ზე რაგბის გათამაშებაში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელმაც ყოველგვარი მოულოდნელობის გარეშე ჩაიარა
ზე რაგბის გათამაშებაში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელმაც ყოველგვარი მოულოდნელობის გარეშე ჩაიარა. თუმცა, ამასთან ერთად, ისიც ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მატჩები საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

A ჯგუფში ორივე ფავორტმა, ბრისბენის "რედსმა" და სიდნეის "ვორათაზმა" გამარჯვება იზეიმა. "წითლებმა" შინ პერთის "ფორსს" უმასპინძლა და მეტწილად მგეზავის, მაიკლ ჰარისის ფეხჩუბინობოს წყალობით 35:20 მოუგო. ორივე გუნდმა ორ-ორი ლელო მიითვალა, გარდასახვითაც ორივე გარდასახეს, თუმცა ჰარისმა ვიზავიზე, ჯეიმზ სტანარდზე ხუთით მეტი - შვიდი საჯარიმო გაიტანა. სულ მის ანგარიშზე 25 ქულაა.

ასევე უხვქულიანი გამოდგა "ვორათაზის" დაპირისპირება "მელბურნ რებლზთან" - 35:19. ამ მატჩში სიდნეელების სათამაშო უპირატესობა გამოკვეთილი იყო. მათ მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს, რაზეც "მეამბოხეებმა" მხოლოდ ერთით უპასუხეს.

A ჯგუფი

მელბურნ რებლზი-ვორათაზი 19:35, რედსი-ფორსი 35:20

სატურნირო მდგომარეობა

1. რედსი - 8 ქულა, 2. ვორათაზი - 6, 3. ბრამბიზი - 4, 4. ფორსი - 1, 5. მელბურნ რებლზი - 0.

III ტური

ფორსი-ჰარიკენზი, ბრამბიზი-ჩიტაზი, რედსი-მელბურნ რებლზი.

B ჯგუფში ზედიზედ მეორე გამარჯვება მიითვალა დანიდინის "ჰაილენდერზმა". "მთიელებმა" ამჯერად ახალ, "ოტაგო სთედიუმზე" ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" უმასპინძლეს და 27:24 მოუგეს.

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ თამაში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო იყო. ის გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. დასაწყისში ანგარიშში "ჯვაროსნები" დაწინაურდნენ. მე-13 წუთისთვის ისინი 10:3-ს იგებდნენ. მერე უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და ტაიმი 20:10 მოიგეს.

შესვენების შემდეგ ისევ "კრუსეიდერზმა" გაილაღა და 65-ე წუთისთვის უკვე ანგარიშში ისევ დაწინაურება შეძლეს - 24:20. ხუთ წუთში გამარჯვების ლელო მასპინძლებისთვის ჰოსე გეარმა გაიტანა, რომელიც ლიმა სოპაგამ გარდასახა - 27:24.

"კრუსეიდერზის" შემადგენლობაში ისევ არ უთამაშიათ გუნდის დაშავებულ ლიდერებს, დენ კარტერსა და რიჩი მაქოას.

ამავე ჯგუფში ჰემილთონის "ჩიფსმა" შინ მოუგო ოქლენდის "ბლუზს" - 29:14. მასპინძლებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს. გუნდში გამორჩეული მგეზავი აარონ კრადენი იყო.

B ჯგუფი

ჩიფსი-ბლუზი 29:14, ჰაილენდერზი-კრუსეიდერზი 27:24

სატურნირო მდგომარეობა

1. ჰაილენდერზი - 8 ქულა, 2. ჩიფსი - 6, 3. კრუსეიდერზი - 5, 4. ჰარიკენზი - 4, 5. ბლუზი - 1.

III ტური

კრუსეიდერზი-ჩიფსი, ჰაილენდერზი-ვორათაზი.

C ჯგუფში პრეტორიის "ბლუ ბულზმა", როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრად მოუგო ბლუმფონტეინის "ჩიტაზს" - 51:19. "ლურჯმა ხარებმა" მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანეს. აქედან ორი ფულბეკის ზან კირხნერის ანგარიშზეა. მგეზავმა მორნი სტეინმა ექვსივე გარდასახა და ზედ სამი საჯარიმოც მიუმატა (21 ქულა).

აღსანიშნავია, რომ ბოლო 18 წუთი "ბლუ ბულზმა" კაცნაკლულმა ითამაშა, რადგან მატჩის არბიტრმა ცხრა ნომერ ფრანსუა ჰუგარს წითელი ბარათი უჩვენა.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ფავორიტების კეიპთაუნის "სტორმერზისა" და დურბანის "ნატალ შარქსის" დაპირისპირებამ.

კეიპთაუნელებმა ერთი საჯარიმოთი მეტის გატანა შეძლეს და სტუმრები 15:12 დაამარცხეს.

უხვლელოიანი და სანახაობრივად შესანიშნავი გამოდგა მატჩი იოჰანესბურგში, სადაც ადგილობრივმა "ლაიონზმა" ველინგტონის "ჰარიკენზთან" წააგო - 28:30.

სტუმრებმა მატჩის პირველი ტაიმი 14:8 მოიგეს და სადავეები თამაშის ბოლომდე არ გაუშვიათ ხელიდან, თუმცა გადამწყვეტი, გამარჯვების მომტანი საჯარიმო "ზვიგენების" მგეზავმა ბოდენ ბარეტმა შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გაიტანა.

C ჯგუფი

ლაიონზი-ჰარიკენზი 28:30, ჩიტაზი-ბლუ ბულზი 19:51, სტორმერზი-ნატალ შარქსი 15:12.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბლუ ბულზი - 9 ქულა, 2. სტორმერზი - 8, 3. ლაიონზი - 5, 4. ნატალ შარქსი - 2, 5. ჩიტაზი - 1.

III ტური

ნატალ შარქსი-ლაიონზი, ბლუ ბულზი-ბლუზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო