პარიზი-ნიცას მრავალდღიან ველორბოლაზე მესამე ეტაპი გაიმართა - ველომრბოლელებს საფრანგეთის ცენტრალურ რეგიონში 194 კილომეტრის გავლა უწევდათ
პარიზი-ნიცას მრავალდღიან ველორბოლაზე მესამე ეტაპი გაიმართა - ველომრბოლელებს საფრანგეთის ცენტრალურ რეგიონში 194 კილომეტრის გავლა უწევდათ.

სტარტიდან 11 კილომეტრის შემდეგ პელოტონს დაშორდა სამი ველომრბოლელი - ჯიმი ენგულვენი, როი კურვერსი და მიხაილ მარკოვი. ისინი დიდი ხანი ლიდერობდნენ რბოლას და ერთი მომენტი პელოტონთან უპირატესობა ოთხ წუთსა და 40 წამს შეადგენდა.

ამასობაში პელოტონს პრობლემები შეექმნა - რამდენიმე წაქცევამ ძალიან არია სიტუაცია ძირითად ჯგუფში და შეაფერხა გაქცეულების დევნა.

ცვლილებები მოხდა ლიდერების სამეულშიც. ჯიმი ენგულვენმა ფინიშამდე მარტო მისვლა გადაწყვიტა და კურვერსსა და მარკოვს გაექცა.

ენგულვენი კარგა ხანი ლიდერობდა რბოლას, მაგრამ ბოლომდე ვერ გაძლო. პელოტონმა მისი დაწევა ფინიშამდე ექვსი კილომეტრით ადრე შეძლო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ზედიზედ მეორე ეტაპზე ყველაფერს სპრინტერული ფინიში გადაწყვეტდა.

მაგრამ სპრინტის აღიარებულ ლიდერებს ხელი შეუშალა ცნობილმა ესპანელმა ალეხანდრო ვალვერდემ, რომელიც არასოდეს ითვლებოდა კარგ სპრინტერად. 2009 წლის ვუელტას ტრიუმფატორმა სწორად არჩეული ტაქტიკით უკან ჩამოიტოვა სერგეი ლაგუტინი და სიმონ გერანსი.

ამ მოგებით ვალვერდემ მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა გენერალურ კლასიფიკაციაში. ბრიტანელმა ბრედლი უიგინსმა კი შეინარჩუნა ლიდერობა საერთო ჩათვლაში. მას კვლავ ექვსი წამით ჩამორჩება ამერიკელი ლევი ლაიპჰაიმერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა