ბელგიურ "გენკს" 17-წლამდელთა კაპიტანთან კონტრაქტის გაფორმება სურს
ელიტრაუნდისთვის მზადება დაიწყო საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც ვასილ მაისურაძე ავარჯიშებს. გუნდშია კაპიტანი გიორგი აბურჯანია, რომელიც დიდი ხანია, უცხოური კლუბების ინტერესს იწვევს.

გიორგი 16 წლის იყო, როდესაც თორნიკე მაისურაძემ რუსთავის "მეტალურგში" ათამაშა და სპეციალისტებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების მაღალ დონეზე ჩატარების შემდეგ შემტევი ნახევარმცველი გასინჯვაზე შვეიცარიულ "ბაზელში" მიიწვიეს. დაინტერესებული იყო ჰოლანდიური "ვიტესიც", რომლის დუბლებთანაც შარშან ზამთარში ანტალიაში ორი კვირა ივარჯიშა - მაშინ არნემელებმა გასინჯვაზე კიდევ 5 ქართველი მოზარდი წაიყვანეს.

თუმცა გიორგი 17 წლისა იანვარში გახდა, ევროპულ კლუბებს კი განაცხადში 18-წლამდელი არაევროპელი ვერ შეჰყავთ. ანალოგიური იყო ლევან ყენიასა და გიორგი ჭანტურიას შემთხვევაც. გიორგი "ბაზელში" ამის გამო ვერ დაიტოვეს. საქართველოში დაბრუნებას კი ისევ ევროპაში ვარჯიში ამჯობინა და მერე ბელგიაში ჩავიდა.

17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა იანვარში ბელგიური "გენკის" შემადგენლობაში ივარჯიშა და ამის გამო ვასილ მაისურაძის ნაკრებს ბელარუსის საერთაშორისო ტურნირზე დააკლდა.

"გენკის" 19-წლამდელთა გუნდში ჩატარებულ პირველივე საკონტროლო მატჩში გიორგიმ "აალსტის" კარი ორჯერ აიღო, "გენკმა" კი 3:2 მოიგო. მერე "ლეუვენთან" საგოლე გადაცემა გააკეთა, ერთხელ თავი ორმხრივ მატჩში გამოიჩინა და მწვრთნელს მოეწონა.

მაგრამ უცნობი იყო, როგორ გადაწყდა მისი "გენკში" დარჩენა-არდარჩენის საკითხი. ამის გასარკვევად ფეხბურთელს დავუკავშირდით.

- ისევ გენკში ივარჯიშებ?

- არასრულწლოვნობის გამო "გენკთან" ჯერ კონტრაქტს ვერ ვაფორმებ, მაგრამ, როგორც მითხრეს, ბელგიელებს წინასწარ კონტრაქტის გაფორმება სურთ, 18 წლის რომ გახდები, მერე პროფესიული კონტრაქტსაც შემოგთავაზებენო. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მითხრეს. მაინც ელიტრაუნდის დასრულებას ველოდები. იქნებ ამის შემდეგ უკეთესი წინადადებები წამოვიდეს.

- შევიტყვეთ, რომ "მეტალურგიდან" წამოხვედი...

- პირველი ტურის მატჩი ფოთთან რომ ვითამაშეთ, ამის შემდეგ თორნიკე მაისურაძე გაათავისუფლეს და მეც წამოვედი. ახლა რეგიონული ლიგის "იბერიაში" ვირიცხები, რომელსაც ჩემი ბავშვობის მწვრთნელი გუბაზ დოლიძე ავარჯიშებს. შეკრებამდე ამ გუნდში ვვარჯიშობდი.

- ელიტრაუნდზე საქართველოს ნაკრების შანსებზე რას იტყვი?

- გამოკვეთილი ფავორიტია ესპანეთის ნაკრები. ძლიერი მოწინააღმდეგეა ინგლისიც, მაგრამ ელიტრაუნდი თბილისში ტარდება და ეს უპირატესობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

ხალხი იმედით გვიყურებს და ღირსეულად უნდა ვითამაშოთ. ამას გარდა, ჩემი და თითოეული ჩვენგანის შემდგომი წინსვლა ამ ტურნირში ჩვენს თამაშზეა დამოკიდებული.

მე რაც ვიცი, თბილისში ევროპიდან ბევრი სელექციონერი ჩამოდის. მარტო ესპანეთიდან სამი გუნდის სკაუტს ელიან და უნდა ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lado
რამო--- საინტერესოა რამდენი წლის ხარ ???. შემოგევლე, გეტყობა გიორგის მხოლოდ სურათიდან იცნობ. მე გეტყვი თამაშითაც კარგად თამაშობს, შინაგანად საამაყო ქართველია. ისე ჯობია კომენტარამდე, იფიქრო თავით და არა ხელით
milaneli
რამო ამით რისი თქმა გინა რომ გიორგი სადმე ფულით ყავთ? ეტყობა გიორგის თამაშები არ გაქვს ნანახი და სნაამ რამეს იტყოდე კარგად დაპიქრდით რა.ნუ ხართ ესეთი შურიანები !!! ნუ გშურთ ყველა წარმატებული ადამიანის!!!
milaneli
რამო რა გინდა ამიტ ტქვა რომ გიორგი სადმე პულიტ არის?ეტყობა გიორგის თამაშები არ გაქვს ნანახი.და სანამ რამეს დაწერდე კარგად გაერკვიე რა....შურიანები ნუ იქნებით!!!
ramo
ანუ სადაც წავა ტრენერი იქ მიყავს თავისი მოწაფე. მერე რა თუ დაიკარგება, მთავარი ფულია. იქნებ ნაკრებშიც ჩაწყობით მიყავთ?
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა