ირაკლი მეფორია: "იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, კიევის "არსენალის" ძირითად შემადგენლობაში მოვხვდები"
უკრაინაში სატრანსფერო ფანჯარა 1 მარტს დაიხურა. კლუბებმა განაცხადში დამატებული მოთამაშეების სია გამოაქვეყნეს და ჩვენთვის ცნობილი ტრანსფერების გარდა, კიდევ რამდენიმე სიახლე აღმოვაჩინეთ.

მაგალითად, კიევის "არსენალში" კიდევ ორი ქართველი ჩაირიცხა: გიორგი ნიკოლოზის ძე კოპალიანი 1994 წელსაა დაბადებული. მაღალი მეკარე (186 სმ) უკრაინის მოქალაქე და კიეველ "მეთოფეთა" გაზრდილია. აქამდე "არსენალის" ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა.

საინტერესოა, რომ კოპალიანი "მეთოფეთა" მეორე ქართველი მეკარეა - შარშან გუნდში ვლადისლავ ჩანგელია ჩაირიცხა, რომელიც ერთი ხანობა თბილისის "ამერში" ვარჯიშობდა. თუმცა მიმდინარე სეზონში 23 წლის ჩანგელიას "არსენალში" წუთიც არ უთამაშია და სულ სათადარიგოთა სკამზე ცდებოდა.

კიეველებმა განაცხადში შეიყვანეს ირაკლი მეფორიაც: 23 წლის ნახევარმცველი ზუგდიდელია, მაგრამ დიდი ხანია, კიევურ კლუბში ვარჯიშობს. 16 წლისა კიევის "დინამოში" ჩაირიცხა, 2008 წელს "არსენალში" გადავიდა და სამი წლის განმავლობაში ძირითად გუნდშიც ვარჯიშობდა, მაგრამ სულ 3-ჯერ ითამაშა. შარშან კი მთელი წელი ახტირკის "ნეფტიანიკში" იჯარით თამაშობდა.

მეფორია უკრაინის მოქალაქეა. ის ლეონიდ კუჩუკთან ზაფხულშიც ვარჯიშობდა, მაგრამ მწვრთნელმა ისევ "ნეფტიანიკში" დააბრუნა.

მათ გარდა, წლეულს საქართველოდან უკრაინაში გადავიდნენ ბუბა დაუშვილი ("კარპატი") და ნიკოლა ნაკონეჩნი ("ვოლინი"), ლევან გულორდავა კი კიროვოგრადის "ზირკადან" მიიწვიეს "ოლექსანდრიაში".

სულ კი უკრაინის უმაღლესი ლიგის გუნდების ძირითად შემადგენლობაში დღეისათვის ბევრი ქართველი თამაშობს: ჯაბა კანკავა და უჩა ლობჟანიძე კრივოი როგის "კრივბასში", დავით თარგამაძე და თორნიკე ოქრიაშვილი მარიუპოლის "ილიჩივეცში", კიევის "ობოლონშია" ირაკლი მესხია, ლუგანსკის "ზარიაში" - ჯაბა ლიპარტია, მაგრამ ყველაზე მეტი ჩვენებური კიევის "არსენალში" შეიკრიბა - ზემოთ ნახსენები ჩანგელია, კოპალიანი, მეფორია და საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სანდრო კობახიძე. ორი ამდენი კი დუბლებში ასპარეზობს.

"იჯარა აშკარად წამადგა, რადგან ბევრს ვთამაშობდი, რაც ასე ძალიან მჭირდებოდა. მანამდე ხომ უმთავრესად ახალგაზრდულ ჩემპიონატში გამოვდიოდი. პირველ ლიგაში კი ბევრად მაღალი დონის ტურნირია და დაძაბულობითა და ფიზიკური მომზადებით პრემიერლიგას უტოლდება.

პრაქტიკამ საკუთარი ძალების რწმენა შემმატა, რაც ახალგაზრდა მოთამაშისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთსაც სხვაგვარი თვალით შევხედე. მივხვდი, რომ საჭირო იყო არა მხოლოდ შექმნა, არამედ შავი სამუშაოს შესრულებაც, ბურთის ართმევა, უფრო ხისტად თამაში, რაც მე არ მყოფნიდა.

ვარჯიშების შემდეგ მითხრეს, უფრო ტექნიკური გამხდარხარო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ უფრო გამძლეც ვარ და იმედია, ადრე თუ გვიან, "არსენალში" ძირითად შემადგენლობაში მოვხვდები", - ამბობს მეფორია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა