კალათბურთელმა ენად-თან მატჩში 15 ქულა, 3 პასი, 1 მოხსნა მიითვალა და ბომბარდირიც გახდა
კვიპროსის ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზური უკვე გაინაღდა სამმა გუნდმა, აეკ-ისა და აპოელ-ის სერიაში კი ანგარიში საყაიმოა - 1:1. სამ გუნდს შორის, რომლებმაც მეოთხედფინალში ორივე მატჩი მოიგეს (სერია ორ გამარჯვებამდეა) ბესიკ ლეჟავას "აპოლონიცაა".

მან იოლად დაძლია ენად-ის ბარიერი: პირველი მატჩი შინ 95:63 მოუგო, ხოლო მეორე სტუმრად - 98:82. მოგახსენეთ, რომ ლეჟავა "აპოლონის" ღირსებას იცავს, მაგრამ არ გვითქვამს, რომ ენად-ში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში ბესოს თანაგუნდელი ნიკა ჩხატარაშვილი (1986 წელს არიან დაბადებულები) ირჯება. თუმცა მეოთხედფინალურ სერიაში ნიკას მონაწილეობა არ მიუღია.

რაც შეეხება ლეჟავას, მან ორივე შემთხვევაში გადალახა ათქულიანი ბარიერი. პირველ მატჩში 21 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა მოაგროვა. არც სროლის სიზუსტე დაეწუნებოდა: 6 სამქულიანიდან ნახევარი გამოიყენა, რასაც ზუსტად ნატყორცნი ერთადერთი ორქულიანი მიამატა.

საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში ერთბაშად ექვსი აპოლონელის მონაგარში დაფიქსირდა ქულები ორნიშნა რიცხვებით.

მეორე მატჩში, რომელიც ლეჟავას გუნდმა 98:82 მოიგო, ქართველმა უკანახაზელმა მეტი სათამაშო დრო დაიმსახურა - 24 წუთი. სროლის სიზუსტითაც გამოირჩა და მატჩის ერთ-ერთი ბომბარდირიც გახდა: 2/2 ორქულიანი, 5/3 სამიანი, 2/2 საჯარიმო, 15 ქულა, 3 პასი, 1 მოხსნა.

როგორც თავად ლეჟავამ გვითხრა, მისი გუნდის მიზანი არა მხოლოდ მეოთხედფინალის გადალახვა, არამედ კვიპროსის ჩემპიონობაა. ასე რომ, "აპოლონს" სერიოზული ბრძოლები აწი ელის, ნახევარფინალში ეთას დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა