გოლფის ახალი პირველი ნომერი "მედისონ სკვერ გარდენში" თავისი გერლფრენდის, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკისა და რუსი მარია შარაპოვას საჩვენებელ შეხვედრას დაესწრო
გასულ უქმეებზე, პალმ ბიჩის ტურნირის მოგების შემდეგ, პროფესიული გოლფის ახალი პირველი ნომერი გახდა ჩრდილოირლანდიელი რორი მაკილროი.

ამ ტრიუმფის შემდეგ რორი ნიუ იორკში გაემგზავრა, სადაც "მედისონ სკვერ გარდენში" თავისი გერლფრენდის, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკისა და რუსი მარია შარაპოვას საჩვენებელ შეხვედრას დაესწრო.

ამ მატჩში შარაპოვა აშკარად უკეთ გამოიყურებოდა, ამიტომაც ბოლოსკენ ვოზნიაცკიმ დასახმარებლად კორტზე უხმო რორი მაკილროის და მას ხელში ჩოგანი შეაჩეჩა.

თავდაპირველად მაკილროიმ გოლფის სტილში სცადა მოწოდების შესრულება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. თუმცა ვოზნიაცკი შეყვარებულს არ მოეშვა და რორის ერთი გათამაშების ჩატარება სთხოვა.

ჩრდილოირლანდიელმა თხოვნა შეუსრულა ვოზნიაცკის და წვალებით, მაგრამ მაინც მოუგო ეს ერთი გათამაშება რუს ჩოგბურთელს - მარიას ბოლო დარტყმა ასცდა მიზანს.

თუმცა აშკარაა, რომ მაკილროი ჩოგანთან მწყრალად არის. მან ყვანჯის მოქნევა გაცილებით კარგად იცის და ამიტომაც გახდა პროფესიული გოლფის პირველი ნომერი 22 წლის ასაკში. აი, მისმა გერლფრენდმა კი აშკარად უკლო თამაშს – ცოტა ხნის წინ დაკარგა მსოფლიოს პირველი ჩოგანის ტიტული, ნიუიორკულ შეხვედრაში კი 3:6, 4:6 წააგო შარაპოვასთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა