საქართველოს ნაკრებში 18 წლის ასაკში მოთამაშე ფეხბურთელს კარიერა ტრავმის გამო ვერ აეწყო
2006 წელს მირზა ბჟალავა 18 წლის იყო, როდესაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშა. მაშინ ნიჭიერი საყრდენი ნახევარმცველის მომავალი ვარდისფერში წარმოგვედგინა, საქართველოს ნაკრების კანდიდატი უდავოდ პერსპექტიული მოთამაშე გახლდათ.

სამწუხაროდ,"ზესტაფონიდან" ავსტრიაში წასულ ქართველს კარიერა ფეხის ტრავმის გამო ვერ აეწყო: ლუშტენაუს "აუსტრიადან" ამავე ქვეყნის "ბრეგენცში" გადავიდა, ბოლოს კი შვეიცარიის რეგიონული ლიგის "გიპოსაუში" აღმოჩნდა - ცხადია, უსიამოვნო უკუსვლაა.

ზაფხულში დიდ ფეხბურთში დაბრუნების იმედი გადაეწურა - არც თურქეთში "გენჩერბირლიგში" ჩარიცხეს (სადაც გასინჯვაზე მიიწვიეს), იტალიის სერია C-ს გუნდში ტესტირებას კი ისევ შვეიცარიაში გარანტირებული თამაში და სათამაშო პრაქტიკა ამჯობინა.

პერსპექტიულ ნახევარმცველს იმედი ჰქონდა, რომ უფრო სოლიდურ კლუბში ზამთარში მაინც მოხვდებოდა, მაგრამ...

"ავსტრიის საზღვართან ახლოს ვცხოვრობ და ზაფხულამდე შვეიცარიის რეგიონალური ლიგის კლუბში "გიპოსაუში" ვითამაშებ. დიდი ხანია, გუნდის შეცვლა მინდა. ახლაც მქონდა იმედი, მაგრამ ჯერ შეუძლებელი აღმოჩნდა.

იქნებ ეს ზაფხულში მაინც მოვახერხო. ფაქტია, რომ დღევანდელი მდგომარეობა არ მაკმაყოფილებს. ვნახოთ, ზაფხულში რა გამოვა", - გვითხრა ბჟალავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა