პორტუგალიური კლუბის მთავარ მწვრთნელს ჟორჟე ჟესუსს მეოთხედფინალში მეტოქედ ინგლისური კლუბი სურს
სპალეტიმ ლისაბონი აღიარა

მოსალოდნელიც იყო, რომ "ზენიტი" ლისაბონში თავს დაიცავდა და ისიც ცხადი გახლდათ, რომ რუსებს ერთბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებოდათ.

ალბათ უპრიანი იქნებოდა, რომ რუსული კლუბის იტალიელ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის უფრო თამამი სტრატეგია აერჩია, რადგან სანკტ-პეტერბურგში დაფიქსირებული 3:2 "ზენიტისთვის" ნაღდად არ იყო კომფორტული ფორა.

"ბენფიკამ" გოლები ტაიმების მიწურულს გაიტანა: ჯერ მაქსი პერეირამ იხეირა (45+1), მერე კი ნელსონ ოლივეირამ (90+3). ამ უკანასკნელის გოლი იმ კონტრშეტევის შედეგია, რომელიც რუსების მეტ-ნაკლებად მასირებულ იერიშებს მოჰყვა.

რეაქციები

ჟორჟე ჟესუსი ("ბენფიკას" მწვრთნელი): "ჩვენმა ტაქტიკამ და სტრატეგიამ გაამართლა. "ზენიტი" ძალიან ძლიერი გუნდია და გოლის გატანა რომ დაგვეგვიანებინა, მერე შეიძლებოდა სერიოზული პრობლემები შეგვქმნოდა. მეოთხედფინალში ინგლისურ კლუბს ვისურვებდი, ანუ "ჩელსის", მაგრამ ლონდონელებს "ნაპოლის" გაგდება გაუჭირდებათ. ყველაზე მეტად "რეალთან" თამაში არ მინდა."

ლუჩანო სპალეტი ("ზენიტის" მწვრთნელი): "უნდა ვაღიაროთ, რომ "ბენფიკამ" გამარჯვება დაიმსახურა. ჩვენ ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც საჭირო იყო და თანაც, ასეთ მატჩებში გამოცდილება გვაკლია ხოლმე. თითქმის ყველა გასვლით შეხვედრაში ასე ხდება - მეტოქე უკეთ თამაშობს, ჩვენს გუნდში კი უეცრად მენტალური პრობლემები იჩენს ხოლმე თავს. მე ის ვიცი, რომ "ზენიტს" გაცილებით უკეთ შეუძლია ფეხბურთის თამაში."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა