ლონდონის ოლიმპიადაზე ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების მედროშე მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი იქნება
ესპანეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების მედროშე მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი იქნება.

ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის და ამის შესახებ ივნისში გამოაცხადებენ. უფრო ადრე, ესპანეთის ოლიმპიური კომიტეტი აპირებს შემოიღოს წესი, რომლის მიხედვითაც, ერთი სპორტსმენი ვერ გახდება ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე ნაკრების მედროშე, - წერს გაზეთი "მარკა".

2008 წელს, პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, ესპანეთის ოლიმპიურ ნაკრებს წინ მიუძღოდა 2004 წლის თამაშების ჩემპიონი, ნიჩბოსანი დავიდ კალი. ახალი წესის მიღების შემდეგ ის ვერ შეძლებს იგივე როლის შესრულებას ლონდონის თამაშებზე. ამასთან, კალს ჯერ არ დაუდასტურებია 2012 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობა.

ნადალმა 2008 წლის ზაფხულის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში.

ესპანეთის ნაკრების "სარეზერვო" მედროშედ ასევე პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ველომრბოლელი სამუელ სანჩესი დასახელდა.

ლონდონის თამაშების გახსნის ცერემონია 27 ივლისს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა