ხუთი მარცხი და ოთხი ყაიმი - ასეთია ქართველ მოჭადრაკეთა მონაგარი ქალთა ინდივიდუალურ ევროპის ჩემპიონატის მე-5 ტურში
ხუთი მარცხი და ოთხი ყაიმი - ასეთია ქართველ მოჭადრაკეთა გუშინდელი მონაგარი ქალთა ინდივიდუალურ ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც თურქული გაზიანთეფი მასპინძლობს.

ნინო ხურციძემ, რომელიც ოთხი ტურის შემდეგ მეწინავეთა შორის იყო, გუშინ თეთრი ფიგურებით რუმინელ ქრისტინა-ადელა ფოიშორთან შეხვედრისას რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და წააგო.

ასევე დასანანი მარცხი იწვნია ნანა ძაგნიძემ, რომელიც რეიტინგში მასზე საგრძნობლად დაბლა მდგარ დარია ჩაროჩკინას (რუსეთი) დანებდა.

ტურნირის მონაწილე დანარჩენ ქართველთა შეხვედრების შედეგები ასეთია: ნინო ბაციაშვილი-ანა მუზიჩუკი (სლოვენია) 0:1, ნაზი პაიკიძე-ლელა ჯავახიშვილი 0,5:0,5, ოლგა გირია (რუსეთი)-ბელა ხოტენაშვილი 1:0, ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)-მერი არაბიძე 1:0, სალომე მელია-ივა ვიდენოვა (ბულგარეთი) 0,5:0,5, სოფიო გვეტაძე-სოფიკო გურამიშვილი 0,5:0,5, მარია ბეზგოდოვა (რუსეთი)-მირანდა მიქაძე 0,5:0,5.

ერთპიროვნული ლიდერი მარი სებაგი (საფრანგეთი) ყაიმზე შეუთანხმდა ვალენტინა გუნინას (რუსეთი), მოაგროვა 4,5 ქულა და საშუალება მისცა ფოიშორსა და ნასტასია ზიაზიულკინას (ბელარუსი) მძლეველ ჰოანგ თრანგს (უნგრეთი) ქულებით გათანაბრებოდნენ.

მეწინავეებს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან ანა მუზიჩუკი, ანტოანეტა სტეფანოვა, ვიქტორია ჩმილიტე,ოლგა გირია,ტატიანა კოსინცევა და ვალენტინა გუნინა.

7 მარტს მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართება.

ირანში ჩვენებურები პირველობის შანსს ინარჩუნებენ

ქართველი საერთაშორისო ოსტატები - გიგა ყუფარაძე და შოთა აზალაძე ირანულ რეშტაში ხაზარის თასის მე-10 გათამაშებაზე 7,5-7,5 ქულით საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ, თუმცა ისინი დღეს ბოლო ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

გუშინ გამართულ მეცხრე-მეათე ტურებში ყუფარაძე ოლეგ კორნეევსა (რუსეთი) და სერგეი ტივიაკოვს (ჰოლანდია) დაუზავდა, აზალაძემ კი ბოლო ორი ტური უდანაკარგოდ განვლო: ჯერ თანამემამულე გაიოზ ნიგალიძე დაამარცხა, მერე არსენ იეგიაზარიანს (სომხეთი) აჯობა.

ქართველთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ლევან ფანცულაია-აშგარ გოლიზადეხი (ირანი) 0,5:0,5, დავით ბენიძე-ჰომეინ ტუფიგი (ირანი) 0,5:0,5, ლუკა პაიჭაძე-ნიმა ჯავანბახი (ირანი) 1:0, ვალერიან გაფრინდაშვილი-მაჰმუდ ლიდხი 1:0, დავით ლომსაძე-კავე ჩაზიოლშარიფი (ირანი) 0:1, ადნან ნადიმიფარი (ირანი)-აკაკი შალამბერიძე 0:1.

ათი ტურის შემდეგ 8 ქულით მასპინძელი პოუია იდანი დაწინაურდა, რომელმაც გუშინ სომეხი ლევონ ბაბუჯიანი დაამარცხა. ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით ყუფარაძესა და აზალაძესთან ერთად სერგეი ტივიაკოვი, ოლეგ კორნეევი და მოჰსენ შარბაფის მძლეველი მისრათდინ ისკანდაროვი (აზერბაიჯანი) ჩამორჩებიან.

დღეს ქართველთა დუელის გარდა, ინტერესს იწვევს ტივიაკოვ-იდანის, ისკანდაროვ-კორნეევისა და ჰამედ მუსავიან-ლევან ფანცულაიას ორთაბრძოლები. დანარჩენი ქართველი მოჭადრაკეები კი ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: დავით ბენიძე (6,5)-ჯავად სეიდ ალავი, მოჰსენ შარბაფი-ლუკა პაიჭაძე (6,5), პურია დარინი-ვალერიან გაფრინდაშვილი (6,5), გაიოზ ნიგალიძე (6)-სუზანქარი, აკაკი შალამბერიძე (5,5)-სუბხანი, აფშინ მოხადამიანი-დავით ლომსაძე (4,5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე